მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ კიდევ ერთი სიახლე - ორდღიანი ფორმატი დააკანონა
ფოტოზე: მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებული ფედერაციის ბოსი ნერნად ლალოვიჩი და მისი შტაბი ბევრ ცვლილებას გეგმავს

ახალი წონითი კატეგორიების დამტკიცების კვალად, მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ კიდევ ერთი სიახლე - ორდღიანი ფორმატი დააკანონა. თუმცა ეს კარგად დავიწყებული ძველი უფროა, რადგან ჭიდაობაში მსგავსი საშეჯიბრო წესი არც ისე დიდი ხნის წინ არსებობდა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს ეს წესი ჭაბუკებში გამოსცადეს, სადაც, როგორც ჩანს, მოწონება დაიმსახურა და ახლა უკლებლივ ყველა ასაკობრივ ნაკრებსა და უფროსებში სავალდებულოდ აქციეს. თანაც, სამივე სტილში: ქალებში, ვაჟთა თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

აქამდე თუ ნებისმიერ წონაში მედალოსნები ერთ დღეში ვლინდებოდნენ, ახალი წესის თანახმად, პირველ დღეს გაიმართება წინასწარი შეხვედრები ნახევარფინალების ჩათვლით, სანუგეშო წრის პაექრობები და მედლებისთვის ფინალური ორთაბრძოლები კი მეორე დღეს გაიმართება.

გთავაზობთ ცვლილებების ჩამონათვალს:

* მეორე დღისთვის თავდაპირველად დასაშვები იქნება 2-კილოგრამიანი გადაცილება, ანუ ფალავანს არსებულ წონაზე 2 კილოთი მეტით ჭიდაობის უფლება ექნება, თუმცა ეს არ ეხება წინასწარ შეხვედრებს, მხოლოდ ფინალურ ბლოკზე, ანუ მეორე დღის ორთაბრძოლებზე ვრცელდება. ოღონდ ეს შეღავათიც მარტო გაისად იმოქმედებს, თორემ მერე გაუქმდება და ფინალშიც სუფთა წონით მოუწევთ ჭიდაობა.

* დამტკიცდა სალიცენზიო შეჯიბრებები და კვოტები ტოკიოს 2020 წლის თამაშებისთვის, სადაც ქალთა და ვაჟთა წონებიც და მონაწილეთა რაოდენობაც საბოლოოდ გაუთანაბრდა ერთმანეთს.

* შემცირდა ოლიმპიელთა რაოდენობა. გადაწყდა, რომ ოლიმპიადაზე ყველა წონაში 16-16 მონაწილე იქნება. მსოფლიოს ჩემპიონატზე საგზურს წონის 6 საუკეთესო ფალავანი მიიღებს, ლიცენზიების ძირითადი რაოდენობა კი კონტინენტურ პირველობებზე გაიცემა - 8-8. კიდევ ორი მონაწილე მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირებზე გამოვლინდება და ასე მოგროვდება 16 მონაწილე. შესაბამისად, ოლიმპიური ტურნირი მერვედფინალიდან დაიწყება.

* გაისიდან ყველა გაფრთხილება 1 ქულად შეფასდება.

* მსოფლიოს გაერთიანებულმა საჭიდაო ფედერაციამ ასევე დაამტკიცა საგაისო კალენდარი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. საგაისო საერთაშორისო კალენდარში ჯერჯერობით გაურკვეველია 23-წლიანთა მსოფლიოს ჩემპიონატისა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს თასის გამართვის თარიღიც და ადგილიც.

* ოლიმპიური წონები უცვლელი დარჩა - კვლავაც 6-6 სამივე საჭიდაო სტილში. სამაგიეროდ, ზოგად ოდენობებს ასევე სამივეგან 2-2 წონა დაემატა და 10-მდე გაიზარდა. 4 არაოლიმპიური წონა განკუთვნილია ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების, აგრეთვე, სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირებისთვის.

* თავისუფალ ჭიდაობაში ძველი წონები არ შეცვლილა: არსებულ 8-ს (57, 61, 65, 70, 74, 86, 97 და 125) 79 და 92 დაემატა, აქედან კი უცვლელად რჩება ოლიმპიური წონები: 57, 65, 74, 86, 97 და 125.

* დახარისხება მნიშვნელოვნად შეიცვალა ბერძნულ-რომაულში, სადაც ამიერიდან ასეთი წონითი კატეგორიებია: 55, 60, 63, 67, 72, 77, 82, 87, 97 დ 130, ამათგან კი ოლიმპიურებია 60, 67, 77, 87, 97 და 130.

* ქალებში ამიერიდან შემდეგი წონებია: 50, 53, 55, 57, 59, 62, 65, 68, 72 და 76, მანდილოსნები კი ოლიმპიადაზე 50, 53, 57, 62, 68 და 76 კილოგრამებში იჭიდავებენ.

2018 წლის მთავარი ტურნირები

მსოფლიოს თასი

ქალები: ტაკასაკი (იაპონია) - 17-18 მარტი

თავისუფალი ჭიდაობა: აიოვა (აშშ) - 7-8 აპრილი

ევროპის ჩემპიონატი

უფროსები: კასპიისკი (რუსეთი) - 20-25 მარტი

ახალგაზრდები: რომი (იტალია) - 31 ივლისი - 5 აგვისტო

23-წლამდელები: სტამბოლი (თურქეთი) - 5-10 ივნისი

ჭაბუკები: კიევი (უკრაინა) - 8-13 მაისი

მსოფლიოს ჩემპიონატი

უფროსები: ბუდაპეშტი (უნგრეთი) - 22-28 ოქტომბერი

ახალგაზრდები: ტრნავა (სლოვაკეთი) - 18-13 სექტემბერი

ჭაბუკები: ზაგრები (ხორვატია) - 3-8 ივლისი

შენიშვნა: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების კალენდარი ჭიდაობის სამივე სტილში საერთოა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

grisha dedakimovi
ესენი ხომ ვერაფრით ვერ დალაგდნენ...რა სჭირს ტრადიციულად ჭიდაობის ფედერაციას ვერ გამიგია.
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
პსჟ კვლავ "ინტერთან" თუ "რეალი"/"სიტის" საუკეთესო - გზა ფინალამდე
პსჟ-ში ზაბარნის გადასვლა ჩაშლის პირასაა
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
კაზემირომ შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
ტეო ერნანდესის შემცვლელი - "მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
მამარდაშვილის "ლივერპული" კიდევ უფრო ძლიერდება - კერკეზი კარიერას "ენფილდზე" გააგრძელებს
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
პსჟ შეიძლება ორმა მეკარემ დატოვოს
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სიეტლთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩას კურიოზული გოლი - პსჟ-მ "სიეტლ საუნდერსს" მოუგო და პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "სიეტლ საუნდერსს" 1:0 ამარცხებს
"სიეტლთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
გოჩოლეიშვილი "შახტარში" დროებით დაბრუნდა?
პსჟ-მ შეიძლება სომეხი ფეხბურთელი შეიძინოს - ლუის ენრიკე სწრაფ შემტევს ეძებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
მიქაუტაძე "მანჩესტერს" სჭირდება - ინგლისური გამოცემა "იუნაიტედს" ქართველის შეძენას ურჩევს
ბასილაშვილმა გაიმარჯვა, ფურცელაძე დამარცხდა - უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ერთი ქართველი გააგრძელებს
"მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს" - გუტიმ "ბარსელონას" ვარსკვლავზე ისაუბრა