
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ბულგარეთში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს ორი მედლის მოპოვების შესაძლებლობა აქვს.
მათე გოქაძე (110 კგ) ბრინჯაოსთვის იჭიდავებს, ბექა ქობულაძე (80 კგ) კი რეპეშაჟიდან გააგძელებს მედლისათვის ბრძოლას.
3 აგვისტოს, წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს თამაზ ღლონტი (45 კგ), რატი ხოზრევანიძე (51 კგ), ნიკა ბროლაძე (60 კგ), დათა ჩხაიძე (71 კგ) და კოტე სიჭინავა (92 კგ) გამართავენ.