გივი მაჭარაშვილმა ოლიმპიადის ფინალში მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დაეუფლა

AutoSharing Option
პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალ ჭიდაობაში 27 წლის გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე ახმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდა და დამარცხდა. 

მეტოქემ ჩვენებური შებოჭვაზე დაიჭირა და წუთში ოდნავ მეტში იმარჯვა.

მერვედფინალში მაჭარაშვილმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას იოჰანეს დე ლანჟეს (12:2),

მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს (11:0), ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს (5:0) სძლია.

ამით ქართველმა სპორტსმენებმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულეს, სადაც ჯამში 7 მედალი, 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 26 /
მოდით სიმართლე ვთქვათ,ელოდით,რომ ფინალს იჭიდავებდა?მე პირადად,იმედი მქონდა,რომ მედლისათვის იბრძოლებდა,მან კი,დიდებულად იჭიდავა წინა ბრძოლები.ჩვენ ჩემპიონ ძიუდოისტებსაც კი,წარმატებად ვუთვლით ვერცხლის მედალს და მისი ვერცხლი,რა თქმა უნდა დიდი წარმატებაა. მთელი სულით და გულით ვულოცავ.თან ჭიდაობის ხარისხსაც ხომ აქვს მნიშვნელობა.ის კი,მართლაც ჭიდაობდა და რაკი შედეგი მოჰქონდა,ფინალშიც ღია ჭიდაობით სცადა,ფონს გასვლა.მეტოქე მომზადებული დახვდა და წააგო. ძალიან საწყენია,მაგრამ ეს ხომ ფინალი იყო და ვინც არ რისკავს,ის არც შამპანურს სვამსო,ნათქვამია.აკადემიურად რომ ეჭიდავა,სავარაუდოდ მაშინ უფრო არ ექნებოდა შანსი.აქ კი,უბრალოდ გარისკა,რადგან ვერცხლი ისედაც ჯიბეში ედო და რისკმა არ გაუმართლა.
სოსო
19:12 11-08-2024
0
აი ეს დაგუგლეთ: olympic medal tally
ნახეთ, ვის ვაჯობეთ:
ბელგია, დანია, ავსტრია, ისრაელი, პოლონეთი, შვეიცარია, საბერძნეთი, არგენტინა, თურკეთი...
რეალობა
19:07 11-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული