გენო პეტრიაშვილი დასანანად დამარცხდა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში დამარცხდა.

პირველ ეტაპზე ქართველმა ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები დიდი უპირატესობით - 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 5:2 იმარჯვა.

ნახევარფინალურ სტადიაზე ქართველმა ფალავანმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შესვენებაზე გენო 0:3-ით მარცხდებოდა, თუმცა მონდომებითა და გამოცდილებით მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

პეტრიაშვილი ფინალში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აღმოჩენასთან, ამერიკელ გებლ დენ სტივსონთან ძალიან დრამატულად, 8:10დამარცხდა, რომელმაც მანამდე მოქმედ
ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აჰგულს სძლია.

საქართველომ ტოკიო 2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა -

ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა, მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავები გენო პეტრიაშვილი (125) და იაკობ ქაჯაია (130) არიან. ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

 









მკითხველის კომენტარები / 56 /
არ მგონია გაუვიდეს ამერიკელს გვერდიდან შემოვლები.მაშინვე ფეხს დაუჭერს გენო.თუმცა რა თქმა სწრაფი და ძლიერია და საფრთხილოა..თუმცა სისწრაფე და ტექნიკა არც გენოს აკლია.პლუს უფრო მეტი გამოცდილება.
Master
05 აგვისტო 2021 15:03
0
13 წამით ადრე როცა 8 - 5 იგებ შეტევაში ფეხში არ უნდა შეხვიდე.დგომში უნდა ეცადო თავი დაიცვა..თავდაცვა სირცხვილი არ არის.ძალიან დიდი პატივისცემა გენოს მაგრამ ამხელა გამოცდილების მქონე მოჭიდავემ, მსოფლიო ჩემპიონმა ეგეთი შეცდომები არ უნდა დაუშვა.თან ამ ოლიმპიადაზე უკვე გვქონდა შემთხვევა როცა ვიგებდით და კიდევ შეტევა ვცადეთ და ეგ შეტევა ოლიმპიური ოქროს მედლის დაკარგვად დაგვიჯდა(თუშიშვილზე მაქვს საუბარი).აქაც იგივე შეცდომა გაიმეორა გენომ.ერთი და იგივე შეცდომების დაშვება არ შეიძლება.ყველაზე მეტად ესეთი მარცხი გენოს ტკივა,მაგრამ ასეთი გაუაზრებელი ქმედებით გამოწვეული მარცხის გამო ის ოლიმპიურ ჩემპიონობას არ იმსახურებდა...თავისივე მრავალწლიანი შრომა,ბრძოლა და ბოლოს 6 წუთიანი საფინალო ომი წამებში ქარს გაატანა.
P.s ისე თუშიშვილის საფინალო შეხვედრას არ უყურა?..
Komentat2
06 აგვისტო 2021 18:57
3
ფინალში მხოლოდ გამარჯვებას ვუსურვებ გენოს! მჯერა გენო უკეთესი მოჭიდავეა ვიდრე სტივსონი. მაგრამ გენომ ოქრო უნდა მოიგოს რომ დაამტკიცოს რომ იგი არის უკეთესი მოჭიდავე ვიდრე სტივსონი. გენოს ასეთი შანსი კიდევ 4 წელი, ან შეიძლება აღარასოდეს ქონდეს ოლიმპიადაზე. ეს არის მისი სპორტული კარიერის მწვერვალის ბრძოლა გენოსთვის. მჯერა რომ გამარჯვების ანგელოზი გენოს უმაგრებს ზურგს!
ლუკა
05 აგვისტო 2021 15:57
