ბულგარეთში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ირაკლი მწითური (92 კგ) რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ კურბანოვთან 5-7 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
მწითურმა ფინალამდე თურქი სულეიმან კარადენიზი 6:1, ამერიკელი რაილ კენტ ლეფევერი 8:1 და თურქი იბრაჰიმ ბოლუკბაში 7:4 დაამარცხა.
ნიკა კენჭაძემ (79 კგ) ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონმა 23-წლამდელთა შორის გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი კოტანოღლუ 5-0 დაამარცხა.
კენჭაძემ იქამდე საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ზელიმხან ხაჯიევი 8:0 და თურქი აიუბ ბარაისი 6:1 დაამარცხა, ნახევარფინალი კი ამერიკელ
ალექსანდერ დევიდ დირინგერთან წააგო.
ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ) ფინალში გავიდა - საფინალო გზაზე სამი მეტოქე ჩამოიცილა, ალჟირელ ჰერბაჩეს 13:2 და უკრაინის წარმომადგენელ არმენ არაკელიანს 13:10 მოუგო, ნახევარფინალში კი აშკარა უპირატესობით გაუსწორდა ფრანგ ელ ქუარაქს 12:2. ოქროს მედლისათვის ხვალ ბუჯიაშვილი თურქ სულეიმან ატლის შეხვდება.
დღეს ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ დარჩენილი 86, 97 და 125 კგ კატეგორიის ფალავნები.
საქართველოს ღირსებას კი მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86 კგ), ზვიად მეტრეველი (97 კგ) და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი დაიცავენ.
საქართველოს ღირსებას კი მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86 კგ), ზვიად მეტრეველი (97 კგ) და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი დაიცავენ.