გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი

AutoSharing Option
გუშინ, 24 აპრილს სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და დღეს ინტერვიუ "მთავარ არხს" მისცა.

"გამარჯვება მინდა პირველ რიგში ჩემს მუსლიმ ძმებს მივუძღვნა, წულუკიძეებსა და მის სამეგობროს ვგულისხმობ. მათ პროვოკაცია მოუწყვეს და უკანონოდ არიან დაკავებულები. ბიჭები, რომლებიც მთელი საქართველოს წესიერების მაგალითი უნდა იყვნენ, დღეს უკანონოდ ციხეში სხედან.

რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ასევე ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში თავისუფლების იდეის მატარებელია და ზუსტად ამისთვის ზის გლდანის საპყრობილეში. მსურს, გამარჯვებით ამ ხალხს ეს მძიმე წუთები ცოტათი მაინც
შევუმსუბუქო.

მინდა ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი სერბებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ,"- თქვა დათუნაშვილმა.

ჟურნალისტმა დავით ერაძემ კი დაამატა, რომ ევროპის ჩემპიონმა მადლობა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესაც გადაუხადა, რადგან რომ არა მასთან კონფლიქტი, შესაძლოა ამხელა მოტივაცია არ ჰქონოდა და ევროპის ჩემპიონი ვერ გამხდარიყო.

მკითხველის კომენტარები / 48 /
რა ტყუილად გბალეშიკობდი, ფუ შენი
zuka
25 აპრილი 2021 14:54
22
მე ეგ კაცი მეგონა და ვგულშემატკივრობდი.
....
ზურა ზურაბი 12
25 აპრილი 2021 14:51
21
მომავალი პარლამენტარი ))))
Gengeza
25 აპრილი 2021 14:51
20
აი მაგრა გვკიდია ვის უძღვნი,სერბეთის სახელით რაც გინდა მოიგე წარმატებას ვერ გისურვებ ქართველების წინააღმდეგ...მასე რუსეთის სახელით იმდენი გამოდის ყველას ვუბალეშიკოთ?!არამგონია გეგეშიძე შენთან მართალი იყოს მაგრამ ეს პოლიტიკური განცხადედები რა უბედურებაა
გულშემატკივარი
25 აპრილი 2021 14:50
19
როცა ჩემპიონობა ხელს არ გიშლის სირად დარჩე!
Delta
25 აპრილი 2021 14:43
22
ვაი შენს პატრონს! ნიკა მელია არსად დაგეკარგოს, ნაცო!
merabi
25 აპრილი 2021 14:32
22
აგი ნაციონალი ყოფილა )))
ლშა
25 აპრილი 2021 14:24
16
გილოცავ!!! მაგრამ ეს პოლიტიკური განცხადებები ზედმეტია!!!
დათო
25 აპრილი 2021 14:18
15
შენ რაც გადაგხდა თავს იმ საქმეში მართალი ხარ, მაგრამ ზონდერ წულუკიძეებს, რომ უთანაგრძობ უკვე კარგად ჩანს, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებილი ხარ. დავით ერაძე ვითომ ჟურნალისტს შევახსენებ, რომ ეგ კაცი ორჯერ იყო საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი.
H
25 აპრილი 2021 14:16
15
ამ ბიჭის გაარჯვება თავიდან გამიხარდა სანამ ამას წავიკითხავდი ეხლა ყველაფერი გასაგებია
tazo
25 აპრილი 2021 14:07
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული