ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 8 მედლით დაასრულეს

AutoSharing Option
ბაქოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოჭიდავეთა ასპარეზობები დასრულდა. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა, ისევე, როგორც წინა დღეებში, მედლები დასკვნით დღესაც მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან დავით ფაცინაშვილმა (65 კგ) იყოჩაღა, "ბერძენ-რომაელებიდან" კი - ნუკრი ბენიძემ (51 კგ). მათი მონაგარი ბრინჯაოს მედლებია.

ფესტივალის პირველ დღეს ვერცხლის მედლები მოიპოვეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკოლოზ სანთელაძემ (45 კგ) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (55 კგ). მეორე დღეს თავისუფლებიდან ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლუკა გუგეშაშვილმა (48 კგ) და დავით აბდალაძემ (60
კგ), ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის ასეთივე შედეგები ჰქონდათ ხვიჩა აბულაძესა (48 კგ) და ნიკა ბროლაძეს (60 კგ).

შედეგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ორ-ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ასეთივე შედეგი აღმოაჩნდა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდსაც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული