ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

AutoSharing Option
დღეს, 19 სექტემბერს, ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის და სამწუხაროდ, ლადო ხინჩეგაშვილი და ოთარ გოგავა ოქროს მედლისთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშნენ.

ხინჩეგაშვილმა (65) პირველი ბრძოლის მოგება მოახერხა. ლადომ პირველ ეტაპზე კორეელი ჯუნსინ იუნი 4:0 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში უნგრეთის სახელით მოასპარეზე ისმაილ მუსზუკაევთან 1:5 დამარცხდა. მუსზუკაევი ამ ეტაპზე 1/4-ფინალში არის გასული და თუ თურქ სელაჰატინ კილიჯსალაიანის დამარცხებას მოახერხებს, ხინჩეგაშვილი რეპეშაჟში განაგრძობს ბრძოლას ბრინჯაოს მედლისათვის.

ოთარ გოგავა (57) პირველივე ბრძოლაში სომეხ არსენ არუთინიანთან 4:9 დამარცხდა. არუთინიანმა კიდევ
2 შეხვედრის მოგება უნდა შეძლოს, რათა გოგავამ რეპეშაჟში ბრძოლის უფლება მოიპოვოს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ოლიმპიური წონა არაა მსოფლიო ჩემპიონატზე მაშინ რატო ათამაშებ მედალს, რა უცნაური ორგანიზაციაა ეს FILA, ლადოს წონამ როგორ აურია კარიერა, მაგრამ იმედია ამ პრობლემასაც მიხედავს და ტოკიოში ისევ ჩემპიონი გახდება
musenbezi
19 სექტემბერი 2019 17:12
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული