გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაგრებში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში გავიდა.

პეტრიაშვილმა მეოთხედფინალში აზამატ ხოსონოვს (საბერძნეთი) 12:2, ნახევარფინალში კი დანიელ ლიგეტის (უნგრეთი) 7:4 სძლია და ოთხშაბათს ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, თურქ ტაჰა აკგულს დაუპირისპირდება.

ბრინჯაოსთვის შოთა ფარტენაძე (61 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) იბრძოლებენ.

სიახლეები პოპულარული