მაისის ბაშოს მე-13 დღეს მე-9 მაეგაშირა ტოჩინოშინი მე-2 მაეგაშირა კირიბაიამას დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში დამარცხდა.
სუმოისტები ერთმანეთს ძლიერად დაეჯახნენ. მოწინააღმდეგემ ქამარი აიღო, რის შემდეგაც გარკვეული უპირატესობა მოიპოვა, დიდხნიანი ნერვული ომის შემდეგ კირიბაიამამ ჩვენებური დოჰიოს გარეთ გადაიყვანა.
ამრიგად, ლევანს მოგება-წაგების ბალანსი 8:5-თან აქვს, მომდევნო შეხვედრას მე-3 მაეგაშირა ტამავაშისთან გამართავს. ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ გორგაძემ მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსი უკვე გაიფორმა.