ქართველი მოჭიდავე საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლაზარე მარსაგიშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

მარსაგიშვილმა ქალაქ სტრასბურგში ჩატარებულ საფრანგეთის ჩემპიონატში ლიონის კლუბ "მილოს" სახელით მიიღო მონაწილეობა.

ქართველმა მოჭიდავემ, რომელიც 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალში კლერმონის "ფერანდის" წარმომადგენელი ნიკოლას ტავერნესე მშრალად, ანგარიშით 8:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ტავერნეზე ამავე ტურნირის 2017 წლის გამარჯვებულია, რაც მარსაგიშვილის გამარჯვებას კიდევ უფრო წონიანს ხდის.

Sportall.Ge

ლაზარე მარსაგიშვილი 14 წლიდან ჭიდაობს. არის საქართველოს რამდენიმეგზის ჩემპიონი. 2004-05 წლებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლდათ, 2006-11 წლებში კი საქართველოს ნაკრების წევრი იყო.

მარსაგიშვილის მწვრთნელი
წარსულში ცნობილი მოჭიდავე ლევან ჩერტკოევია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხაშლამაზე გაზრდილი კახელი იქნება )))
ტოტტი
15:33 03-04-2018
2
ყველა ევროპული თუ არაევროპული ქვეყანა კლუბურ ჭიდაობაზე გადადის და წინსვლაა.
ჩვენთან საქართველოში გაყინულია ჭიდაობა ერთ ადგილას არის გაჩერებული.
ვინმემ მიხედეთ ამ ჭიდაობას დაიცალა საქართველო მოჭიდავეებისგან.
შექმენით ძიუდოს მსგავსი კლუბური ჩემპიონატი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული