ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 7 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97) რეპეშაჟში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს დაუპირისპირდა და 5:7 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენი 22 წამით ადრე 5:3-ს იგებდა, თუმცა მსაჯმა ჯერ მე-2 გაფრთხილება მისცა, შემდეგ კი მეტოქემ 2 ქულიანი გდება გაუკეთა, ბოლო წამებზე გაპროტესტებული შესაძლო გდებაც არ გამართლდა და მე-3 ადგილისთვის აზერბაიჯანელმა მოწინააღმდეგემ გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ოდიკაძემ პირველ ეტაპზე ირანელ მეტოქეს 6:3 სძლია, შემდეგ კი რუს აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 დამარცხდა.

ელიზბარი დამამშვიდებელში გადაერთო, სადაც უკვე მოგახსენეთ, რომ 2012
წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ აზერბაიჯანელ სპორტსმენთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბექაურს თუ BMW მიეცით, ამას ერთი "ზაპო" მაინც ეკუთვნის.
ინკვიზიტორი
07 აგვისტო 2021 18:18
12
ფედერაციაში მოჭიდავე აღარავინ დარჩა და სხვა რა შედეგს ელოდით? კარგი ქნა დათუნაშვილმა რომ წავიდა, ახლა ოლიმპიადის პრიზიორია, აქ, რომ ყოფილიყო ოლიმპიადაზედაც ვერ მოხვდებოდა.
ჰავლაბრელი ტიღუა
07 აგვისტო 2021 17:41
9
ფედერაცია შესაცვლელია. თუ სიტუაცია არ გაჯანსაღდა, შემდეგ ოლიმპიადაზე უარესი იქნება. გეგეშიძეები გასაშვები არიან და ახალი, კომპეტენტური, პატიოსანი დაენერგიული ხალხია მოსაყვანი ჭიდაობის სათავეში.

არტ
07 აგვისტო 2021 16:01
2
გეგეშიძე იქეთ გაუშვებს სხვბს იმდენი იცის, მას ბზსაც ვერავინ აუფრენს.D
hhh
07 აგვისტო 2021 17:33
5
კრიმინალებით და მოძალადეებით სავსე ჭიდაობის ფედერაციაში,სადაც მოჭიდავეებიდან დაწყებული ფედერაციის წევრებით დამთავრებული დანასისხლად არიან გადამტერებული ერთმანეთს შედეგებს ნუ მოველით.სანამ ფედერაციის პრეზიდენტი და მისი ძმა ძალადობენ გარშემო მყოფებზე ერთობა არ იქნება!თუ ერთობა არ იქნება,არ იქნება გამარჯვების სიხარული!გ ა წ მ ი ნ დ ე თ ფ ე დ ე რ ა ც ი ა !
888
07 აგვისტო 2021 14:12
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული