U23. ფინალი: სხულუხიამ რუსი წმინდად დაამარცხა, ხოლო გაფრინდაშვილმა აზერბაიჯანელი გააკრა ბეჭებზე [VIDEO]

AutoSharing Option
29 ოქტომბერს, ბუდაპეშტში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მირზა სხულუხიამ (70 კგ) და ტატო გაფრინდაშვილმა (79 კგ) ოქროდ მედლები მოიპოვეს.

სხულუხიამ რუსეთის წარმომადგენელი ჩერმან ვალიევი შეხვედრის მიწურულს წმინდად დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.


გაფრინდაშვილმა 59 წამში წმინდად გააკრა ბეჭებზე აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვი და  გამარჯვებული გახდა.


გიორგი სულავა (74 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

სულავამ პოლონელ რიბიცკის და აზერბაიჯანელ სულეიმანოვს სძლია, ნახევარფინალი
კი რუსეთის წარმომადგენელ ჯამალოვთან წააგო.

ურთაშვილმა სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე გიორგი ნოგაევი, სომეხი მაღაკიანი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალი ირანელ ამირ ზარესთან დათმო.

რეპეშაჟში გააგრძელებს ბრძოლას დემურ მეგენეიშვილი (92 კგ).

გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) რეპეშაჟში ბრძოლა წარმატებით გააგრძელა, მაგრამ სამწუხაროდ, ბელორუს დენის ხრამიანკოუსთან დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
აზერი კარგი ბიჭი ჩანდა. მომავალში უნდა ვუფრთხილდეთ, ასეთ სურპრიზს აღარ გააკეთებს.
SL
30 ოქტომბერი 2019 17:53
1
ყოჩაღთ ბიჭებო-გილოცავთ, მარა ერთია პირი გეიპარსეთ.
დათო
30 ოქტომბერი 2019 16:20
0
ვულოცავ ბიჭებს და პირად მწვრთნელებს! რუს და აზერბაიჯანელს ან ამერიკელს რომ დაამარცხებს რომელიმე სპორტში ქართველი ეს უკვე უდიდესი წარმატებაა მათი რიცხოვნობის და ფინანსების მხრივ ახლოსაც ვერ მივალთ და რაც ყველაზე მთავარია ჭიდაობაში გქონდეს ესეთი მსოფლიო საჭიდაო სკოლა ერთ ერთი ფავორიტი ქვეყანა იყო და შენი ქვეყნის სპორტის მინისტრი ან ყველაზე დიდი თბილისის ქალაქის სპორტის სამსახური ბავშვთა ჭიდაობას არ აქცევდეს ელემენტარულ ყურადღებას? ბავშვთა საკლუბო ჭიდაობას განვითარებული ყველა წამყვან ძლიერ საჭიდაო ქვეყნებში და ამ ყველაფერს რა ქვია? კომენტარებს რატომ მიბლოკავთ თუ თავისუფალი მედიის წარმომადგენელი ბრძანდებით?
გიო
30 ოქტომბერი 2019 13:05
0
რატომ გგონია რომ ჩვენ სპორტსმენებს დაფინანსება არა აქვს? აქვთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების სპორტსმენებზე მეტი.
giorgi
30 ოქტომბერი 2019 14:13
5
ყოჩაღთ ბიჭებო, მაგრები ხართ, ნამდვილი ქართული ვაჟკაცური სისხლი გიდუღთ. სულ გამარჯვებით გევლოთ. რა როჟებს კერავდნენ რუსების ვალიევი და აზერბაიჯანელების აბუბაკარი, ვითომ პირვლად დამარცხდნენ ქართველ ფალავნებთან. ჭიდაობაში გვქონდა, გვაქვს და გვექნება ჰეგემონია მსოფლიოში.
gizog
30 ოქტომბერი 2019 10:50
0
რუსზე ვიკაიფე დაჯილდოვების ცერემონიალიდან რომ გაიქცა და უკან დააბრუნეს)) გილოცავთ ლომებო.
lelo
29 ოქტომბერი 2019 23:29
0
საამაყო შვილები
ლადუშა
29 ოქტომბერი 2019 23:24
0
გილოცავთ ვაჟკაცებო. ერთია რომ მსოფლიოს ჩემპიონი ხდები და მეორეა რომ მსოფლიოს ჩემპიონი ხდები ისე რომ მეტოქეს თავის მსაჯებიანათ უგებ! მაჭარაშვილისგან ბევრჯერ მეტს ველოდი რაღაც მიზეზია ეტყობა რომ ისეთ ფორმაში ვერ არის? სულავამ მოგებული თამაში დაუთმო მოწინააღმდეგეს. ვანიშვილი კი სასწაულათ დაჩაგრეს მსაჯებმა! მოკლეთ მაგარი თაობაა რომლებიც ბევრჯერ იტყვიან თავიანთ სათქმელს. ბიჭებო უფალმა სულ გამარჯვების გზაზეთ გატაროთ.
koko
29 ოქტომბერი 2019 23:21
0
თაობა კი მაგარია მაგრამ ყურადღება არის 0.
თბილისში ასობით ბავშვი ვარჯიშობს და ელემენტარულ ყურადღებას არ აქცევს არც სპორტის სამინისტრო და არც თბილისის მერია.
ჭიდაობა ყველაზე წარმატებული სპორტის და ელემენტარული ბავშვთა ჭიდაობის განვითარებისთვის არანაირი ნაბიჯი არ იდგმება სპორტის სამინისტროსგან ან თბილისის მერიისგან და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება თითქოს სხვა ქვეყანას და სხვა ქალაქს ეხება ეს წარმატებები.
West
30 ოქტომბერი 2019 13:12
2
გილოცავთ სუყველას! მაგარი ბიჭები მაგარი თაობა!
gurami
29 ოქტომბერი 2019 23:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული