გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი

AutoSharing Option
გუშინ, 24 აპრილს სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და დღეს ინტერვიუ "მთავარ არხს" მისცა.

"გამარჯვება მინდა პირველ რიგში ჩემს მუსლიმ ძმებს მივუძღვნა, წულუკიძეებსა და მის სამეგობროს ვგულისხმობ. მათ პროვოკაცია მოუწყვეს და უკანონოდ არიან დაკავებულები. ბიჭები, რომლებიც მთელი საქართველოს წესიერების მაგალითი უნდა იყვნენ, დღეს უკანონოდ ციხეში სხედან.

რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ასევე ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში თავისუფლების იდეის მატარებელია და ზუსტად ამისთვის ზის გლდანის საპყრობილეში. მსურს, გამარჯვებით ამ ხალხს ეს მძიმე წუთები ცოტათი მაინც
შევუმსუბუქო.

მინდა ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი სერბებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ,"- თქვა დათუნაშვილმა.

ჟურნალისტმა დავით ერაძემ კი დაამატა, რომ ევროპის ჩემპიონმა მადლობა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესაც გადაუხადა, რადგან რომ არა მასთან კონფლიქტი, შესაძლოა ამხელა მოტივაცია არ ჰქონოდა და ევროპის ჩემპიონი ვერ გამხდარიყო.

მკითხველის კომენტარები / 48 /
გეგეშიძე, თურმე მართალი ყოფილა!
დ.დ.
25 აპრილი 2021 16:25
159
მოწონებების რაოდენობას ვუყურებ და ვხვდები რომ საქართველოს არაფერი ეშველება. სპორტულ გვერდზეც მოძალადის გაპრავებას ორჯერ მეტი ლაიქი აქვს. გეგეშიძე ყველა თავმოყვარე ქვეყანაში 8 წლიანი მუხლით ციხეში იჯდებოდა, მაგრამ ჩვენ ქვეყანა არ ვართ. უფრო სწორედ ცნობილი გამოთქმაა: ყველას ყავს ისეთი მთავრობა, როგორსაც იმსახურებს. ქართველებსაც გვყავს ჩვენს ძალადობრივ ჩმორულ ძველბიჭურ მენტალიტეტზე იდეალურად მორგებული მთავრობა. როგორც კალაძე ამბობს, გამოექანეთ მთაწმინდიდან.....
თორნიკე
28 დეკემბერი 2021 11:38
2
ამ კაცს როგორ მოაგებინეთ ევროპა! წადი რა შენ მულინ ძმებს მიხედე სერბეთში
ბექა
25 აპრილი 2021 15:58
152
ეს ახლა ნორმალურია?? სერბეთს მოუტანა ოქრო და ქართული პოლიტიკა, მელია თუ ქათამი რა შუაშია..? შენზე უფრო დიდი მოჭიდავეები იყვნენ უფრო დიდი გამარჯვებებით და ასეთ რამეებს არ კადრულობდნენ.
ვაი შენს პატრონს
25 აპრილი 2021 15:47
82
კაია რო მოიგე და მელია და წულუკიძე რა შუაშია მაგ აზროვნებით რო იყავი იმიტომ მიგენგრა სიფათი რას პოლიტიკოსობ?
კაპიტანი
25 აპრილი 2021 15:44
72
მართლა გასაგდები ყოფილა
სიმართლე
25 აპრილი 2021 15:55
84
რურუა არა? ვაი ამის პატრონს
gg
25 აპრილი 2021 15:58
52
ნიკა მელია ვინც არის ყველამ იცის აღარ გავაგრძელებ. აი ძმები წულუკიძეები ბევრმა არიცის და ეს ის ხალხია გურიაში რო რელიგიურ შუღლს აღვივებდნენ. მერე ნამოხვანშიც ჩავიდნენ და მოინდომეს გულწრფელი პროტესტის გამოყენებაც მაგრამ ღირსეულმა ხალხმა მშვიდად გაუშვა აქციიდან. ტეხავს ეს განცხადება
ნიკა
25 აპრილი 2021 15:22
24
ნიკა მელიას არა ჟორიკა რურუას მიუძღვენი ეგუფრო უდანაშაულოა)))
ჰაჰაჰა
25 აპრილი 2021 15:26
34
ვინ ნიკა მელიას და ძმებ წულუკიძეებს უძღვნის?? იმ ძმებ წულუკიძეებს გურიაში სოფელ ბუკნარში ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს რო აღვივებდნენ?? სირცხვილია ეს განცხადება და მეტი არაფერი
)))
25 აპრილი 2021 15:19
20
აი სამარცხვინოც არარის ეს განცხადება. ფსკერია. რა ნიკამელია და ძმები წუოუკიძეები ვისზე ვსაუბრიბთ საერთოდ. ეს ძმები არიან ჩვეულებრივი ზონდერები
ლევანი
25 აპრილი 2021 15:28
35
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული