ივლისის ბაშოს მესამე დღეს ტოჩინოშინი მე-9 მაეგაშირა შიმანოუმის დაუპირისპირდა და მარტივად დაამარცხა.
სუმოისტები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ, ლევანი შეტევაზე გადავიდა, მეტოქეს კისერში ძლიერად მოარტყა, რის გამოც შიმანოუმიმ წონასწორობა დაკარგა და დოჰიოდან გადავარდა.
"ტოჩის" 2 მოგება და 1 წაგება აქვს, შემდეგ შეხვედრას კი ტობიძარუს წინააღმდეგ ჩაატარებს.