მსოფლიოს ჩემპიონატი: პეტრიაშვილის ოქრო, ხინჩეგაშვილის ბრინჯაო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 25 აგვისტოს, პარიზში დაწყებულ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ჩემპიონი მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი გახდა, ბრინჯაო კი 61 კგ–მდე წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დაისაკუთრა.

პეტრიაშვილმა ფინალურ შეხვედრაში თურქთა ტიტულოვან ფალავანს ტაჰა აკგულს მოუგო უაღრესად დაძაბული შეხვედრა მოუგო - 10-8. ნახევარფინალში გენომ სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძეს დიდი უპირატესობით სძლია, მანამდე კი კანადელი კორეი ჯარვისი და რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა იოლად.

ხინჩეგაშვილმა, რომელიც ახალ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა, საწყისი ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/4-ფინალში
რუს გაჯიმურად რაშიდოვთან წააგო. რეპეშაჟში ლადომ ამერიკელ ლოგან ჯეფრი სტიებერს დამაჯერებლად სძლია, მედლისთვის შეხვედრაში კი თურქ ჩინგისხან ერდოღანს აჯობა – 3:0.

ჩვენი ნაკრებიდან დღეს ასევე იასპარეზეს 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ და 86-ში - დავით ხუციშვილმა. ლომთაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, ხუციშვილმა კი სასტარტო შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/8-ფინალში წააგო.

პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატი ხვალ, 26 აგვისტოს დასრულდება და მედლები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ზურაბ იაკობიშვილი (65), ზურაბ ერბოწონაშვილი (70), ჯუმბერ ყველაშვილი (74) და ელიზბარ ოდიკაძე (97) იჭიდავებენ.

 

მკითხველის კომენტარები / 28 /
ორი გენიალური მწვრთნელი გორში( და არა მარტო გორში)-გურამ პაპიტაშვილი და ნუგზარ სხირელი! კიდევ... მრავალი გულანთებული ახალგაზრდა მწვრთნელი. აი საიდუმლო გორის საჭიდაო სკოლის წარმატებებისა! ჯანმთელობა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ მათ. ქედს ვიხრით მათი ღვაწლისა და ამაგის წინაშე
gori 2
26 აგვისტო 2017 20:23
0
ვაშა იაკობიშვილი ფინალში გავიდა.არა და წაგებული ბრძოლა ბოლო წამძე გაათანაბრა,წინა ბრძოლებიც დიდი გაჭირვებით მოიგო,ძალიან მაგარი ნებისყოფა ჰქონია,
სოსო
26 აგვისტო 2017 16:28
0
ბმულზე ჩემპიონატის პირდაპირ ჩართვას ვუყურებდი და რაკი ძალიან ჭედავს,ისევ გენოს გამარჯვების ჩანაწერი ვნახე.დღეისა რაც ვიცი,იაკობიშვილი უკვე მეოთხედ ფინალშია,მაგრამ ძალიან კი გაუჭირდა.გენოს ჭიდაობას რაც შეეხება,წუხელ მეც მომეჩვენა რომ გენო ძალიან დაიღალა,მაგრამ ახლა განმეორებით რომ ვუყურე,ასეთ ინტენსიურ ბრძოლაში მძიმე კი არა,90 კილოგრამშიც არაქათი გასძვრებოდა მოჭიდავეს,ისე აკგულსაც მნიშვნელოვნად მოუმატებია გამძლეობაში და ისედაც ძალიან ძლიერი და ტექნიკური მოჭიდავე რომ არის,ჩემი დასტური არა სჭირდება,მისი ტიტულები ლაპარაკობენ.ცხადია აკგული საგანგებოდ ემზდებოდა გენოსათვის და მომავალში კიდევ უფრო მეტს იმუშავებს ამაზე,ამიტომ გენოსაც მოუწევსგაცილებით უკეთესი მომზადება,თუმცა მან და მისმა მწვრთნელებმა ეს ჩემზე გაცილებით უკეთესდ იციან,ასე რომ ისევ და ისევ გილოცავთ და გაიხარეთ მეგობრებო,დღეს კი კიდევ ახალ გამარჯვებებს და მედლებს გისურვებთ.
სოსო
26 აგვისტო 2017 14:48
0
სამწუხაროდ თქვენი სახელი არ ვიცი მაგრამ სწორად მსჯელობთ და სიმართლეს ბრძანებთ:

"ცხადია აკგული საგანგებოდ ემზდებოდა გენოსათვის და მომავალში კიდევ უფრო მეტს იმუშავებს ამაზე,ამიტომ გენოსაც მოუწევსგაცილებით უკეთესი მომზადება,თუმცა მან და მისმა მწვრთნელებმა ეს ჩემზე გაცილებით უკეთესდ იციან,ასე რომ ისევ და ისევ გილოცავთ და გაიხარეთ მეგობრებო,დღეს კი კიდევ ახალ გამარჯვებებს და მედლებს გისურვებთ. "

ოქროს რჩევააა! მით უმეტეს რომ თურქი მოჭიდავე მასზე ოთხწლინახევრით უფროსია და მეტი გამოცდილებაც აქვს, ამიტომ სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს გენო!

გენო გენიალური ხარ, არ მოუკლო! პირიქით იშრომე კიდევ და კიდევ მეტი! გილოცავ!!! ეს ერთი და სხვა კიდე დიდი გამარჯვებები!!!
sofo
26 აგვისტო 2017 15:30
0
არავის არ სჭირდება მაგათი ხელის ჩამორთმევა, მაგრამ არსებობს ელემენტარული სპორტული ეთიკა, და როგორც სჩვევიათ უზრდელად იქცევიან!
ალეკსანდრე
26 აგვისტო 2017 14:47
0
ბრავო გენო უჯიგრესი ხარ !!! ოლიმპიადაზე 2 ოქრო მაინც უნდა ავიღოთ თავისუფალში და ძიუდოშიც 2 მაინც, უძლიერეს მეტოქეს მოუგო ბრავო , რუსეთის სახელით მოასპარეზე მოღალატეც ჩვენთან რომ იყოს უფრო ბედნიერი ვიქნებოდი , სულის გამყიდველები ! აი იმენა რუსებს უნდა მოვუგოთ ჯინაზე რაც შეიძლება მეტი !!!! თუმცაღა ლეგენდარულ თურქ მოჭიდავესთნ გამარჯვებაც უმაგრესი იყო !
ვახტანგი
26 აგვისტო 2017 14:10
1
როგორც ჩვევიათ მაგ ბოღმებს ეხლაც არ ჩამოართვა ხელი გენოს, გილოცავ გამარჯვებას!
ალეკსანდრე
26 აგვისტო 2017 13:44
0
ვის უნდა მაგათი ხელის ჩამორთმეა? ხელის ჩამორთმევა კიარა, ღმერთმა ჩვენოდენი გახადოთ, მერე ვნახოთ...
niko
26 აგვისტო 2017 14:18
0
ვოლოცავ საქართველოს,საამაყო ქართველი !

მაგრამ წინ გავიხედოთ,ოლიმპიადაზე თურქი გაათმაგებიბით მოემზადება- ზუსტად
გენოსათვის.
გენომ სუნთქვაზე (ძალიან დაიღალა ბოლოს,მეგონა კიდევ 10-15 წამი რომ დარჩენილიყო,შეიძლება წაგვეგო) და კიდევ უფრო ძალის მომატებაზე,შტანგაზე ასევე გაათმაგებით უნდა ივარჯიშოს,დანარჩენი ყველაფერი აქვს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდეს და კიდევ მრავალჯერ გაახაროს სრულიად საქართველო.
glaxuna
26 აგვისტო 2017 11:36
0
ლომი ხარ გენო...აწი შენი ეპოქა უნდაა დაიწყოს ჭიდაობაში...ოლიმპიადის ჩემპიონობით დაგეგვრიგვინებინოს დაწყებული გამარჯვების გზა..გილოცავ ძმაო დამარავალი მომელოცოს!!
bujanga
26 აგვისტო 2017 11:18
0
ვულოცავ ჩვენს ბიჭებს წარმატებას. როგორც იქნა მძიმე ჩვენია.ისე ტახა წარმოშობით ჩვენებური უნდა იყოს.
დემე
26 აგვისტო 2017 10:34
1
რატო გგონიატ ტაჰა ქართული წარმოშობის?
nini
02 სექტემბერი 2017 17:05
0
მსოფლიოს ორი ტიტანის შერკინება, რომელთა შემდგომი დაპირისპირებითაც დატკბება მთელი სპორტული თუ არასპორტული საზოგადოება. წლეების განმავლობაში ჭიდაობის სმყაროს წინ დიდ შერკინებები ელოდება და ის გაიგივებული იქნება ამ ორ უკვე ლეგენდად ქცეულ პიროვნებებთან! გენო პეტრიაშვილი - ტაჰა აკგული
თენგო
26 აგვისტო 2017 10:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული