თბილისში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს

AutoSharing Option
"ნიუთბილისში“, ფრენბურთის არენაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობასა და ქალთა ჭიდაობაში, ახალგაზრდებს შორის, საქართველოს 2019 წლის პირველობა მიმდინარეობს.

გუშინ, 16 თებერვალს საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები თავისუფალ ჭიდაობაში 57, 65, 74, 86 და 97 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ, ხოლო გოგონებში - 50 და 59 კილოგრამებში.

დღეს, 17 თებერვალს მედლების დარჩენილი შვიდი კომპლექტი გათამაშდება - თავისუფალ ჭიდაობაში 61,70, 79, 92 და 125 კილოგრამებში, გოგონებში კი - 55 და +60 კილოგრამებში. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ფინალები კი 17:00 საათზე გაიმართება.

წყარო: ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის Facebook
გვერდი.

altთავისუფალი ჭიდაობა. ჭაბუკები: ოქრო-ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული