"იაპონიასთან წაგება იყო სისულელე. არც ერთი შეცდომა არ გვაპატიეს. ყველა გამოიყენეს. ჩვენ კი ეს ვერ შევძელით"
საქართველოს ნაკრების შუამარბმა მერაბ შარიქაძემ რაგბის თამაში თბილისის "აკადემიაში" დაიწყო და უცხოეთში ისე გაემგზავრა, მშობლიური კლუბის სახელით ეროვნულ ჩემპიონატში ერთი მატჩის გამართვაც ვერ მოასწრო. ის ჯერ ინგლისში, ჰართპურის კოლეჯში სწავლობდა და თამაშობდა. მერე კი, როგორც ქართველ ლეგიონერთა უმრავლესობამ, საფრანგეთს მიაშურა და ელიტური, მეორე დივიზიონის "ორიაკში" ჩაირიცხა.

პარალელურად მერაბმა, რომელსაც მეგობრები "ბუკას" ეძახიან, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის პირველი დღიდანვე დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და 23 წლის ასაკში უკვე 47 კეპი აქვს მოხვეჭილი.

ის თავიდანვე ერთ-ერთი გამორჩეული იყო ახალგაზრდა მორაგბეებში, არა მარტო თამაშის ხარისხით, მონდომებითა და შრომისმოყვარეობით, არამედ ინტელექტითაც. მასთან საუბარი ყოველთვის სასიამოვნო იყო და ამჯერადაც არ გავუშვით შანსი ხელიდან, რომ მისი მოსაზრებები რაგბის ქომაგისთვის გაგვეცნო.

პირველი თემა საკლუბო კარიერა და სამომავლო გეგმები იყო.

- გასულ უქმეებზე "აჟენი" დავამარცხეთ საკუთარ მოედანზე. საერთოდ შინ იშვიათად ვაგებთ. მეტიც, აგერ უკვე სამი წელიწადია, არ წაგვიგია. "აჟენი" ძლიერი გუნდია. პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში ჩვენი კონკურენტია და მასთან გამარჯვებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით.

- რამდენად სერიოზულია "ორიაკის" შანსი, ელიტარულ, პირველ დივიზიონში აღზევდეს?

- ახლა 45 ქულით მესამე-მეხუთე ადგილებს ვიყოფთ. აბა, რა ვთქვა. ყველა გუნდი გვჯობია, ჩვენზე მეტი ფულიც აქვთ და უკეთესი ინფრასტრუქტურაც. სახლში, როგორც უკვე ვთქვი, სულ ვიგებთ. აი, გასვლაზე თამაში კი, არ გამოგვდის.

- "აჟენის" შემადგენლობაში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების გარემარბს, თამაზ მჭედლიძეს. რა არის ამის მიზეზი?

- თამაზს კუნთი ჰქონდა გაწყვეტილი. ახლა, როგორც მითხრეს, წესრიგშია. უბრალოდ მწვრთნელებმა არ გარისკეს მისი შემადგენლობაში დაყენება. მეტი დრო მისცეს აღდგენითი პროცესებისთვის. არც მე ვარ კარგად. სამი დღეა სიცხე მაქვს. ისე ციოდა თამაშის დღეს, რომ ავად გავხდი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენით "სტად ფრანსეა" დაინტერესებული...

- ეგ ინფორმაცია მეც ვნახე რუსულ საიტზე. საიდან მოიტანეს, არ ვიცი. მაგის მერე თვითონ დავინტერესდი. ზურაბ ჟვანიასაც დავურეკე, რომელიც "სტად ფრანსეში" თამაშობს, ჩემს აგენტსაც ველაპარაკე. არავის მსგავსი არაფერი სმენია. ეგეთი ლაპარაკები სეზონის დაწყების წინაც იყო. "ბრივი", "კასტრი", იგივე "სტად ფრანსეც", მაგრამ ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა.

მეც ვცდილობ რომელიმე კარგი გუნდი ვიპოვო. "ორიაკის" ხელმძღვანელობას კი უნდა, რომ ახალ კონტრაქტს მოვაწერო ხელი, მაგრამ მინდა ელიტარული, პირველი დივიზიონის რომელიმე გუნდში გადავიდე. ინგლისსა და კელტთა ლიგაზეც არ ვიტყვი უარს. "გრენობლში" თითქმის გადასული ვიყავი, მაგრამ ბოლო მომენტში ჩაიშალა.

- რა არის ამის მიზეზი. რატომაა გაძნელებული სხვა, მაღალი დონის გუნდში გადასვლა?

- იმიტომ, რომ უცხოელად ვითვლები. ლევან ჩილაჩავას, კონსტანტინე მიქაუტაძეს, ზურაბ ჟვანიას და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს აქაური სკოლა აქვთ გავლილი. ანუ ესპუართა გუნდში სამი წელიწადი თამაშობდნენ. მათ უცხოელებად აღარ თვლიან და მათზე შეზღუდვებიც არ ვრცელდება. ამ მხრივ ცუდ მდგომარეობაში ვარ. თავიდან ხომ ინგლისში წავედი.

საფრანგეთში რომ გადავბარგდი ესპუარების ასაკიც შეამცირეს 23 წლიდან 22 წლამდე და სამი წელიწადი ასპარეზობის ვადა - ორ წლამდე. ასე რომ, ესპუარად ყოფნა მხოლოდ ერთი წელიწადი მომიწია. როცა იგებენ, რომ უცხოელად ვითვლები, თავს იკავებენ. ურჩევნიათ უცხოელის კვოტით ვინმე სუპერვარსკვლავი აიყვანონ, მაგალითად ვიქტორ ვიტო ან მაა ნონუ.

- თქვენც ხომ სუპერვარსკვლავი ხართ.

- არა, არ ვარ. სუპერვარსკვლავი ვიცი მე მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კონსტანტინე მიქაუტაძე, მიხეილ ნარიაშვილი და სხვებიც.

- თქვენც მალე გახდებით...

- ვნახოთ, იმედი მაქვს. ძალიან მინდა მაღალი დონის გუნდში გადავიდე, სხვა გარემოში, უფრო მაღალი კვალიფიკაციის მორაგბეებთან ერთად და წინააღმდეგ თამაშში გამოვცადო ძალა. ვცდილობ ყველანაირად.

- შარშან ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე სამი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო. საინტერესოა, როგორ შეაფასებდით ჩვენი გუნდის გამოსვლას?

- ნოემბრის ტესტებზე გამორჩეული იაპონიასთან წაგებაა. ასეთი თამაშის წაგება იყო სისულელე. ძალიან უაზროდ წავაგეთ. იმედია, ეს მარცხი კარგი გაკვეთილი იქნება. ისეთივე, როგორიც აშშ-ის ნაკრებთან წაგება იყო რუსთავში ბოლო წუთებზე.

იაპონელებმა არც ერთი შეცდომა არ გვაპატიეს. ყველა გამოიყენეს. ჩვენ კი ეს ვერ შევძელით და თანაც ისინი შეცდომებს, ფაქტობრივად, არ უშვებდნენ. რაც იმის მაჩვენებელია, რომ კარგი გუნდი იყო. მომდევნო შეხვედრაში, უელსის ნაკრებს კარდიფში ლამის მოუგეს. ეს თავისთავად მეტყველებს, რა დონის გუნდს ვეთამაშეთ.

სამოას ნაკრებთან გამარჯვებამ დაგვარწმუნა, რომ პროგრესს ჩვენც განვიცდით. როდესაც 2013 წელს სამოელები პირველად გვეწვივნენ თბილისში, მათ დამარცხებას თუ შევძლებდით, ნაკრების წევრებისა და რამდენიმე ადამიანის გარდა არავის სჯეროდა. რომ მოვუგეთ, ეს იყო დიდი ზეიმი. ტელეფონის ზარი არ წყდებოდა, ლამის მთელი საქართველო მირეკავდა და მილოცავდა. მერე მთელი წელიწადი ამ გამარჯვებაზე ლაპარაკობდნენ.

ახლა კი, ისე მოვუგეთ, რომ თითქოს არაფერი მომხდარა. მეტიც, ზოგი უკმაყოფილო დარჩა, რატომ უფრო დიდი ანგარიშით არ სძლიეთო. ერთი სიტყვით, სამოა უკვე აღარ არის დაუძლეველი ბარიერი.

