კიდევ 2 ქართული ოქრო ახალგაზრდულ ევროპირველობაზე

AutoSharing Option
5 ივნისს, ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

დიეგო ჩხიკვაძემ (60 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ ასგარ ალიზადას 8:3 მოუგო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გიორგი შოთაძემ (67 კგ) სომეხი ჰაიკ მელიქიანი 9:0 დაჯაბნა და ისიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ის ევროპირველობის გამარჯვებული ჭაბუკებში 2016 და 2017 წლებში გახდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

გუშინ ევროპის ჩემპიონი ფრიდონ აბულაძე (55
კგ), ვერცხლისპრიზიორი კი ლერი აბულაძე (63 კგ) გახდა, ხოლო ბრინჯაო ნიკა შერბაკოვმა (77 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ) მოიპოვეს.

altევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ორი ქართველი ოქროსთვის იბრძოლებს, ერთი კი - ბრინჯაოსთვის

altქართველი ფალავნების ოქრო, ვერცხლი, 2 ბრინჯაო და კიდევ 4 მედლის შანსი ახალგაზრდულ ევროპირველობაზე

altახალგაზრდა "ბერძენ-რომაელების" ყოჩაღი სტარტი - ორი ოქროს და სამი ბრინჯაოს შანსი

alt"ველოდებით უკეთესს შედეგს, ვიდრე შარშან" - ახალგაზრდა ქართველი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გაეგმზავრნენ

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯანმრთელი თაობა, კაცები, ქართველი ახლაგაზრდა ჩემპიონები და მედალოსნები. საქართველოს, დროშის და ჰიმნის-დამცველი ახალგაზრდა ფალავნები. აი, ვინ არის საერთოდ ქვეყნისთვის მისაბაძი მომავალი თაობა. მადლობა ბიჭებს, მწვრთნელებს, ფედერაციას... გაიხარეთ!
გულს უხარია
06 ივნისი 2019 15:51
0
ვულოცავ ბიჭებს, სულ გამარჯვებით ევლოთ...ეხლა იტყვიან ეს წარმატება კრიმინალი პრეზიდენტის დამსახურებააო.:)
emigranti
06 ივნისი 2019 01:32
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული