ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებისა და მწვრთნელის სკანდალურ ფოტოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გამოეხმაურა, რომლის კომენტარიც "რუსთავი 2"-მა გამოაქვეყნა.

როგორც იცით, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რებ­მა და მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა რუსე­თის დრო­შის ფე­რებ­ში შე­კე­რი­ლი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო პარ­ლა­მენ­ტის წევრ ძამ­ბო­ლატ თე­დე­ე­ვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი მო­ირ­გეს.

"მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და ზურაბ იაკობაშვილის გამოსახულებით მაისური.

მთელი მსოფლიო რომ ჩვენს დროშას აქვეყნებს და მთელი კონტინენტი ჩვენს ჰიმნს იზეპირებს, ამაზე რატომ არავინ არ საუბრობს?

ამდენი მედალი რომ
მოვიპოვეთ და ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, საერთოდ ვინმეს უკითხავს?! მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ.

შედეგები გვაქვს და ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის.

ერთ რამეს გეტყვით, არჩილ ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, სწორედ ეს კაცი ჩაერია, მოსკოვიდან ჩამოვიდა და მაგან გადაწყვიტა, რომ ტატუნაშვილი დღეს ოჯახშია დასაფლავებული.

ეს იცით ვინმემ?! მეგობარი რომ დაგვეხმარა და მტერი გახდა უცებ. იმ თედეევმა გააკეთა სწორედ ეს და ამაზე არავინ არ საუბრობს", - აღნიშნა გეგეშიძემ.

altთავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ

altქართველმა მოჭიდავეებმა და მწვრთნელებმა დე ფაქტო ოსეთის დეპუტატის მხარდასაჭერად მისი გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს

მკითხველის კომენტარები / 32 /
გეგე ხარ თუ ვინცხა!!! რას ბოდავ! რა უნდა და როგორ უნდა სთქვას აზრზე არ არის!!!
მამუკა
18 აგვისტო 2018 13:04
2
Shevikribot xalxo gadavayonot hven mtris megobari.darcmunebulivar megobaria tu txova tame principul ortabrzolasac ahuqeben es rusetumebi. Galati at unda vapatiot.
Bajo
18 აგვისტო 2018 10:38
3
ასეთი უპასუხისმგებლო, გაზულუქებული არსებები რატომ უნდა იყვნენ რაიმე მნიშვნელოვან თანამდებობებზე?
saba
18 აგვისტო 2018 10:15
1
კი, ბატონო, თქვენი ნებაა, ოღონდ მაშინ არავითარი მორალური უფლება აღარ გაქვთ ქვეყანას წარმოადგენდეთ.
სხვა უფლებებს რაც შეეხება, ნორმალური ხელისუფლების პირობებში ღირს დაფიქრება იმაზე, უნდა იღებდეს თუ არა ოკუპანტის „ძმაკაცი“ ფედარაცია რაიმე ფულს ოკუპირებული ქვეყნის ბიუჯეტიდან.
წადით, ძმაკაცი წაგეხმარებათ და რუსეთის ნაკრებში მიგიღებენ!
ავთო
18 აგვისტო 2018 07:16
3
უნდა გადადგეს.ძამბულათის მეგობარი ქართველებს ჭკუას გვარიგებს.თქვენი საქმე არ არისო.
alvasi
17 აგვისტო 2018 22:12
7
აქ წავიკითხე ეს სტატია და არ ვაპირებდი კომენტარის გაკეთებას, უჩემოდაც ბევრი დაიწერა... შემდეგ სხვაგან ვიდეოს გადავაწყდი, რომელიც იმეორებს აქ მოყვანილ ტექსტს, მაგრამ რა ამაზრზენია ამ ტიპის ყურება!!!! რა უნდა უთხრა, რა უნდა აუხსნა? ელემენტარული არ ესმის და "გაპრავებას" ცდილობს მომხდარის...
გიორგი
17 აგვისტო 2018 21:58
5
უკაცრავად, ეს ფედერაცია კერძოა? თუ კერძოა, მართლაც არ არის ჩემი საქმე. უბრალოდ რიგით რუსეთუმე კრახაბორად ჩაგთვლი და მორჩა. თუ ჩვენი ფედერაციაა, რას მებლატავები ერთი? შენნაირი მოჭიდავე... ჰოდა, გადადექი, ბიძიკო, და მაიკაც შენი იყოს და სარიც.
აუფ!
17 აგვისტო 2018 21:02
6
შენ სირო შენ ვინ ფეხები ხარ, ანდა ნაკრები დედაშენმა კი შობა და ხომ არ გაჩუქა მამაშენმა შე თესლო რუსეთისაო შენა
gaga
17 აგვისტო 2018 18:32
7
საუბედუროდ დღეს სპორტიც, ხელოვნებაც და მეცნიერებაც პოლიტიკის ნაწილია, ამიტომ როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი ვერ აფასებს თუ რა მოხდა და პირიქით აქეთ გვიქნევს თითს ის უკეთეს შემთხვევაში ისეთი პიროვნებაა, რომელიც არ უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი, ან უარეს შემთხვევაში - კოლაბორაციონისტია
სერგია
17 აგვისტო 2018 18:30
2
რა ჩვენი საქმე არაა ამან ჭკუა ხო არ დაკარგა? სპორტსმენი საქართველოს სახელით, რომ გამოდიტს მთელ ერს წარმოადგენს, საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებიან ხალხის ფულით და თურმე ჩვენი საქმე არ არის. არგუმენტად იმის მოყვანა საქართველოს მაისურებიც აცვიათ სხვებსო, რა შუაშია ეს, ჩვენ კი არ ვართ ოკუპანტები. ტატუნაშვილო დაგვიბრუნესო, რა დიდსულოვნებაა, ჯერ გაიტაცეს, აწამეს, მოკლეს და მერე დიდსულოვნად დაგვიბრუნეს. რა უნდა ამ გაუგებარ კაცს ფედერაციის პრეზიდენტად? უნდა მოშორდეს მაქედან.
irakli81
17 აგვისტო 2018 18:14
2

სიახლეები პოპულარული