ქართველმა მოჭიდავეებმა ვლადიკავკაზში გამართულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სპორტსმენებიც გამოდიოდნენ

AutoSharing Option
"რადიო თავისუფლებას" ინფორმაციით, ქართველმა მოჭიდავეებმა ვლადიკავკაზში გამართულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სპორტსმენებიც გამოდიოდნენ.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, საქართველოდან ტურნირის მონაწილეთა შორის იყვნენ: რეზო მარსაგიშვილი, ნიკოლოზ ბეშიძე, საბა კობახიძე, დიმიტრი ჯიოევი, გეორგი ელბაქიძე, გიორგი გოგრიჭიანი, ალექსანდრე მელაძე და ლევან ბაზაძე.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში ამბობენ, რომ ისინი საქმის კურსში არ იყვნენ და ისინიც დეტალებს არკვევენ. მათი თქმით, სავარაუდოდ, სპორტსმენები საკუთარი ინიციატივით წავიდნენ და ოფიციალურად მათგან არავინ იყო წარგზავნილი. 

"რადიო თავისუფლებას" ცნობით, ფედერაცია ტურნირში
ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის თემის განხილვას დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე გეგმავს. ამასთან, განიხილება არა მხოლოდ სპორტსმენების საკითხი, არამედ, სავარაუდოდ, იმ მწვრთნელების თემაც, რომლებმაც ფედერაციის გვერდის ავლით გადაწყვიტეს მოჭიდავეების ტურნირზე გაშვება.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ტურნირი, რომელიც ძმები მახარბეკ და ასლან ხადარცევების სახელობისაა, ვლადიკავკაზში 1-2 ოქტომბერს გაიმართა და მასში 20 ქვეყნის 166 მოჭიდავე მონაწილეობდა.
მკითხველის კომენტარები / 51 /
ძალიან სირცხვილია ხალხო, აქ არცერთი პოლიტიკოსი არაფერ შუაშია. ყველა ქართველს უნდა ქონდეს იმდენი ქართველობა რომ სადაც აფხაზეთის დროშა საქართველოს დაროშის გარეთ მოიხსენიება იქ არ მიიღოს არანაირი მონაწილეობა! არ იცოდნენ არ იცოდნენ, რატომ არ დატოვეს ტურნირი რომ დაინახეს? რანაირი სამარცხვინო საქციელია , ჩვეულებრივი ქვეყნის ღალატია
ვვვ
14:22 03-10-2024
4
უთავმოყვარო იდიოტები, ვისაც ზოგიერთი გაიძვერა იოლად ურევს ტვინს.
გიო
14:18 03-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული