მინსკი 2019: ავთანდილ კენჭაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

AutoSharing Option
26 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა გადამწყვეტი შეხვედრა ბელორუს აზამატ ნურიკოვს 8:5 მოუგო.

დღეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) რუსეთის წარმომადგენელს, ჩეჩენ ახმედ ჩაკაევს 8:2 სძლია და 27 ივნისს ფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდება.

ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) პოლონელ რადოსლავ ბარანს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი მესამე ადგილისთვის უკრაინის ნაკრების წევრს, მურაზ მჭედლიძეს შეხვდება.

დღეს ოქროს მედლისთვის გივი მაჭარაშვილი (125 კგ) რუსეთის წარმომადგენელ ანზორ ხიზრიევს ეჭიდავება. შეხვედრა ჩვენი დროით 21:10 საათზე
დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული