მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე, რომელშიც გეგეშიძე ბრალდებულია, წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს.
ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხაში არის მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის, დაზარალებულ ზურაბ დათუნაშვილის ჩვენება. ასევე, მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ტელევიზიით გავრცელებული ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
დაცვის მხარემ პროკურატურის მტკიცებულებები სადავოდ გახადა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი განხილვა საქმის არსებითი განხილვის დროს პროცესზე მოხდება. თავის მხრივ, საკუთარი მტკიცებულებები წარადგინეს გეგეშიძის ადვოკატებმაც.
სასამართლომ როგორც დაცვის, ისე ბრალდების მტკიცებულებები დასაშვებად ცნო. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ საქმეზე არსებითი განხილვისთვის
შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.
წყარო: ipn.ge