ჭაბუკების 4 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატიდან

AutoSharing Option
პოლონურ კრაკოვში მიმდინარე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ევროპირველობაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონი მიშიკო კალაიჯიშვილი (85 კგ) გახდა, რომელმაც ფინალში უკრაინელი პლახტირი 8:2 დაამარცხა,  მანამდე კი რუსი და თურქი მეტოქეები ჩამოიცილა.

ბრინჯაოს მედლები ნიკოლოზ ბეშიძემ (41 კგ), გიორგი აბულაშვილმა (57 კგ) და თორნიკე სამხარაძემ (75 კგ) მოიპოვეს.

კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასასვლელად თითო გამარჯვება საბა ქობულაძეს (38 კგ), დავით ფარტენაძეს (41 კგ), საბა კობახიძეს (44 კგ), დავით ოქროპირიძეს (48 კგ), ლუკა ღვინჯილიას (52 კგ) და
დავით ნოქარიშვილის (85 კგ) დააკლდათ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული