საქართველო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჭიდაობის განვითარებაში დაეხმარება

AutoSharing Option
"ვაკის ფალავანთა კლუბში" საქართველოსა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჭიდაობის ფედერაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, საქართველო კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჭიდაობის განვითარებაში დაეხმარება. დაიგეგმება ერთობლივი საწვრთნელი შეკრებები და ქართველი მოჭიდავეები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ კონგოელ კოლეგებს.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანცისკო ენკუნგამ მოაწერეს.

თამაზ გეგეშიძე:

"მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ფრანცისკო ნკუნგას. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ქართველი მწვრთნელები და
სპორტსმენები კონგოელ კოლეგებს მაქსიმალურად დაეხმარებიან პროფესიულ განვითარებაში. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები ფრანკოფონიის თამაშებისთვის ემზადება. ზოგადადაც, მათი მიზანი თავიანთი გუნდის განვითარებაა და თავად მოგვმართეს თხოვნით, გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება. ამ მეგობრული ჟესტით, ჭიდაობის დიდი ოჯახის გაერთიანებაში ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ".


ფრანცისკო ნკუნგა
:

"საქართველო უდიდესი საჭიდაო ტრადიციის მქონე ქვეყანაა. გყავთ უძლიერესი ნაკრებები თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი. ჩვენ კი ჭიდაობის განვითარება, პოპულარიზაცია და წინსვლა გვსურს და ქართველების მეგობრულად გვერდში დგომის შემთხვევაში, ეს გაცილებით გაგვიადვილდება. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას და პირადად თამაზ გეგეშიძეს, რომელიც გაგებით მოეკიდა ჩვენს თხოვნას. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა სასურველ შედეგამდე მისვლაში დაგვეხმარება".

 

altგენო პეტრიაშვილი: ვიბრძოლებ, რომ გამოვასწორო!


მკითხველის კომენტარები / 2 /
არა, ცუდი არაა, კარგია... რაც უმფრო მეტ ქვეყნებს მოვიზიდავთ, მით მეტი ხეირის გამოწველა შეიძლება მაგათთვის.. მე ის მაინტერესებს, რატომ საფრანგეთს არ მიმართეს? არც ისინი არიან სუსტები და თან საუკუნეებია "მეგობრობენ". ზოგადად შეთქმულების თეორიებზე მაგრად ვკაიფობ-ხოლმე, მაგრამ კონგო და საქართველო, ბევრი ვეცადე, მარა ვერ ჩავაკვეხე ლოგიკის ჯაჭვში :D
alex
20:25 23-09-2021
2
მოსცლია მაფიოზ გეგეშიძეს
Giusha3232
15:14 23-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული