კიდევ ერთი ოქრო - ბექა ლომთაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძემ 61-კგ წონის კატეგორიის ფინალში რუსი მაგომედრასულ იდრისოვი 6:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ბექამ 1/8-ფინალში მოლდოველი მიჰაი ეშანუს მოუგო- 10:0.  შემდეგ ეტაპზე,  1/4-ფინალში ამერიკელი ტილერ ლი გრაფი დაამარცხა- 3:1. ხოლო ნახევარფინალში ინდოელ რაჰულ ბალასაჰებ ავარეს 10:6 აჯობა.

ბექა ლომთაძეს აქამდე 3 ფინალი ჰქონდა წაგებული- 2 ევროპისა და 1 მსოფლიო ჩემპიონატზე. ახლა კი დამსახურებულად მოიპოვა პრესტიჟული ტიტული.

დღეს, 22 სექტემბერს, 97-კგმდე კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭდავებს. მისი მეტოქე ამერიკელი კაილი ფრედერიკ
სნაიდერი იქნება.

მოგეხსენებათ, გუშინ, 21 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონობა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ზოგიერთების სურვილი იყო ფედერაციის პრეზიდენტი ჩამოეხრჩოთ, ხოლო ნაკრების უფროსი მწვრთნელი დაეხვრიტათ... გახსოვთ, ალბათ რა ამბავი იყო ატეხილი საქართველოს პირველობაზე მომხდარი ინციდენტის გამო.
tngh
10:39 23-09-2019
1
ამ ელემენტარული ქართულის უცოდინარ და შეუგნებელ კომენტატორებს სად პოულობენ, ვერ გამიგია რა!! ყველა სპორტის სახეობაში ასეთი ამბავი შეიძლება??
odala
21:22 22-09-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული