რუსეთის წარმომადგენელი: გივი მაჭარაშვილისგან ამას არ ველოდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მინსკში, ევროპული თამაშების ფინალში ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (125 კგ) 25 წლის სანკტპეტერბურგელ ჩეჩენთან, ანზორ ხიზრიევთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

ამ ჭიდაობას championat.com-ი გამოეხმაურა და ხიზრიევის კომენტარიც შესთავაზა მკითხველს.

"ბრძოლა თანაბარი იყო, მაგრამ ბოლოს ანზორმა მინიმალური უპირატესობა მოიპოვა. უკანასკნელ წუთზე გივი თავგანწირულ იერიშზე გადავიდა და შეცდომა დაუშვა, რითაც რუსმა მოჭიდავემ ისარგებლა. თუ რა მოხდა, ამაზე თავად ხიზრიევმა ისაუბრა.

"არც მე და არც არავის აზრადაც არ შეიძლებოდა მოსვლოდა, რომ გამარჯვებისთვის შესაძლებელი იყო ასეთი ილეთის გაკეთება. მეგონა, მეტოქე ფეხებში შემივარდებოდა, რასაც
ძალიან კარგად აკეთებს. ეს რამდენიმეჯერ გამოუვიდა, თუმცა ერთი შემთხვევის გარდა, წარმატებულად დავაღწიე თავი.

საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ის ზემოდან დამახტა, მე უბრალოდ წამოვიწიე და უკან გადავგორდი - აი, სულ ეს იყო.

მართალი გითხრათ, ჯერ ვერ მივხვდი, რა მოხდა, ვერ შევიგნე. გასაგებია, მნიშვნელოვანი, დიდი გამარჯვებაა. ჯერჯერობით მეჩვენება, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ახლა შემდეგ ტურნირებზე ვფიქრობ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
საგოლ, გივი, ძალან მაგარი ბიჭი ხარ.ვაფასებ შენს შემართებას!
mamuka09ze
13:04 27-06-2019
0

სიახლეები პოპულარული