როცა უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებების გულშემატკივრებისაც კი გშურს...
დეკემბრის დასაწყისში ფეხბურთის ფედერაციამ გვახარა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებდა - დუბაიში, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ. წლის დასაწყისში ამას კიდევ ერთი ცნობა დაემატა, ორ დღეში ნაკრები იორდანიასთანაც ითამაშებდა.

მართლაც, ვაისის ექსპერიმენტულმა გუნდმა ფიფას არაოფიციალურ დღეებში ორი მატჩი გამართა დუბაიში - 23 იანვარს 2:2 ითამაშა უზბეკეთთან, ხოლო 25 იანვარს 0:1 წააგო იორდანიის ნაკრებთან.

- იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [VIDEO+PHOTO]

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

ახლა ამ მატჩების ავკარგიანობაზე არ ვისაუბრებთ და არც იმაზე, რამდენად სასარგებლო იყო ეს ტურნე ჩვენი გუნდისთვის, ეს სულ სხვა წერილის თემაა. ფაქტია, გულშემატკივარი გაწბილებული დარჩა და არა მარტო იმის გამო, რომ ჩვენმა ნაკრებმა კვლავ წარუმატებლად ითამაშა.

- "კობის დაურეკეთ, ლინკი არაა-თქო" - სახალისო კომენტარები საქართველოს მატჩის "ლაივზე"

ვამბობთ იმას, რომ ფეხბურთის ქართველმა გულშემატკივრებმა ვერ იხილეს ამ მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია. იმათ, ვისაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდებოდა, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის წყალობით, პირველი მატჩის ცუდი ხარისხით ნახვის საშუალება მაინც ჰქონდათ, იორდანელთა ორგანიზებული ლაივ-სტრიმი კი ტექნიკური პრობლემის გამო პირველსავე ტაიმში შეწყდა.

არ ვამბობთ, რომ ტრანსლაციის მოწყობა სფფ-ის უშუალო მოვალეობაა, მაგრამ თუკი ბევრ ფულს ვხარჯავთ "ფეხბურთის პოპულარიზაციაში", "ვაპიარებთ" სხვადასხვა ღონისძიებას, ვატარებთ სამოყვარულო თასებს და თავადაც კარგად ვერთობით ასეთ ტურნირებში, ვფიქრობთ, სადღაც, ვალდებულიც იყო ქართული ფეხბურთის მთავარი ორგანო, ეზრუნა იმაზე, რომ ასეულათასობით ფანს ქვეყნის მთავარი გუნდის (როგორი შემადგენლობითაც არ უნდა ყოფილიყო) მატჩები ენახა, თუნდაც, ჩანაწერი...

სამწუხაროდ, მხოლოდ უნიათობასთან არ უნდა გვქონდეს საქმე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ ტელეტრანსლაცია... უზბეკთა მიზეზით არ იქნებოდა (იხ. 23 იანვრის "ლელო"). მეტიც, ფედერაციაში ირწმუნებოდნენ, რომ მეტოქე მხარის სურვილის გამო არც ე.წ. სტრიმი იქნებოდა და მატჩს ინტერნეტითაც ვერ ვიხილავდით.

"უზბეკეთთან მატჩი მათივე თხოვნით "დახურულია" და სტრიმი არ იქნება. იორდანიის საკითხი ხვალ გაირკვევა", - პასუხობდა სფფ-ის "ფეისბუქის" გვერდი.

სინამდვილეში კი უზბეკეთის ფედერაციამ მრავალი წინაღობა გადალახა საიმისოდ, რომ სტრიმი გულშემატკივრებს ეხილათ. იმ ხალხმა, რომელიც, თითქოს, მატჩის "დახურვას" ითხოვდა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თამაში გვეხილა. ვის რაში სჭირდება ასეთი ტყუილი, ბატონებო?

იორდანიელებმაც ბევრი იმუშავეს შეწყვეტილი სტრიმის აღსადგენად, მაგრამ ეს ვერ შეძლეს დუბაის სტადიონზე არსებული ცუდი ინტერნეტის გამო. მაგრამ მათ სცადეს მაინც, ყველაფერი იღონეს, რომ გულშემატკივრები გაეხარებინათ.

ბუნებრივია, არც ის გვავიწყება, თუ ვისი უშუალო მოვალეობაა ქვეყნის ეროვნული ნაკრებების თამაშების ჩვენება - ორგანოსი, რომელიც ჩვენი გადასახადებებიდან ფინანსდება - "საზოგადოებრივი ტელევიზიის".

ამას წინათ ლევან კობიაშვილმა თქვა, ერთი პროცენტითაც რომ შეეშალა სფფ-ის მმართველობაში ხელი ჩემს პარლამენტარობას, პოლიტიკოსის კარიერაზე უარს ვიტყოდიო. საინტერესოა, ეროვნული ნაკრების ორი მატჩის ვერჩვენება გულშემატკივრებისთვის ვერ "ქაჩავს" იმ ერთ პროცენტამდე?!

დათო
პირი მოპარსეთ ფეხბურთელებს თხასავით, რომ აქნევენ თავებს იქნებ დასუმბუქდნენ, ეს კალათბურთელესაც და ტელე წამყვანებებსაც ეხებათ, რააა რჯული შეიცვალეთ თქვე ურჯულოებო.
kako
რაა საყურებელი...
ფხიიიფხიიიი
რამდენი ხანი ყველა ახლობელს ვინც კი ფეხბურთთანაა დაკავშირებული,ვთხოვ.მიაქცონ ყურადღება უფულო ბავშვების გუნდში ჩარიცხვას.ისინი გულით თამაშობენ,რაც მომავალში საუკეთესო ფეხბურთელების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ფულით მიყვანილს დაცემის და თითის გადატყავების ეშინია,უფულოები კი მთელი სულით ბურთთან არიან,ისინი კარგი მწვრთნელის ხელში, კარგი ფეხბურთელები დადგებიან!
MARADONA
მდააა, საქართველოს ნაკრების თამაშის ყურება გინდა ეგრეთწოდებული ძირითადის მოთამაშეებით იყოს დაკომპლექტებული დიდი ვაჟკაცობაა.ასევე დიდი მოთმინების უნარი უნდა გქონდეს.უსაშინლესი დონეა. პატარა ასაკის გუნდებს რომ ვუყურებ იმედგაცრუება მეუფლება.სად არიან ფინტების , მატაობის მოყვარული ფეხბურთელები?!!! ეს ვითომ მწვრთნელები ხომ უნიჭობის ზეიმია. ზონები ამოკეტე, რაღაც უაზრო ტერმინები და ბავშვებმაც მატაობა დაივიწყეს. იმიტომაც არის რომ აღარ არინ ჯამარაულები, ქინქლაძეები, არველაძეები, ანჩაბაძეები,დემეტრაძეები და ასე შემდეგ. მერე ეს არაპროფესიონალიზმის სიყვარული და...რომელ რეპორტაჟზე საუბრობთ და რაზე გწყდებათ გული?! იმაზე რომ ვერ უყურეთ მორიგ ბურთის წვალებას და უნიათობას?!არ მოგბეზრდათ?!
M.Z
ერთმანეთს თუ სიმართლეს არ ვეტყვით არავინ არ გამოგვასწორინებს ჩვენ შეცდომებს, რაც არ უნდა მწარე არ იყვეს დროულად ნათქვამი,უდროო ან ნაგვიანებით თქმულს უთქმელობის,შემდგომი უმოქმედობის ფასი აქვს-არ ღირს არაფერი., მაგრამ მარტო თქმა არაფერია,თქმულის გაგონება შედეგის მომცემი,მთავარი ,შემდგომი ურთიერთ შეჯერებული აზრის გამოტანით და რაც ყველაზე უმთავრესია ამ სიტყვების კორიანტელიდან-ამ ერთობლივი აზრის სამოქმედო შესრულებითб საქმით წინსვალაა გადაუდებლადს,სასიცოცხლოდ საჭირო,ერთობლივად,ეროვნულად,Yველასი თავ თავიანთი გადმოსახედიდან დ ერთდ ხედვის სიმაღლიდანც,სამამულოდ გარჯით,მაქსიმალურად შეძლებისდამაგვარად ყველასი ცალკ ცალკე და ჯამში ქმედებით.
kai raaa
გპასუხობთ: არც შუქის ჩაქრობას ვითხოვ და არც ფეხბურთის აკრძალვას. ესეთი დაბალი დონის თამაშები სადაც ფაქტიურად მეორე კი არა მესამე ნაკრებია, არ არის სავალდებულო რომ გადმოიცეს. ეს არის ჩემი აზრი. ამისთვის არ უნდა ატეხო აურზაური. აურზაური უნდა ატეხო სხვა ნამდვილი პრობლემების გამო. დეპუტეტაებს ყველგან მართლა აქვთ უფრო მეტი დრო, ვიდრე მაგალითად მძღოლს ან მუშას. ჩემი აზრით საქართველოში დეპუტატები ვერ ან არ მუშაობენ. წინა პარლამენტებში ხალხს ვერ კრიბავდნენ, არ მონაწილეობენ ყოველდღიურ კანონშემოქმედებაში. ეს არის სამწუხარო "ტრადიცია". ასე რომ უაზრო მე კი არ გადმოვაფრქვიე, თქვენ მპასუხობთ უაზრო არგუმენტებით, რაც ძალიან გავს ახალგაზრდა იურისტების შეფის ან ადვიკატთა ასოციაციის შეფის (აი ცოტა მატორზე რომ ვერაა) იმათ არგუმენტებს. კეთილი ინებეთ და შეხედეთ იმ რეალობას თვალებში რაც გვაქვს. ეტყობა თქვენც ეგეთივე გაყოყოჩებული არასამთავრობო ხართ. ჩემი აზრი რაც ჩამოვწერე ემსახურება იმას რომ: ეს თამაშები იყო აუცილებელი, თუნდაც იმიტომ რომ ზოგიერთი თქვენნაირი ითხოვდა ნაკრების ადგილობრივებით დაკომპლექტებას. ორი ფეხბურთელი არ უთქვია რომ ძველიო. ჰოდა თუ მართლა მოძებნა თუნდაც 2 ახალი, მე ეს დიდ წარმატებად მიმაჩნია. ქომაგი თუ ხარ ქომაგი უნდა იყო, ხვალის იმედით. ოღონდ უნდა იცოდე რომ ქართული ფეხბურთი ძალიან დაბლა არის დაცემული და იმ ჯურღმულიდან ამოსვლას მოთმინება და წლები ჭირდება.
თანაც ასიანი ვარ
სახეზეა ორი კობი. 1-კობი ანუ საუკეთესო ფეხბურთელი და ადამიანი. 2-კობი ანუ უნიათო პრეზიდენტი და პარლამენტარი.
bajo
ვაისიც ნაცარს გვაყრის ტვალსჰი ფედერაციის სჰეფებივიტ.ლობჯა და დვალისჰვილი მანამდეც ხო ყავდა გამოზახებული.
svan
buxrika-ს ნორმალური გუნდი?! იორდანიამ მოგიგო და შენ რა გუნდი ხარ ნორმალურ გუნდთან რომ გინდა თამაში
sadio mane
2 კაცს გამოვიძახებო? დვალიშვილს და უჩა ლობჟანიძეს ალბათ :) და მაგათ ისედაც იძახებდა მაშინ ვისთვის ჩაატარა ეს შეკრება და 2 ამხანაგური მატჩი? :დ სასაცილოა და სხვა რამეზე არის ეს სტატიაიმაზე რო მეორე მესამე თუ 23ე შემადგენლობაა ეროვნული ნაკრებია და მისი თამაშის ჩვენება აუცილებელია ვისაც არ გაინტერესებთ ნუ უყურებთ ადექით და ისეთი ოდიოზური მოთხოვნები დაიწყეთ ფეხბურთის აკრძალვა ან ღამით შუქების ჩაქრობაა :/ საერთოდ დაკარგეს ამ ხალხმა ლოგიკური აზროვნების უნარი და პოლიტიკური შეხედულებების გამო ყველაფერზე წავლენ და ყველაფერს გააპრავებენ...
rezi
კობიაშვილმა ფაქტია იმედები გაგვიცრუა..
natali
მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს? რა რეპორტაჟი, რის რეპორტაჟი. კარგით რა!!!!
giga
kai raaa-ს ანუ ფედერაციის უშტატო მდივანს. ვაი შენ რა გითხარი. ცუდი მოსასმენია ხომ რეალური კრიტიკა!!!!ამასთან, ამბობ -"ვაღიარებ რომ საქართველოში დეპუტატები არ მუშაობენ, ესე იგი მითუმეტეს ქონია დრო". ეს კიდევ მეორე უაზრობა, რადგან ეს შენი "ჭკვიანური" მოსაზრება პირდაპირ კობიზე აქცენტის გაკეთებას ნიშნავს. გამოდის, რომ კობი იქ მხოლოდ პარლამენტარის სტატუსისა და ხელფასის გამო შევიდა? აბა ერთი დაფიქრდი, რა უაზრო რამ გადმოაფქვრიე ბაგედან. რაც შეეხენა ამ ტამაშების ტრანცლირების საკითხს. ამით ბევრი არაფერი დაუკარგავს გულშემატკივარს.
kai raa-s
კაი ელთი რაა, აქ არჩვენებაზე მეტად იმაზეა ლაპარაკი რომ თავიანთ ტყუილში გაიბლანდნენ, უზბეკეთის თხოვნით არ ეწყობა რეპორტაჟიო. ეთქვათ სიმართლე, ტყუილი და მაიმუნობა არ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში, პ.ს. პარლამენტში კიდე ის უნდა იყოს ვინც კანონის წერა იცის, უნდა დამთავრდეს ის გაგება რო თუ პარლამენტში ხარ შენს საქმეს უკეთესად "დაკრიშავ", თუნდაც კარგი განზრახვით.
kai raaa
1) გადაცემები უნდა ყოფილიყოო. სისულელეა. 2) ეს ნაკრები იყო სუსტი, ფაქტიურად მეორე ნაკრებიც არ იყო. ამიტომ იორდანიათან წაგება არაფერს ნიშნავს. 3) არაფერი ფული არ გაკეთებულა. გამოცადეს რეზერვი. ნახეს რომ უმრავლესობა არ ვარგა. 4) 2 კაცი მომეწონა და გამოვიძახებო. უკვე შედეგია. 5) ფეხბურთის უკან წასვლა წინა ფედერაციების ბრალია. ესენი პირიქით საქმის გამოსწორებას ცდილობენ. ამას ბევრი დრო უნდა. 6) როცა რეფორმა მიდის, მხარი უნდა დავუჭიროთ ან ზომიერი კრიტიკით შემოვიფარგლოთ. რეფორმის გაჩერება უფრო უარესია, მაშინ არ უნდა დაეწყოთ. 7) ფედერაციის პრეზიდენტობა და დეპუტატობა სავსებით რეალურია და მისაღები. ერთიც და მეორეც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს. ეს არ არის მუშა რომ დილიდან საღამომდე უროს უბრაგუნეს. ვაღიარებ რომ საქართველოში დეპუტატები არ მუშაობენ, ესე იგი მითუმეტეს ქონია დრო.
zaza
კარგი სტატიაა, ვისაც აინტერესებდა, ის უყურებდა თუნდაც მეორე თუ მესამე ნაკრების თამაშს
namdvili zaza
თუ მომავალში, სამართლიანად გაგვიჩნდება რაიმე მოთხოვნა ფედერაციის მიმართ, დაიმახსოვრეთ - - ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან! სიმბოლური იყო კობის გაწევრიანდა" უნიათების პოლიტიკურ გუნდში...
ნათია
ეჰ, ამათ ამოგვაპწნეს და ნორმალური გუნდი რას გვიზამდა? სტატიის ავტორს მადლობა.
MAXSIMUS
ერთიდაიგივეს წერთ კოპა დელ რეიზე და სხვა რაღაცეებზე. იტალიაში იუვე 2-1 მილანი იყო და ერთი არ გიხსენებიათ ეს არის ლელო?!. სირცხვილია
joni
ნეტავ რა არის საყურებელი
buxrika
ჯერ ვინმემემ ის გამაგებინეთ უზბეკეთთან და იორდანიასთან რატო დაგეგმეს თამაში ცოტა ნორმალური გუნდი არ არსებობდა?
gaga
კობიაშვილს, მაგ რწმუნებით წამოხვედი გერმანიიდან, რომ პარლამენტის დეპუტატიც ყოფილიყავი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც შენი თავკაცობით ფეხბურთის განვითარება შეფერხებულია ღამეებს უნდა ათენებდე როგორ გამოიყვანო ქართული ფეხბურთი კრიზისიდან სამაგიეროდ მივიღეთ უარესი ყველა ასაკობრივ ნაკრებს დაღმასვლა აქვს ყველგან პოზიციებს ვთმობთ. დასანანია უფრო ის, რომ მთელი ერი შენს გვერდით იდგა მაშინ ეხლა კი პირიქითაა საქმე.მოუგვარებელია მთლიანად საფეხბურთო სისტემა, გთხოვთ მიიღოთ და გამოიყენოთყველა საშუალება ბოლოს და ბოლოს გაახაროთ გულშემატკივრები პირველი წარმატებებით.
sadio mane
თუ მათი ბრალი არაა ტყუილს რატო იგონებენ რო უზბეკებს დახურული თამაში უნდათო? და მარტო ფედერაციაზე წაიკითხეთ აქ აზრი? საზ მაუს მოვალეობაა ეგ და ეს კომენტარები ისევ იმ ავბედით კამპანიას მაგონებს "გავაუქმოთ ქართული ფეხბურთი". მართლა ფიქრობთ რო მსოფლიოში N1 სპორტის სახეობა უნდა გუქმდეს? და რა ვქნათ ყოფილ ფეხბურთელ მოქმედ პარლამენტართა დახმარების ფონდი რო გავხსნათ? ნუ პრინციპში არაფორმალურად ეგრეა მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა ფორმალურად როცა ჩამოყალიბდება ორგანიაზცია :) ვაი ჩვენს პატრონს
daviti
რაც არ უნდა მაგარი იყოს კობიაშვილი ამ ყველაზე დაუსაქმებელ ქვეყანაში, ლოგიკურია ერთი ადამიანი იყოს ორ ძალიან მნიშვნელოვან თანამდეობაზე ერთდროულად??? მე დარწმუნებული ვარ რომ არა, ვერც ერთს ვერ გააკეთებს საფუძვლიანად. სამწუხაროდ
vaime
ეს მართლა ფედერაციის ბრალია? იმიტომ რომ კობი დეპუტატია, დუბაიდან ჩვენი მესამე თუ მეოთხე ნაკრების თამაში ვერ ვნახეთ? ვაი სირცხვილო. ასე უნდათ ამათ ევროპაში შესვლა?
nykri
კიდევ კარგი რომ ვერ ვუყურეთ,რას ვნახავდით კარგს
გოგა
პირიქით მადლობა ფედერაციას რომ არ გვაჩვენეს ჩვენი ნაკრების თამაში.ეს ორივე თამაში იყო საცოდაობა და სირცხვილი.პასი არ იციან.კარში ვერ ურტყამენ.ჯარიმას ვერ ასრულებენ.პენალტის დამრტყმელიც არ ყავთ ალბათ და თავით ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია
გუჯა
ფეხბურთშI კი არა მარტო რომელ სფეროშიც გინდათ ნახეთ განუკითხაობაა ახლობლობით ნათესაობით და კიდევ აღარ მინდა ვთქვა.... ასე საქმე არ კეთდებააა ის ხომ ვაი იყო ესენი კიდევ უარესიიი
ლუკა
ქვეყნის მთავარი სპორტული გამოცემა რომ გაკრიტიკებს, ათასაობით მოტყუებულ გულშემატკივართან ერთად, იქნებ ნება იბოძოს სფფ-ს ხელმძღვანელობამ და რეაგირება მოახდინოს? შემძვრალან ოფისებში თუ პარლამენტში და ყურსაც არ იბერტყამენ!
შალვა
იმედი მაქვს რომ იმ საშინელებას, რასაც ქართული ფეხბურთი და ქართველი ფეხბურთელი ქვია, საერთოდ ამოიღებენ სატელევიზიო ბადიდან.
დათო
ძალიან კარგი სტატიაა, მადლობა ამ სტატიის ავტორს ნიკოლოზ ნეფარიძეს. ფეხბურთი არის N1 სპორტი მსოფლიოში და საქართველოშიც, N1 სპორტის სახეობის პირველი ნაკრების ყველა თამაში უნდა იყოს გადმოცემული, ეს თამაში იქნება ამხანაგური თუ ოფიციალური. ე.წ. საზ მაუს არა აქვს უფლება გამოიგონოს მიზეზები იმისა თუ რატომ არ აჩვენეს ნაკრების თამაში. გაგახსენებთ რომ ე.წ. 2014 წელს საზ.მაუმ წყალბურთის ფლეიოფის პირველი მატჩის საქართველო - თურქეთის ნაცვლად რუსეთი - ამერიკის ხოკეი გვიჩვენა. ასე რომ ჩემი ხელფასიდან დაქვითული თანხა ნაგავ ტელეკომპანიაში მიდის.
guri
უზბეკებთან და იორდანიასთან რეპორტაჟები არა, U19 -ის და U17-ის სუსტი გამოსვლა, რომელზეც ფედერაცია არაფერს გვეუბნება. ჩამოგვეძინა, თუ რა ხდება?
რეზო
გეხვეწებით გულწრფელად მიპასუხეთ, მართლა გინდოდათ მაგის ყურება? ნერვები საერთოდ არ გაქვთ? არც თავმოყვარეობა? მადლობა ლევან კობიაშვილს იმისთვის რომ ის საცოდაობა თქვენ ეროვნულ ნაკრებს რომ ეძახით, ამ გაუბედურებულ ხალხს არ ანახა. რაც შეეხება უზბეკეთის სტრიმს, იქ ხალხი ერთმანეთში საუბრობდა თუ რა საცოდავი ფეხბურთელები გვყავს და ა.შ. არამგონია ვინმეს თამაშისთვის ეყურებინოს...
დათო
გვიფრთხილდებიან ფედერაციაში, იციან რომ საქართველოს ნაკრების ყურება ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას.
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...