საქალაქო სასამართლოში შეკრებილნი არიან გეგეშიძის მხარდამჭერი სპორტსმენები.
"იმედი გვაქვს, რომ სასამართლო დაადგენს გეგა გეგეშიძის უდანაშაულობას და პროცესიდან გაათავისუფლებს. ყოველი დაძაბული დღე ცუდად აისახება ჩვენს მომავალ ღონისძიებებზე. ამიტომ კარგი იქნება, თუ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. არ ვიცი, შეინარჩუნებს თუ არა გეგა გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", -
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
"რადგან ფედერაციის პრეზიდენტმა მომაყენა შეურაცხყოფა, მაგიტომ არ დამიდგნენ გვერდში?" [VIDEO]
მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით