ქართველმა მოჭიდავეებმა ვლადიკავკაზში გამართულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სპორტსმენებიც გამოდიოდნენ

AutoSharing Option
"რადიო თავისუფლებას" ინფორმაციით, ქართველმა მოჭიდავეებმა ვლადიკავკაზში გამართულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სპორტსმენებიც გამოდიოდნენ.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, საქართველოდან ტურნირის მონაწილეთა შორის იყვნენ: რეზო მარსაგიშვილი, ნიკოლოზ ბეშიძე, საბა კობახიძე, დიმიტრი ჯიოევი, გეორგი ელბაქიძე, გიორგი გოგრიჭიანი, ალექსანდრე მელაძე და ლევან ბაზაძე.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში ამბობენ, რომ ისინი საქმის კურსში არ იყვნენ და ისინიც დეტალებს არკვევენ. მათი თქმით, სავარაუდოდ, სპორტსმენები საკუთარი ინიციატივით წავიდნენ და ოფიციალურად მათგან არავინ იყო წარგზავნილი. 

"რადიო თავისუფლებას" ცნობით, ფედერაცია ტურნირში
ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის თემის განხილვას დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე გეგმავს. ამასთან, განიხილება არა მხოლოდ სპორტსმენების საკითხი, არამედ, სავარაუდოდ, იმ მწვრთნელების თემაც, რომლებმაც ფედერაციის გვერდის ავლით გადაწყვიტეს მოჭიდავეების ტურნირზე გაშვება.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ტურნირი, რომელიც ძმები მახარბეკ და ასლან ხადარცევების სახელობისაა, ვლადიკავკაზში 1-2 ოქტომბერს გაიმართა და მასში 20 ქვეყნის 166 მოჭიდავე მონაწილეობდა.
მკითხველის კომენტარები / 51 /
რა ვერ გაიგეთ? ბოდიშის მოსახდელად იყვნენ გაგზავნილი ორჯონიკიძეში ( ვლადიკავკაზში). ფრიად სიმბოლურია. ბიძინას ფულებს არ შეეხონ,თორემ ჩვენ ( ომის პარტიის ჯინაზე) დიდი სიამოვნებით შევალთ რუსეთის "იუჟნი ოკრუგის" შემადგენლობაში.
ჟორა
10:23 04-10-2024
3

სამწუხაროდ, მოჭიდავეეში საკმაო ნაწილი უღირსოთ წარმოადგენენ თავს,ა რ ა ნ ა ი რ ი სახელმწიფო, ეროვნული ღირსების, არა თუ მისი დაცვის განცდა რომ არ გააჩნიათ და უდიდესი ნაწილი, მტრის,ღრუსის მხარეს რომ აღმოჩნდება. შედეგი- ყველაზე გაუნათლებელი არიან და...ზ
-ზოგადად უნდა გავითავისოთ, როცა ამა თუ იმ სახელმწიფოს მ ო ქ ა ლ ა ქ ე ხარ-უკვე პოლიტიკაში ჩართული ხარ, რადგან პასუხისმგებლობა- ვალდებულება გეკისრება -ამ სახელმწიფოს კანონები- ღირსება დაიცვა.
როცა ფეხბურთელები,რაგბისტები, ყველა სხვა სპორტის წარმომადგენლები ავანგარდი იყვნენ და არიან 1989 წლის 9 აპრილამდე და მერე -საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა- განმტკიცებისათვის, სამწუხაროთ მოჭიდავეების საკმაო ნაწილი იმ მტრის ძალების ზონდერები ხდებიან,და ამდაგვარ უღირს საქციელებზე ...
გ ა მ ო ს ა ს წ ო რ ე ბ ე ლ ი ა, როცა ფედერაციაში სახელმწიფო ღირსების დაცვის განცდით, განათლებული, ღირსეული ადამიანები- პროფესიონალები მოვლენ.
კახაბერი
09:55 04-10-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული