ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჯერ ამას უნდა ვუშველოთ, ანუ დიდი შემობრუნების მოლოდინში!

ჯერ ამას უნდა ვუშველოთ, ანუ დიდი შემობრუნების მოლოდინში!

ჩვენი ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან სფფ სიახლის შეთავაზებას აპირებს კლუბებისთვის, რომელიც, შეიძლება, ბევრ ჩინოსანს არც ესიამოვნოს
სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივრის წერილი მივიღე. ფეხბურთში ბევრის მნახველი, ვეტერანი ქომაგი მწერს - გამოვყო ეროვნული ჩემპიონატის ერთი მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარების გარეშეც ჩვენი პირველობის პროგრესზე წერა, ფიქრი და საუბარი წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი.

სიმართლეს თვალებში უნდა ჩავხედოთ: დღეს ქართულ ფეხბურთში იმდენი პრობლემაა, მართლა ჭირს ერთის გამორჩევა. ეს დღეებია, სულ ამაზე ვფიქრობ და მაინც არის ერთი დიდი სატკივარი, რომელსაც აუცილებლად უნდა ვუშველოთ.

ერთ საინტერესო და მისასალმებელ ნოვაციასაც შევეხებით, რომლის თაობაზეც ამ ცოტა ხნის წინ "ჩიტმა" მოგვიტანა ამბავი და რომლის განხორციელებაც, ჩვენი ინფორმაციით, უკვე მომავალი სეზონის საქმეა.

ვინ სად თამაშობს?

რა სჭირდება ფეხბურთელს იმისათვის, რომ მან ბოლომდე გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები? რა თქმა უნდა, პირველ რიგში კარგი მინდორი და კომფორტული სტადიონი. ქართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა კი დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ცხადია, ჩვენ სულაც არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ექნებათ თუ არა კარგი მინდვრები, საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ოსტატობით ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს გაუტოლდებიან, მაგრამ მათი თამაშის ხარისხი რომ გაუმჯობესდება, პირადად ჩემში ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს რამდენიმე ჩვენი კლუბი საკუთარ არენაზე ვერ თამაშობს, ეს კი, თანამედროვე საფეხბურთო ტენდენციების გათვალისწინებით, აშკარა ანომალიაა. მეორე საკითხია ის, რომ ჩვენი კლუბების მოზრდილი ნაწილის სავარჯიშო პირობები, რბილად რომ ვთქვათ, შორსაა იდეალურისაგან. გადავხედოთ, რა მდგომარეობაა ინფრასტრუქტურის კუთხით საქართველოს პირველობაზე მოთამაშე გუნდებში.

დინამო (თბ).

საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. კლუბის განკარგულებაშია ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელი ბაზა, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. გამართულად, შესანიშნავ პირობებში მუშაობს საკლუბო აკადემია. "დინამო არენა" კი არათუ ქართულ, ევროპულ სტანდარტებსაც ბოლომდე აკმაყოფილებს.

ლოკომოტივი.

გუნდს აქვს კარგი სტადიონი და საწვრთნელი ბაზა. ამადაცაა, "ლოკომოტივი" საქართველოს ჩემპიონატში წარმატებულ თამაშთან ერთად, ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდასა და მათ ევროპულ გზაზე დაყენებას რომ ახერხებს. ბოლო წლებში "ლოკომოტივი" ყველაზე გამართულად მუშაობს სატრანსფერო კუთხით. ამ გუნდის ბევრმა აღზრდილმა გაიკვალა გზა ევროპულ ფეხბურთში. საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ყველანაირი პირობაა ფეხბურთელის ზრდა-განვითარებისთვის.

საბურთალო.

გუნდი საშინაო მატჩებს ვაკეში ატარებს. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, "საბურთალოს" შეხვედრები მშობლიურ "ბენდელაზე" გაემართა, მაგრამ ქვეყანა არც ამით ინგრევა. ცალკე თემაა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა. ამ კუთხით "საბურთალო" ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ეროვნულ, ახალგაზრდულ თუ ასაკობრივ ნაკრებებში მრავლად არიან ამ კლუბის აღზრდილი ფეხბურთელები. რამდენიმე მათგანი წარმატებით თამაშობს უცხოურ კლუბში.

ტორპედო.

კლუბს აქვს სტადიონი და საწვრთნელი ბაზა. ინფრასტრუქტურის მხრივ, ქართული რეალობის გათვალისწინებით, თითქმის ყველაფერი რიგზეა. ეგაა, სტადიონზე ცოტა უკეთეს მინდვრის საფარს ვისურვებდით, საღორიას საწვრთნელ ბაზაზე კი - ცოტა მეტ კომფორტს. და მაინც, ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქუთათურებს საწუწუნო არაფერი აქვთ.

ჩიხურა.

გუნდი საშინაო მატჩებს ზესტაფონში, "დავით აბაშიძეზე" ატარებს და ხშირად იმავე არენაზე, ან "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშობს. საწვრთნელი პროცესი მიდის თბილისშიც. ჩვენი აზრით, თუნდაც მიმდინარე ჩემპიონატში საჩხერულ კლუბს უკეთესი შედეგები ექნებოდა, საკუთარი კერა რომ ჰქონდეს. ამაზე კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად ფიქრობს და არცთუ შემთხვევით: "ჩიხურა" გრძელვადიანი პროექტია და საჩხერელები უარს არც ევროპულ წარმატებაზე იტყვიან, ამას კი შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა სჭირდება.

სამტრედია.

გუნდი მატჩებს საკუთარ "ეროსი მანჯგალაძეზე" მართავს. რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო დროს ამ ხელოვნურსაფარიან არენას ძალიან დიდი დატვირთვა დააწვა - იქ მხოლოდ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი როდი აგორებს ბურთს. სამტრედიელებს არაერთხელ შეუშველებიათ ხელი შეჭირვებული ქართული კლუბებისთვის...

დინამო (ბთ).

მართლაც სირცხვილია, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ და წარმატებულ კლუბს საშინაო არენა რომ არ აქვს. ის კი არა, ზღვისპირელებს სავარჯიშოდ საკუთარი ქალაქიდან აყრა და ბოლო წლებში მშობლიურად ქცეულ "ჩელე არენაზე" გადაბარგება უწევდათ. თითქოს, ვითარება იცვლება, მაგრამ არცთუ - კარდინალურად. რა თქმა უნდა, ეს ბოლომდე აისახება კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ბათუმში სტადიონის აშენებას საშველი არა და არ დაადგა. ეს უკვე ის პრობლემაა, რომელზე წერა და ლაპარაკი მოსაბერზრებელიც კი ხდება.

დილა.

"თენგიზ ბურჯანაძეზე" მიმდინარე სამუშაოების გამო, "დილა" დროებით მოსწყდა საშინაო ასპარეზს. გორელებმა

ბოლოს ზესტაფონში, "დავით აბაშიძეზე" უმასპინძლეს "კოლხეთს".

კოლხეთი.

ფოთელები საშინაო შეხვედრებს "ჩელე არენაზე", ქობულეთში მართავენ. ბუნებრივია, ეს ფაქტორი მათ სასარგებლოდ სულაც არ მოქმედებს. ფოთშიც არ დაადგა საშველი თანამედროვე სპორტული არენის აშენებას, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მოწესრიგებას. არადა, ეს ხომ ის ქალაქია, სადაც პირველად დაირწა ქართული ფეხბურთის აკვანი.

შუქურა.

კიდევ ერთი გუნდი, რომელიც "ჩელე არენაზე" ატარებს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს. ეს სტადიონი ქობულეთელთა საშინაო ასპარეზია. ალბათ, თვითონ ქობულეთური კლუბის ხელმძღვანელებიც დაგვეთანხმებიან: სასურველია, ამ სტადიონზე საერთოდ არ ითამაშო ფეხბურთი. ან, უკიდურეს შემთხვევაში, მას დატვირთვა უნდა შეუმცირდეს.

