"გამარჯვება მინდა პირველ რიგში ჩემს მუსლიმ ძმებს მივუძღვნა, წულუკიძეებსა და მის სამეგობროს ვგულისხმობ. მათ პროვოკაცია მოუწყვეს და უკანონოდ არიან დაკავებულები. ბიჭები, რომლებიც მთელი საქართველოს წესიერების მაგალითი უნდა იყვნენ, დღეს უკანონოდ ციხეში სხედან.
რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ასევე ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში თავისუფლების იდეის მატარებელია და ზუსტად ამისთვის ზის გლდანის საპყრობილეში. მსურს, გამარჯვებით ამ ხალხს ეს მძიმე წუთები ცოტათი მაინც
მინდა ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი სერბებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ,"- თქვა დათუნაშვილმა.
ჟურნალისტმა დავით ერაძემ კი დაამატა, რომ ევროპის ჩემპიონმა მადლობა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესაც გადაუხადა, რადგან რომ არა მასთან კონფლიქტი, შესაძლოა ამხელა მოტივაცია არ ჰქონოდა და ევროპის ჩემპიონი ვერ გამხდარიყო.
....