ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ

AutoSharing Option
ევროპის სამგზის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რუსეთის ქალაქ იაკუტსკს ესტუმრა, სადაც დმიტრი კორკინის ხსოვნის X საერთაშორისო ტურნირს სტუმრის რანგში ესწრება. ysia.ru-მ ტიტულოვან ქართველ მოჭიდავესთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გაუშვა.

"წელს ბევრ შეჯიბრში გამოსვლა მომიხდა. ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდგომი დასვენების პერიოდი მაქვს. სწორედ ამ მიზეზით არ შემიძლია კორკინის მემორიალში ვიჭიდავო. აქ საპატიო სტუმრის სტატუსით ვიმყოფები. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ საქართველოს პირველობისთვის მზადება უნდა დავიწყო, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევიც იქნება", - თქვა ლადომ, რომელმაც არ გამორიცხა, რომ
მომავალ წელს იაკუსტკის ხალიჩაზე თავადაც გავიდეს.

Sportall.Ge

"თქვენ საკმაოდ ძლიერი ფალავნები გყავთ და ამაზე მათი შედეგები მეტყველებს. ვიკტორ ლებედევს ერთხელ შევხვდი და წავაგე, ვლადისლავ ანდრეევთან კი სამჯერ მიჭიდავია. სამივეჯერ ძალიან დაძაბული პაექრობა გვქონდა და თუ არ ვცდები, ანგარიში 2:1-ია ჩემს სასარგებლოდ", - განაცხადა ხინჩეგაშვილმა.

Sportall.Ge

ლადომ მსოფლიოს უკანასკნელი ჩემპიონატიც გაიხსენა, სადაც ახალ წონაში - 61 კგ-ში გამოვიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

"შეჯიბრებებზე მოპოვებულ თითოეულ ჯილდოს ვაფასებ. ოქროს მედლის მოპოვებაც შემეძლო, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც ვერ გავაკეთე ისე, სადღაც შეცდომა დავუშვი ან მეტოქე ჩემზე უკეთესად იყო მომზადებული. მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე მხოლოდ ოქროს მედლისთვის ვიბრძოლებ", - დასძინა მან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლადო, ჯიგარო! შეიძლება ვიღაცისთვინ ბრინჯაო, ან ვერცხლი დიდი მიღწევაა, მაგრამ შენთვინ ოქროს გარდა სხვა მედალი უკვე წაგებაა. პატარა გორი დიდიაო, ხო იცი? :DDDDDDDDDD
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული