20 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
პეტრიაშვილმა უკრაინელ ხოციავინსკის 6:2 მოუგო და ფინალში ტრადიციულ მეტოქეს, ოლიმპიურ ჩემპიონ თურქ ტახა აკგულს დაეჭიდება.
ფინალები 21 სექტემბერს, 16:00 საათიდან დაიწყება.
ირაკლი მწითური (92) მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს. ზურაბ იაკობიშვილი (70) დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.