გენო პეტრიაშვილი დასანანად დამარცხდა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში დამარცხდა.

პირველ ეტაპზე ქართველმა ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები დიდი უპირატესობით - 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 5:2 იმარჯვა.

ნახევარფინალურ სტადიაზე ქართველმა ფალავანმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შესვენებაზე გენო 0:3-ით მარცხდებოდა, თუმცა მონდომებითა და გამოცდილებით მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

პეტრიაშვილი ფინალში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აღმოჩენასთან, ამერიკელ გებლ დენ სტივსონთან ძალიან დრამატულად, 8:10დამარცხდა, რომელმაც მანამდე მოქმედ
ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აჰგულს სძლია.

საქართველომ ტოკიო 2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა -

ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა, მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავები გენო პეტრიაშვილი (125) და იაკობ ქაჯაია (130) არიან. ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

 









მკითხველის კომენტარები / 56 /
არ მინდა ისე გამომივიდეს, თქვენს წინაშე ვაკრიტიკო ყველა ჩვენი ხელმოცარული სპორსტმენი. მაგრამ სათქმელი ხომ აუცილებლად უნდა ითქვას.მიუხედავად სპორტსმენის დიდი პატივისცემის მისი მრავალი სპორტული მიღწევემის გათვალისწინებით.ქართველი ხალხისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის ძნელი დასაჯერებელი უნდა იყოს, რომ გენო პეტრიაშვილმა, ჭიდაობაში უდიდესი გამოცდილების მქონე კაცმა, 6 წამი ვერ გაუძლო უტიტულო ამერიკელს, ახალგაზრდა 20 წლის ბიჭს, ფიზიკურად და სისწრაფითაც რაც არ უნდა ძლიერი მოჭიდავე ყოფილიყო იგი!
....
19:08 07-08-2021
0
13 წამით ადრე როცა 8 - 5 იგებ შეტევაში ფეხში არ უნდა შეხვიდე.დგომში უნდა ეცადო თავი დაიცვა..თავდაცვა სირცხვილი არ არის.ძალიან დიდი პატივისცემა გენოს მაგრამ ამხელა გამოცდილების მქონე მოჭიდავემ, მსოფლიო ჩემპიონმა ეგეთი შეცდომები არ უნდა დაუშვა.თან ამ ოლიმპიადაზე უკვე გვქონდა შემთხვევა როცა ვიგებდით და კიდევ შეტევა ვცადეთ და ეგ შეტევა ოლიმპიური ოქროს მედლის დაკარგვად დაგვიჯდა(თუშიშვილზე მაქვს საუბარი).აქაც იგივე შეცდომა გაიმეორა გენომ.ერთი და იგივე შეცდომების დაშვება არ შეიძლება.ყველაზე მეტად ესეთი მარცხი გენოს ტკივა,მაგრამ ასეთი გაუაზრებელი ქმედებით გამოწვეული მარცხის გამო ის ოლიმპიურ ჩემპიონობას არ იმსახურებდა...თავისივე მრავალწლიანი შრომა,ბრძოლა და ბოლოს 6 წუთიანი საფინალო ომი წამებში ქარს გაატანა.
P.s ისე თუშიშვილის საფინალო შეხვედრას არ უყურა?..
Komentat2
18:57 06-08-2021
3

სიახლეები პოპულარული