თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი და მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებენ.

როგორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა და მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რუსე­თის დრო­შის ფე­რებ­ში შე­კე­რი­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის წევრ ძამ­ბო­ლატ თე­დე­ე­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი მო­ირ­გეს.

გენო პეტრიაშვილი წერს:

"მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემს და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით, რადგან ჩვენი დიდი
გულშემატკივარია და ვმეგობრობთ.

მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო. ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის...

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!", - წერს პეტრიაშვილი.

Sportall.Ge

სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს ნაკრების მწვრთნელი გიორგი იანტბელიძეც.

"მოგესალმებით ყველას. დიდი გულისტკივილით მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ფოტოს.

აღნიშნული ფოტო გადაღებულია დაღესტანში, 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ორგანიზატორებმა გვთხოვეს ჩემპიონატის მაისურის ჩაცმა, რომელზეც გამოსახული იყო ჯაბო თედეევი. ეს მაისურები არის სუვენირი, რომელიც ყველა დიდი საერთაშორისო ტურნირის ატრიბუტია.

მსგავსი მაისურები იყო თბილისში კარტოზია-ბალავაძის ტურნირზე და რუსეთის ნაკრების თითქმის ყველა წევრი დადიოდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მაისურით. ეს პოლიტიკასთან არ არის არანაირ კავშირში. ძამბოლატ თედეევი ჩვენი მეგობარია. ის ყოველთვის და ყველგან ცდილობს, გვიქომაგოს და თუკი რაიმე პრობლემა დგება, ყოველთვის ცდილობს, იყოს ჩვენი ბიჭების მხარდამჭერი.

მაგრამ სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ეს დაკავშირებულია პოლიტიკასთან. მით უმეტეს, ჩვენს მოუშუშებელ ტკივილთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამაჩაბლოსთან.

მერწმუნეთ, ეს ყველაფერი არის დაუფიქრებლობის შედეგი და არა მიზანმიმართული ქმედება. ჩვენ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას - ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი ომის 10 წლისთავზე. მაშინ, როცა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენი, თქვენი თავისუფლებისთვის დაღუპული მებრძოლებისადმი.

თავის მართლებას არ ვაპირებთ. ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო.

მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს!", - წერს იანტბელიძე.

Sportall.Ge

აქვე გეტყვით, რომ ძამბოლატ თედეევი რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი და დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია.

რაც შეეხება ფოტოს, რუს მოჭიდავეებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონები გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობაშვილი, მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე და ყოფილი მოჭიდავე მამუკა არევაძე არიან გამოსახულნი.

altქართველმა მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის მხარდასაჭერად მისი გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს

მკითხველის კომენტარები / 42 /
ამ კარგ ქართველთან როგორი შემართებითაც იბრძვით კლავიატურით, ისე საქართველოში ყოველი კუთხიდან შემოსულ მტერს რომ დახვედროდით, არ იქნებოდა ცუდი.სამწუხაროდ დროშასთან ომი უფრო ადვილია, ვიდრე იმ დროშის წარმომადგენელ იარაღიან ჯარისკაცთან.
-
22 ოქტომბერი 2018 13:37
0
სპარტაკას ბიჭო,შენ ეს როგორ შეგეშალა,შენ არიYო,ოსებმა რომ გაგიტაცეს ბავშვობაში?
status quo
18 აგვისტო 2018 02:32
4
სილა ესტ უმა ნე ნადაო, თავად რუსებს აქვთ გამონათქვამი, ის მაისურები რომ სინამდვილეში რუსეთის დროშა იყო, რა დიდი ფილოსოფია და მაღალი აიქიუ მაგას ჭირდებოდა
jaba
17 აგვისტო 2018 20:09
5
და ის ოცი პროცენტი ვინები ხართ ვინც პატრიოტები და ქვეყნის აღმშენებლები ხართ გამომზეურდით რატო იმალებით.ეეე არადა ეგ პირიქითაა თქვენნაირად მოაზროვნეები რო მივიდენ ხელისუფლებაში მიტო ვართ ეხლა დიდ უკანანალში.
zaza
17 აგვისტო 2018 16:49
17
მოკლედ საქართველოს 80% მოღალატეა სამწუხაროდ
nana
17 აგვისტო 2018 15:46
9
მაგრად გამოგიყენათ თქვენმა "მეგობარმა" ჩვენც ერთმანეთში გვაკამათებს შენ კიდევ ბოდიშების მოხდა გიწევს რაც არაფერს ნიშნავს.
ra
17 აგვისტო 2018 15:31
7
მარტო მეგობრის სურათი რომ იყოს, გასაგებია. როცა მაისურზე რუსეთის ტრიკოლორია, სულ სხვა თემაა. უსიამოვნო ამბავია. მინდა დავიჯერო, რომ დაუფიქრებლობის შედეგია.
მერაბი
17 აგვისტო 2018 15:19
3
იცით რა არ მესმის? კარგით, ამათ შეეშალად და ცუდი საქციელია კიბატონო ძალიან ცუდი მაგრამ ეს ამდენი ვითომ პატრიოტი და ვაჯკაცები რო ლანძღავთ ამათ თქვენს ქვეყანაშI მილიონი რუსი რო ისვენებს და ღამე რო თვრებიან და რასია რასია რო ყვირიან სახლებს რო აქირავებთ და ერთი და იგივევფასი როა ქართველისთვისაცვდა რუსისთვისაც ყველაფერი ეგ მისაღებია თქვენთვის? ფეისბუქზე ყველა პატრიოტია და ყველა მეომარია? სოციალური ქსელის ქვეყანა გავხდით უთავმოყვარეოების და ერთმანეთის დამამცირებელი!! გამომიხტება ეხლა ვიღაცა და ფულს ხარჯავენ და ტურისტული ქვეყანა ვართ და აბა რავქნადო? ეგ როგორი რაღაცაა იცით ? რო გცემოს და დაგჭრას ადაკიანმა სისტემატიურად და მოურნალობის ფული რომ გამოართვა მაგას ნიშმავს!! სირცხვილია ხალხო არ დაბლოკოთ კომენტარი!!
saocrebaa
17 აგვისტო 2018 15:18
6
ამათ რუსული ბორშიც ექნებათ ნაჭამი და პილმენებიც.
ამ ბიჭების ქართველობასა და პატრიოტიზმში ეჭვის შეტანა სხვა თუ არა უნამუსობა და უვიცობაა. ამ ფოტოებით "აღშფოთებულ" ყველა ადამიანზე წინ დადგებიან ეს ბიჭები როცა ქვეყანას დასჭირდება თავისი სისხლისა და სიცოცხლის ფასად.
დავით
17 აგვისტო 2018 15:13
8
ეგ ჯერ საკითხავია საქმე საქმეზე ვინ რას გააკეთებს
ra
17 აგვისტო 2018 15:33
9
ჩემთვის ახსნა მიღებულია! შემდგომში მეტი დაფიქრება ბიჭებო! ადამიანებს შორის ურთიერთობაზე არანაერი პრობლემა არაა და ვერც იქნება არც რუსის, არც ოსის, არც აფხაზის და არავის მიმართ, მაგრამ რუსეთის დროშასთან არანაერი საქმე არ გვაქვს. არავის ახსნა არ ჭირდება ეს დროშა ჩვენთვის რა სახელმწიფოს სიმბოლოა და რა დამოკიდებულება აქვს დამპყრობელი ქვეყნის სიმბოლოების მიმართ ქართველობის 99,9% ამის ახსნაც საჭირო არაა !!!
soxumeli veterani
17 აგვისტო 2018 15:06
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული