მინსკი 2019: გივი მაჭარაშვილი დაძაბულ ბრძოლაში ხიზრიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (125 კგ) ფინალში რუსეთის ჩეჩენ წარმომადგენელ ანზორ ხიზრიევთან დამარცხდა, რომელიც მასზე უფრო მძიმეცაა და მაღალიც.

გივიმ ბოლომდე იბრძოლა, როდესაც 1 ქულას აგებდა, გარისკა და ხიზრიევმა კონტრშეტევაზე ქულები აართვა.

მაჭარაშვილმა ფინალამდე ფინელ იერე ჰეინოს (10:0), რუმინელ რარეს ჩინტოანს (14:1) და აზერბაიჯანელ ჯამალუდინ მაგომედოვს (4:2) სძლია.

ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) გადამწყვეტი შეხვედრა ბელორუს აზამატ ნურიკოვს 8:5 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) რუსეთის წარმომადგენელს, ჩეჩენ ახმედ ჩაკაევს 8:2 სძლია და
27 ივნისს ფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდება.

ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) პოლონელ რადოსლავ ბარანს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მესამე ადგილისთვის უკრაინის ნაკრების წევრს, მურაზ მჭედლიძეს შეხვდება.

საქართველოს გუნდი 22 მედლით (6 ოქრო, 6 ვერცხლი და 10 ბრინჯაო) საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
საიდან მოგყავთ ესეთი კომენტატორები??? თანაც წყვილ-წყვილად :DDDDDDDDDDD
ამიგო
27 ივნისი 2019 22:57
0
სანამ 30 წამიანს ჩაურთავდნენ,გივიმ ილეთის მცდელობის იმიტაცია მაინც გააკეთა,ხიზრიევი კი საერთოდ არაფერს ცდილობდა.მაშ რატომ ჩაურთეს დრო გივის?მაჭარაშვილმა ბოლომდე მაგრად იბრძოლა,მაგრამ ხიზრიევს მეტ წონასთან და სიმაღლესთან ერთად,ხელებიც არაპროპორციულად გრძელი აქვს,სწორედ ამან განაპირობა მისი ორქულიანი.ბოლო წამზე აღებულ ქულებს კი სათვალავში არ ვთვლი,განწირულის მცდელობა იყო.წააგო,მაგრამ ეს ბრძოლა მაჭარაშვილს,მაინც დადებითად უნდა შევუფასოთ.წარმატებებს ვუსურვებ მომავალში.
სოსო
27 ივნისი 2019 08:33
0
არა უშავს, ყველაფერი წინ აქვს გივის! ვულოცავ მედალს!
გრენლანდია
26 ივნისი 2019 23:48
0
მაგარი კაცი ხარ გივი
Zaza
26 ივნისი 2019 22:53
0
მსაჯებს თავისუფლათ შეეძლოთ ერთი საჯარიმო ქულა ჩვენთვისაც მოეცა! გივი დიდი მადლობა ძალიან მაგარი ხარ!!!
laguna
26 ივნისი 2019 22:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული