ტურნირის ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ) და დავით ხუციშვილი (79 კგ) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი დავით მარსაგიშვილმა (92 კგ) მოიპოვა.
ტურნირის დასკვნით დღეს იაკობაშვილმა ყაზახი ამანდიკ ბაკეიევი აშკარა უპირატესობით 12-2 გაანადგურა და ჩემპიონი გახდა.
ხუციშვილი რუსეთის წარმომადგენელ
მარსაგიშვილმა ყაზახ იერალი აბდრაშევს 8-0 სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგითი გამართულ უმაღლესი კატეგორიის შეჯიბრზე, სადაც 27 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 136 ქულით გუნდური პირველი ადგილი არავის დაუთმო, მეორე ადგილი ყაზახეთს (135 ქულა) ხოლო მესამე რუსეთის ნაკრებს (134) ქულა ხვდად წილად.
ოდიკაძის და კენჭაძის ოქრო პოლონეთის ტურნირზე - ხინჩეგაშვილმა ტრავმის გამო ფინალში ჭიდაობა არ გარისკა
სხვა სპორტის სახეობებს ათობით მილიონი ლარი ხოლო ჭიდაობას მარტო ერ ნაკრებებს აქვთ დაფინანსება.
სპორტის სამინისტრო ყურადღება მიაქციეთ ბავშვთა და საკლუბო ჭიდაობის განვითარებას.
ეს შედეგები რომ მოგვწონს ყველას აღარ გვექნება თუ არ მივაქცევთ ყურადღებას ჩვენს მოჭიდავეებს.