აი, შოტლანდიის ნაკრებთან მატჩი კი სულ სხვა იყო. პირველ ტაიმში რაღაცნაირად შებოჭილები ვიყავით. ვფიქრობ, არასწორი ტაქტიკით ვითამაშეთ. უფრო თამამად, მეტი მონდომებით უნდა გვეთამაშა. მერე, ნათქვამია, ძლიერებს უმართლებთო. ამის ბრწყინვალე მაგალითია სტიუარტ ჰოგის მიერ გატანილი ლელო. დაკიდებული ბურთი ჩემსა და კიდევ სამ ქართველ მორაგბეს შორის დავარდა. ჰაერში რომ დაგვეჭირა, იქით კონტრშეტევაზე წამოვაგებდით მეტოქეს. ის კი, ჩვენ შორის დავარდა და ჰოგს, რომელიც იქვე გვერდით გარბოდა, პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა. უამრავი ვარიანტიდან ბურთი მაინცდამაინც ჰოგის მიმართულებით ახტა. ამას გამართლება არ ჰქვია?

- მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი თითქოს პირველზე უკეთესად გამოიყურებოდა...

- მეორე ტაიმში ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. დასაკარგი რომ აღარაფერი გვაქვს, მაშინ თამაში კარგად გამოგვდის. მერე ვლაგდებით. თან ეს ხომ ერთგვარი ვარჯიშია. ასეთი წნეხის პირობებში, როგორიც შოტლანდიასთან გვქონდა, იშვიათად გვიწევს თამაში. იგივე იაპონია წლის განმავლობაში ახალზელანდიელ მაორებს, უელსს, შოტლანდიას ეთამაშება. ჩვენ ასეთი დონის თამაშები ხშირად არ გვაქვს.

თან შოტლანდიის ნაკრები ახლა როგორც არასდროს, ისე ძლიერია. "გლაზგომ", რომელიც "სკოტების" საბაზო გუნდია, საფრანგეთის ჩემპიონი პარიზული "მეტრო რასინგი" შინაც დაამარცხა და სტუმრადაც. თანაც კლუბში ერთად თამაშობენ და კარგად შეთამაშებულნი არიან.

- როგორ ფიქრობთ, რა გზას უნდა დავადგეთ, რომ ჩვენი ნაკრების უკანა ხაზის თამაში გაუმჯობესდეს?

- უწინარესად, აუცილებლად უნდა გაიზარდოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონე. გამორიცხული არ არის, დადგეს ისეთი დრო, რომ, თუ ახლა საფრანგეთში 120 კაცი თამაშობს, მათი რაოდენობა შემცირდეს 20 კაცამდე. რა უნდა ქნან, სად წავიდნენ დანარჩენები?

საბედნიეროდ, ვატყობ, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე მატულობს და მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამაზე ზრუნავს. კარგი იქნებოდა ასევე, თუ შეიქმნება გუნდი, რომელიც "კელტთა ლიგაში" ჩაებმებოდა. ამ გუნდში სიამოვნებით ვითამაშებდი.

კონკრეტულად უკანა ხაზზე რომ ვთქვათ, ვფიქრობ, მაინც ფსიქოლოგიური ბარიერი გვაქვს გადასალახი. წნეხის ქვეშ გვიჭირს თამაში. რაღაცნაირად შებოჭილები ვართ. გვეშინია, ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რასაც შეცდომა და ცუდი შედეგი მოჰყვება. მოთმინება გვაკლია. როცა ბურთს მივიღებ, თუ ერთი მეტრით მაინც წინ ვერ წავიწიე, ასე მგონია, დანაშაული ჩავიდინე. არადა, ახლახან ახალზელანდიელების თამაშს ვუყურებდი ჩანაწერში, ბურთს ბარემ 20-ჯერ იღებენ და წინ ვერ მიიწევენ, მაგრამ ამას არად დაგიდევენ.

ერთი სიტყვით, თამაში პროცესი უნდა იყოს, ერთი მთლიანი სტრუქტურა და მას მიჰყვე. მოკლედ რომ ვთქვათ, თამამად, თავისუფლად უნდა ვითამაშოთ და არ შეგვეშინდეს შეცდომის დაშვების.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
მიქაუტაძე ფრანგულ ლიგაში ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს [VIDEO]
ქართველი ლეგენდა "მშობლიურ" კლუბს დაუბრუნდა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
კონსტანტინე მიქაუტაძემ შესაძლოა მინიმუმ 2-3 თვე ვერ ითამაშოს
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
სავსე ტრიბუნების დროა!
მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
დავით ზირაქაშვილი: თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს