10:43 17-08-2018
ქართველმა მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის მხარდასაჭერად მისი გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს
AutoSharing Option
ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რადიო "თავისუფლება" ავრცელებს. ფოტოზე, რომელიც "რადიო თავისუფლებას" მიაწოდეს, ქართველი და რუსი მოჭიდავეები ერთად დგანან. მსოფლიოს ჩემპიონებს - გენო პეტრიაშვილს, ზურაბ იაკობიშვილს, ნაკრების თავკაც გიორგი იანტბელიძეს და ნაკრების ყოფილ მოჭიდავე მამუკა არევაძეს ერთნაირი მაისურები აცვიათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფონზე გამოსახულია ძამბოლატ თედეევის ფოტო.
თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.
წყარო: Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ხინჩეგაშვულის გამოსახულებიანი მაისურები ჩაუცვიათ თურმე. იმიტომ ჩაიცვეს რომ მას ოსად მიიჩნევენ. ოლიმპიური ჩემპიონი რომ გახდა, ვლადიკავკაზში დიდი ბილბორდი დადგეს სადაც ხინჩეგაშვილს (ხინჩეგოვს) ჩემპიონობა მიულოცეს. მისი ფოტო კი ოსური დროშის ფონზე იყო გამოსახული. ბინაც აჩუქეს ვლადიკავკაზში, რომელის ლადომ სიხარულით მიიღო .რატო გენო პეტრიაშვილის გამოსახულებიანი მაისურები არ ჩაიცვეს, რომელიც წარმოშობით სამაჩაბლოდან არი? ............ თედეევი მეგობარი არისო ჩვენი?!...ჩვენი კი არა პუტინის და მედვედევის მეგობარია.თან ეგ ის თედეევია 90 იანების დასაწყისში ლევან თედიაშვილს თავისი მოგვარე რომ უწოდა (თედეევი ხარო) და ლევანმაც საკადრისი პასუხი მიაგო...კარგად უთავაზა!.........სირცხვილია მოჭიდავეებო, სირცხვილი!!!
19
1
როცა მსოფლიო ჩემპიონი ხარ და ნაკრებში შენს ქვეყანას წარმოადგენ, მთელი მსოფლიო გიყურებს. ამ დროს ოკუპანტის დროშისფერებიანი და დამპყრობლის მიერ შენს ტერიტორიაზე შექმნილი რაღაც ქვეყნის პარლამენტის წევრის გამოსახულებიანი მაისურის ჩაცმა სირცხვილია. ყველას რომ გაეკეთებინა, გენო პეტრიაშვილს მაინც არ უნდა ექნა ეგ.
16
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული