ბექა ბუჯიაშვილმა ბულგარეთის ტურნირზე ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბულგარეთში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ) თურქი სულეიმან ატლი 6:3 დაამარცხა.

მან ფინალამდე ალჟირელ ჰერბაჩეს 13:2 და უკრაინის წარმომადგენელ არმენ არაკელიანს 13:10 მოუგო, ნახევარფინალში კი აშკარა უპირატესობით გაუსწორდა ფრანგ ელ ქუარაქს 12:2.

სამწუხაროდ ხელის ტრავმა მიიღო და ნახევარფინალში უკრაინელ ალეკსანდრ ხოციანოვსკისთან ვერ იჭიდავა გენო პეტრიაშვილმა (125).

შეგახსენებთ, ამ ტურნირზე ირაკლი მწითურმა (92 კგ) ვერცხლის, ნიკა კენჭაძემ (79) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
შეასწორეთ ტექსტი,ფინალში 6:4 გაიმარჯვა.
სოსო
10:01 04-03-2019
0
უნდა ეკოცნა :DDDD
არჩილა
07:42 03-03-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული