მამუკა გორგოძემ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში სანაკრებო და საკლუბო ამბებზე ისაუბრა
საქართველოს რაგბის კავშირმა ახლახან "ბორჯღალოსნების" ახალი კვართის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძეც ესწრებოდა.

- ახალი კვართი, ახალი ფერი - "ბორჯღალოსნების" ფორმის პრეზენტაცია [PHOTO]

ის საფრანგეთიდან მოკლევადიანი შვებულებით იყო ჩამოსული და, ცხადია, მასთან ქართველი ქომაგებისთვის საინტერესო თემაზე სასაუბროდ შანსი ხელიდან არ გავუშვით.

ახალი ფორმები ნაკრების კაპიტანს მოეწონა და დასძინა, მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე, იმედია, კიდევ უფრო დაიხვეწებაო.

- მალე "ევროპა რაგბის ჩემპიონატის" მორიგი გათამაშება დაიწყება. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 11 თებერვალს ბელგიაში გამართავს. ნაკრების თავკაცის, მილტონ ჰეიგის გადაწყვეტილებით, ამ და მეორე შეხვედრაში გერმანიის ნაკრებთან, ძირითადად ახალგაზრდა მორაგბეები არიან გამოძახებული...

- მივესალმები ამ ფაქტს. უფლება არ მაქვს მწვრთნელის კომპეტენციაში ჩავერიო, მაგრამ მიმაჩნია, რომ არა მარტო პირველ ორ მატჩში, კარგი იქნება, თუ ყველა შეხვედრაში ახალგაზრდული შემადგენლობით ვითამაშებთ.

რომ წავაგოთ კიდეც, თუნდაც რუმინეთთან, ვფიქრობ, ეს აუცილებელია. თუ ახლა არ ვენდეთ ამ მოთამაშეებს, მაშინ მსოფლიოს თასზე როგორღა ვანდოთ თამაში. არადა, მათ შორის საკმაოდ ბევრია ისეთი, რომლებსაც უკვე შეუძლიათ, ძირითად შემადგენლობაში თამაშზე პრეტენზია ჰქონდეთ.

- თქვენ რომელ გუნდებთან ითამაშებთ ნაკრების შემადგენლობაში?

- ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, ვფიქრობ ბოლო ორ ან სამ მატჩში. ვნახოთ, განვიხილავთ და გადავწყვეტთ.

- იაპონიაში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. თუმცა, ალბათ, ქომაგებისთვის საინტერესოა, რას უნდა ველოდოთ ამ შეჯიბრებიდან. რა გეგმას დაისახავს ჩვენი ეროვნული გუნდი?

- ვფიქრობ, იაპონიაში გასამართ მსოფლიოს თასზე ისევ ორი მატჩის მოგება უნდა დავისახოთ მიზნად. არ მჩვევია გულშემატკივრებს დაპირებები მივცე. არც ღირს გადამეტებული მოლოდინის შექმნა. ორი მოგება, სავარაუდოდ, მაქსიმუმი იქნება, რაც ძალიან ძნელი მისაღწევია. თუ მესამესაც მოვიგებთ ამას რა აჯობებს, მაგრამ ეს იქნება "დესერტი". მთავარია, სხვა შეხვედრებში ღირსეულად ვიბრძოლოთ.

- ბოლოს საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე ითამაშა. როგორ შეაფასებდით ჩვენი გუნდის თამაშს?

- იაპონიასთან ნაჩვენები შედეგით ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ასეთი უპირატესობა რომ გაქვს, ის შეხვედრა არ უნდა წააგო. სამოას დამარცხებით, ცხადია, გახარებულნი ვართ. მართალია, ამ გუნდს რამდენჯერმე მოვუგეთ, მაგრამ ხელწამოსაკრავი ნამდვილად არაა.

შოტლანდიაში კი, ნამდვილად შეიძლებოდა უკეთესი თამაში. მასპინძლებმა თავიდანვე მაღალი ტემპი შემოგვთავაზეს, მოედანი სინთეტიკური იყო, რაც მათ სისწრაფეს კიდევ უფრო ზრდიდა, ამიტომ ცოტა დავიბენით. მეორე ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ. პრობლემაც ბევრი შევუქმენით. არადა, შოტლანდიის ამჟამინდელი ნაკრები ძალიან მაღალი ხარისხის რაგბის თამაშობს. ერთ-ერთი საუკეთესო უკანა ხაზი ჰყავს ევროპაში. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ ახლა კიდევ ერთხელ რომ ვეთამაშოთ, ბევრად მეტად გავამწარებთ, ვიდრე ეს განვლილ მატჩში მოხდა.

- საკლუბო ამბებზეც გკითხავთ. რა სჭირს "ტულონს"?

- გუნდში ბევრი მწვრთნელი შეიცვალა და ვერაფრით დავლაგდით. ძნელია ასეთ დროს ყველას ერთნაირი კონცენტრაცია ჰქონდეს. ტრავმირებული მორაგბეც ბევრი გვყავს და ყველაფერმა ერთად გუნდის თამაშს ხელი დაატყო.

- ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მეოთხედფინალში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" ეთამაშებით. ფრანგული მედია იტყობინებოდა, რომ ამ ამბით გახარებული იყავით.

- ცოტა გადაამლაშეს. "კლერმონი" ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ამჟამად ძალიან მაგარ ფორმაშია. ცხადია, მისსავე მოედანზე უძნელესი თამაში გვექნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ რომ მოვიგოთ. ბოლოს მათთან მცირედით დავმარცხდით და შეგვიძლია, მაშინდელზე უკეთ ვითამაშოთ. აი, სულ ეს იყო, რაც ვთქვი.

- "ტულონს" არც ჩემპიონატში მისდის ისე საქმე, როგორც ასეთი მაღალი დონის მორაგბეებით დაკომპლექტებულ გუნდს ეკადრება...

- მიუხედავად ამისა, მაინც ჩემპიონობას ვაპირებთ. ახლა, ძალიან კარგი კალენდარი გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ რეგულარულ გათამაშებას პირველ ან მეორე ადგილზე დავასრულებთ. მერე კი, პლეი ოფში ვნახოთ. ამ გუნდს შეუძლია ნებისმიერი სიძნელის გადალახვა. კი ამბობენ, "ტულონი" ისე ვერ არისო, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nemo
თაობათა ცვლისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ისე ძლიერი გუნდები არ ყალიბდება ეხლა ყველაზე კარგი შანსია რეზერვის შესამიწმაბლად
ფერნანდო
მამუკა ყოველთვის გამოირჩევა სიტუაციის რეალური ხედვით და სწორი ანალიზით, ყოველგვარი ბაქი-ბუქისა და ეიფორიის გარეშე, რაც ძალიან დასაფასებელი თვისებაა. ცუდი სხვა რამეა--ისე მივეჩვიეთ ცრუ, გაბერილი დაპირებების მოსმენას რომ რეალური გეგმები აღარ მოგვწონს და გვეცოტავება . წარმატებებს გისურვებ მამუკა, ნამდვილად ერის საამაყო კაცი ხარ!
ფერნანდო
მამუკა ყოველთვის გამოირჩევა სიტუაციის რეალური ხედვით და სწორი ანალიზით, ყოველგვარი ბაქი-ბუქისა და ეიფორიის გარეშე, რაც ძალიან დასაფასებელი თვისებაა. ცუდი სხვა რამეა--ისე მივეჩვიეთ ცრუ, გაბერილი დაპირებების მოსმენას რომ რეალური გეგმები აღარ მოგვწონს და გვეცოტავება . წარმატებებს გისურვებ მამუკა, ნამდვილად ერის საამაყო კაცი ხარ!
Lasha
ეს კაცი არის პროფესიონალი (მამუკას ვგულისხმობ), შესაბამისად, ლაპარაკობს პრაგმატულად და ნუ გვიკვირს, რომ ჩვენი, ემოციებზე დამყარებული შეხედულებებისგან განსხვავებულად ფიქრობს. აი სტატიის სათაური (ინტრიგა) კი ჟურნალისტიკის ალბათ ყველაზე იაფფასიანი და გაცვეთილი ხრიკია. ჩემი ღრმა რწმენით, მორალურად არცთუ გამართლებული.
dato
მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა მამუკას ბოლო პერიოდია ვეღარ ვცნობ, მინდა იყო გულანთებული ქართველი და გულანთებული მორკინალი და ტრამვების დედაც... სხვანაირად ქართველს ცარმატებები არ ექნება,გისურვებ წინ სვლას.
GELA 2
ტარიელ ! ეს ხრიკია ჟურნალისტური, მაგრამ აი ჭკვიანურია თუ არა რა გითხრა, ამით თავის პროდუქტს ყიდიან. რაც შეეხება მამუკას ნათქვამზე კომენტარს, ვიტყვი, რომ კარგი აზრია ახალგაზრდების გამოყვანა ასეთ თამაშებში ( მე მგონი).
mamulo
კი მაგრამ მერე რეიტინგს რა ვუყოთ,რუსეტიც რომ გადაგვასწრებს ტუ მაგ ლოგიკას მივყვებით მამუკა?
მერაბი
ყველა, ყველა პოლიტიკოსი ფლიდი და ნაძირალაა მამაკას მათ შორის ვერ ვხედავ
ტარიელი
სათაური უკუღმართულად რატომ დაწერეთ? თუ ინტერვიუს არ წაიკითხავ ვერ გაიგებ სათაურის მნიშვნელობას !
სოსო
კაცია და იცის სიტყვის ფასი. მამუკა ქართულ პოლიტიკაში ხომ არ გაგვეშვა?შეიძლება ვერაფერი გააკეთოს,მაგრამ ერთი სიტყვის პატრონი და პატიოსანი კაცი მაინც გვეყოლება პოლიტიკაში. ვხუმრობ,რა თქმა უნდა,მაგრამ სამომავლოდ....კაცნი ვართ.
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
რაგბი. ლეგიონი: შარიქაძის ლელო, ასეიშვილი - სიმბოლურში [VIDEO]
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ქართველი ლეგენდა "მშობლიურ" კლუბს დაუბრუნდა
ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე "ჩელენჯ კაპის" მფლობელები გახდნენ
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძე "ეკიპის" რჩეულებში
რაგბი. ლეგიონი: ზირაქაშვილი დაშავდა, კოლელიშვილი ბრუნდება
ზირაქაშვილი, კოლელიშვილი და გიორგაძე საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
დავით ზირაქაშვილი: თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
რაგბი. ლეგიონი: მირცხულავასა და ვეფხვაძის "ოიონაქსი" ელიტაშია, კიდევ?