ავთანდილ კენჭაძემ რუსეთის წარმომადგენელს დამაჯერებლად სძლია და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტირანაში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა და 5-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ჰყავს.

კენჭაძემ ფინალამდე იბრაჰიმ იაპრაკი (თურქეთი) 11:0, კოტა ტაკაჰაში (იაპონია) 12:1, დაულეტ ერგეში (ყაზახეთი) 10:0 და მოჰამად ნოხოდილარიმი (ირანი) 14:5 დაამარცხა, გადამწყვეტ ბრძოლაში კი მაგომედ მაგომაევს (რუსეთი) 13:4 სძლია.

Sportall.Ge

მირიან მაისურაძე (92 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ოლიმპიადის გამო მსოფლიოს ჩემპიონატი მხოლოდ ოთხ არაოლიმპიურ წონით კატეგორიაში ჩატარდა და საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბრავო! სუპერ კენჭაძე. ამ კაცს ისეთი შთამბეჭდავი გზა გაუვლია ფინალამდე, რომ ნამდვილად ღირს წინა ორთაბრძოლების ვიდეოების დადება.
ბ. დილანიშვილი
07:30 01-11-2024
0
რუსეთი დასანქცირებული აღარაა, თუ რაია? ევროპა ვერ გევიგე?
კომბლე
10:21 01-11-2024
2

სიახლეები პოპულარული