გენო პეტრიაშვილის ძმა, კონსტანტინე პეტრიაშვილი, 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია

AutoSharing Option
ოქრო, ვერცხლი და ორი ბრინჯაო...

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით დაასრულა.

კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ) - ოქრო - გენო პეტრიაშვილის უმცროსმა ძმამ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბერძენი მეტოქე 10:0 დაამარცხა!

ნიკოლოზ მაისურაძე (80 კგ) - ვერცხლი - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ჭაბუკმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბოლო წამზე დაკარგა ოქროს მედალი, ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუს ალდატ კესაევთან შეხვედრაში.

მათე ცინაძე (51 კგ) - ბრინჯაო - ცინაძემ დასკვნით პაექრობაში ნეიტრალური გუნდის ბელარუსი ჰლებ პიატროუ დაამარცხა -
7:0.

რატი რევაზაშვილი (65 კგ) - ბრინჯაო - კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა რატი რევაზაშვილი (65 კგ). რეპეშაჟის ფინალში მან თურქი კორაი ეკენი დაამარცხა (4:2).

წყარო: საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვუყურე ყველა მეტოქესტან ჭიდაობას და შთაბეჭდილება მოახდინა. ის ახალგაზრდა ავარელი გამახსენა, სადულაევის წონაში, რო გამოჩნდა. მოკლედ რაღაც შეუძლებელ მოძრაობებს აკეთებს რომლებიც უპირატესობას აძლევენ თითქოს წაგებულ სიტუაციებში. ყოველთვის პოულობს გზებს გამარჯვებისკენ. მოკლედ ტარზანია! მტავარია გენოს შეცდომები გაითვალისწინოს სამომავლოდ. გენოს გაცილებით დიდი სპორტული ბიოგრაფია უნდა ჰქონოდა, რო გამოეყენებინა თავისი პოტენციალი. რაღაც რაღაცეებმა ხელი შეუშალეს. წარმატება ამ ბიჭს!
გიორგი
14:39 01-07-2024
0
რა მაგრად ჰგავს!:) ღმერთმა ქნას, ბევრი ოლიმპიური ოქრო მოიგოს!
გიო
12:55 01-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული