კიევში 26-28 თებერვალს გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 15 მედალი მოიპოვეს. აქედან 11 ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზეა.

ვლადიმერ გეგეშიძის გუნდის წევრებმა 5-5 ოქროსა და ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გამოსვლა, ჩვენმა ნაკრებმა კი გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. პრესტიჟულ შეჯიბრებაზე, რომელშიც სამივე საჭიდაო სახეობაში ჯამში მსოფლიოს 35 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.

10 წონითი კატეგორიიდან 8-ში ფინალში ქართველი სპორტსმენები გავიდნენ, ორ წონაში კი სულაც, ქართული ფინალები შედგა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ). უმაღლეს ტიტულამდე თითო შეხვედრის მოგება დააკლდათ: ჯონი ხეცურიანს (67 კგ), შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ), ლაშა გობაძეს (87 კგ), გიორგი მელიასა (97 კგ) და ზვიად პატარიძეს (130 კგ). რამაზ სილაგავა (55 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 2-2 ოქრო და ბრინჯაოა. გიორგი იანტბელიძის გუნდიდან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ). გიორგი სულავამ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (125 კგ) მესამე ადგილები დაიკავეს, გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილზე დაასრულეს გამოსვლა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკრაინულ ტურნირზე შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა. გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, გამოცდილ მოჭიდავეთა ნაწილს მოახლოებული სალიცენზიო შეჯიბრებებისა და ევროპის ჩემპიონატის წინ დასვენების საშუალება მიეცა.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

5 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

ნუგზარ წურწუმია (55 კგ) - ოქრო

ლერი აბულაძე (63 კგ) - ოქრო

რამაზ ზოიძე (67 კგ) - ოქრო

აივენგო რიკაძე (82 კგ) - ოქრო

იაკობ ქაჯაია (130 კგ) - ოქრო

ჯონი ხეცურიანი (67 კგ) - ვერცხლი

შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) - ვერცხლი

ლაშა გობაძე (87 კგ) - ვერცხლი

გიორგი მელია (97 კგ) - ვერცხლი

ზვიად პატარიძე (130 კგ) - ვერცხლი

რამაზ სილაგავა (55 კგ) - ბრინჯაო

თავისუფალი ჭიდაობა

2 ოქრო, 2 ბრინჯაო

ნიკა კენჭაძე (79 კგ) - ოქრო

ირაკლი მწითური (92 კგ) - ოქრო

გიორგი სულავა (74 კგ) - ბრინჯაო

გივი მაჭარაშვილი (125 კგ) - ბრინჯაო

GeoWrestlingOfficial

ჟორა გაბრიჭიძე
არ შეეტყოთ ღარიბი ქვეყნიდან რომ იყვნენ ჩასულები? დახარდაბდნენ ოქრო-ვერცხლს.
გუჯა კახაძე
გილოცავთ ლომებო და მომავალშიც ასე გაგრძელებას გისურვებთ!
zurabi
ყოჩაღ ბიჭბი ოლიპიურ თამაშებზე გული ბევრ ოქროს მეუბნება. ამ დარბაზში ხალხი მეჩვენება თუ მართლა ამდენი ხალხია.?
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლი" "ფიორენტინას" თავდამსხმელის შეძენას შეეცდება
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
ფალავანთა კლუბში "თავისუფალთა" ნაკრების ახალი წევრი გამოვლინდება
9-დან 9! ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ყველა ქართველი მოჭიდავე ჩემპიონი გახდა
ჭაბუკმა ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპის ჩემპიონატი ბრინჯაოთი დაიწყეს
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. თასი: ლიდერთა ჩავარდნა, ჩხუბი, ჟურნალისტები და დაცვის ბიჭები
9-11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება
ფალავანთა კლუბში "თავისუფლებში" ახალი წონის ჩემპიონი გამოვლინდა
საქართველოს ჩემპიონატი. თავისუფალი ჭიდაობა. ჭაბუკები, გოგოები და კილაძის დუბლი