17 მედალი! - ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეების წარმატება რუმინეთში

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GeoWrestlingOfficial/

3-5 მაისს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში UWW-ს ეგიდით საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი Dumitru Pirvulescu & Vasile Iorga გაიმართა. აღნიშნულ შეჯიბრებაში წარმატებას მიაღწია თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა.

8 მედალი და გუნდური ჩემპიონობა - ბერძნულ-რომაული სტილის ახალგაზრდული ნაკრები რუმინეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ქართველმა მოჭიდავეებმა 5 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ფრიდონ აბულაძე (55 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), ბექა გურული (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ) გახდნენ, ხოლო ლერი აბულაძე
(63 კგ), კოკა ღარიბაძე (97 კგ) და რობინზონ ესაძე (130 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველობა არავის დაუთმო.

თავისუფალი სტილის ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთში UWW-ს ეგიდით გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვა.

ოთარ ბაგაური (70 კგ) ტურნირის გამარჯვებული გახდა. თეიმურაზ ბერუაშვილმა (74 კგ) და ბაგრატ გაგნიძემ (79 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), თორნიკე ქათამაძემ (61 კგ), გოგა მამიაურმა (74 კგ), გიორგი ნებუნიშვილმა (86 კგ), დავით ქოჩქიანმა (92 კგ) და ვასილი ხვისტანმა (125 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.

მომზადებულია facebook.com/GeoWrestlingOfficial/-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ბიჭებს! ტალანტი გაქვთ უფლისაგან ბოძებული, ბევრი შრომა - თავდადება და მომავალი თქვენია. გილოცავთ მთლიანად გუნდს, ყოჩაღ!
17 მედალი
10 მაისი 2019 17:04
0
ადმინ,შაბათ კვირას ,საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ძიუდოში,ახალგაზრდებს შორის.პრიზიორთა ვინაობა მაინც რომ დაწეროთ,არ იმსახურებს?
სოსო
06 მაისი 2019 17:14
0

სიახლეები პოპულარული