0
უმაგრესი კაცი ხარ გენო, უმაგრესი. კი დაგვადუმე მთელი ერი და ლამის გავნადგურდით, მაგრამ უმაგრესი ხარ!!! და მადლობა ამ განცდისთვის, როცა მთელი ერი გააერთიანე!!! მადლობა ყველაფრსითვის, შენ ოქრო დაიმსახურე და მაგიტოც განვიცდით ყველანი ეგრე, შენ ეგ დაიმსახურე მთელი შენი კარიერით!!! იმედია გვექნება პარიზში გამოსწორების შანსი!!! გვიყვარხარ!!!
joko
06 აგვისტო 2021 18:00
1
შენ გენაცვალე მაგ ქართულ ჯიგრიან გულში, მადლობა ჯიგაროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
სტალინი
05 აგვისტო 2021 18:55
0
ზოგადად ექვსი ფინალი ვიჭიდავეთ და ხუთი წავაგეთ ამ ოლიმპიადაზე.დავუშვათ ქაჯაიას შანსი არ ქონდა კუბელთან.მარგველაშვილის და შავდათუაშვილის წაგებაც თითქოს გასაგებია.მაგრამ თუშიშვილმა და გენომ მოგებულები წააგეს.მგონი ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე.ბოლომდე არ სჯერათ რომ შეუძლიათ ჩემპიონობა თუ წინასწარ ფიქრობენ რომ უკვე მოგებული აქვთ არვიცი.ეს ფსიქოლოგების საქმეა.ბათუმმაც ბოლო წუთზე გაუშვა გუშინ გოლი...არვიცი,მგონი 6-დან 5 ფინალის წაგება შემთხვევითი არაა და უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა.ვფიქრობ უნდა დაფიქრდნენ ამაზე მწვრთნელები და მეტი ფსიგოლოგიური მუშაობაა ჩასატარებელი სპორტსმენებთან.ნამდვილად კარგ სპორტსმენებთან
master
06 აგვისტო 2021 17:43
0
არის კიდევ ერთი მედლის შანსი!!! იმედია, წარმატებით იქნება...
tngh
05 აგვისტო 2021 12:15
0
ეს ხომ არასწორი ტაქტიკის შედეგი იყო. 13 წამში დგომიდან ორჯერ ზემოდან მოექცა მოწინააღმდეგე. ასეთები მსუბუქ წონებში ვერ მოხდება
- ორივეჯერ მუხლზე დაიჩოქა და ფეხის დაჭერას ცდილობდა და ... 6-6 წამში დგომიდან ილეთი გაუშვა 2 ჯერ!!! ეს ილეთიც კი არ იყო! ასე გულჩაწყვეტილი არ ვყოფილვარ სპორტის გამო. გავშრი და ხმას ვერ ვიღებდი. გენომ მთავარია გადალახოს ახლა ეს მალე და ახალი გამარჯვებები! იმედია ოლიმპიურსაც მოიგებს 3 წელში და ეს 13 წამი ლაქად არ დარჩება მის კარიერას.
???
06 აგვისტო 2021 17:09
1
რეალობისგან შორს ხართ...
....
09 აგვისტო 2021 08:12
0
ეს, რაც მოხდა, ნებისმიერ შემთხვევაში შეახსენებს თავს. ამდენი შრომა და გარჯა ერთ წამში ჩაიყარა წყალში. ბევრი მარტო მწვრთნელებს აბრალებს, მაგრამ პირველ რიგში მისი ბრალია. მომავალ ოლიმპიადამდე ჯერ ქვეყნის დროა და იქ რა იქნება, კაცმა არ იცის. ფაქტია, უკვე ისეთი მოწინააღმდეგე ჰყავს, პირველივე შეხვედრა სამუდამოდ დაამახსოვრა, აგერ მისგან მეორე გამწარებული ტაჰა აგკულიც იგივე მდგომარეობაშია.
: )))))))
07 აგვისტო 2021 06:46
1
არის კიდევ ერთი მედლის შანსი!!! იმედია, წარმატებით იქნება...
tngh
05 აგვისტო 2021 12:14
0
ნახევარი წამი დაგვაკლდა ოქრომდე... დასანანია... მაინც გილოცავთ მედალს და კიდევ ველით.
tngh
06 აგვისტო 2021 18:08
0

სიახლეები პოპულარული