...შეგნებულად არ შევასრულებთ მარტივ მათემატიკურ ოპერაციას და არ დავწერთ, რამდენი გუნდისთვისაა უდიდესი პრობლემა ის, რასაც ჩვენი წერილის პირველ ნაწილში შევეხეთ. რა თქმა უნდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც მშვენივრად ხვდებიან პრობლემის არსსა და მასშტაბს, ფიქრობენ მის მოგვარებაზე...

უმნიშვნელოვანესი ინიციატივა

ცოტა შორიდან დავიწყოთ და ერთხელაც გავიმეოროთ ის, რაც აქამდე არაერთხელ დაგვიწერია. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ქართულ ფეხბურთს აქამდე არნახული სუბსიდია გამოუყო, ჩვენი კლუბების ხელმძღვანელთა უმრავლესობისთვის ცხოვრება გამარტივდა. ბევრი მათგანი თითქმის აღარ ხარჯავს ფულს, რადგან სახელმწიფოს მიერ შეშველებული თანხა, ასე თუ ისე, საკმარისია ფეხბურთელების ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ეს ერთი მხარეა, მეორე კი ისაა, რომ ეს ფული, საკმაოდ სოლიდური თანხა, მხოლოდ იმას ხმარდება, რომ როგორმე დღევანდელობა გადავაგოროთ. ჩვენ საერთოდ აღარ თუ ვეღარ ვფიქრობთ პროგრესზე და თუ ეს ასე გაგრძელდა, გრძელვადიან პერსპექტივაში დახარჯული მილიონები ვერანაირ სარგებელს ვერ მოგვიტანს.

ამაზე საჯაროდ ჯერ არავის უსაუბრია, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან ფეხბურთის ფედერაცია გარკვეული სიახლის შეთავაზებას აპირებს ჩვენი კლუბებისთვის, რომელიც, შეიძლება, ბევრ ჩინოსანს არც ესიამოვნოს, მაგრამ ჩვენი აზრით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი და მისაღები გზაა.

იმთავითვე უნდა დავამშვიდოთ გულშემატკივარი: ფეხბურთის განვითარების პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება, ოღონდ, არცთუ მცირე კორექტივებით: ყველა ლიგაში მოასპარეზე თითოეულ კლუბს მკაცრად განესაზღვრება ის თანხა, რომელიც მან ფეხბურთელების ხელფასებს უნდა დაახარჯოს, და მთავარი - ყველამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის მოზრდილი წილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება-შექმნაზე დაიხარჯება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩვენგან კრიტიკა არასოდეს აკლდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვით და, იმედია, მოვლენები სწორედ ისე განვითარდება, როგორც ჩვენმა წყარომ გვაცნობა.

მართლაც, ჩვენი კლუბების მეტი წილის მოქმედება იმას ჰგავს, სახლის შენება საძირკვლიდან კი არა, სახურავიდან რომ დაიწყო, ეს კი შედეგს ვერაფრით მოიტანს. ერთ დღესაც სახელმწიფო მიხვდება, რომ ამ მილიონებს წყალში ყრის და მერე... წერა კი არა, ფიქრიც არ მინდა იმაზე, რა შეიძლება მოხდეს...

ეს ინიციატივა, თუ ის ბოლომდე იქნება განხორციელებული, ალბათ საბოლოოდ მოსპობს ჩვენში ექვსთვიანი და ერთწლიანი გუნდების ავად სახსენებელ პრეცედენტებს, რადგან ის, ვინც მომავალს ჩაუყრის საფუძველს, არავითარ შემთხვევაში არ იფიქრებს მხოლოდ დღევანდელ დღეზე.

ძალიან საინტერესოდ და მიმზიდველად მოსჩანს ეს ყველაფერი. ეგაა, ძალიან მეშინია, ისევ ჩვენეული გასაღები არ მოვარგოთ ამასაც, ისევ არ ვეძებოთ ხვრელები იქ, სადაც შესასვლელად ფართო კარია. ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ხალხის უმრავლესობას, ცოდვა გამხელილი სჯობს და, ამაში ბადალი არ ჰყავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vep1963

ბატონო ალეკო-კლუბების მესვეურებს თანხებს ,რომ ფეხბურთელთა ხელფასების დასაკმაყოფილებლად გამოუყოფ ,სწორედ ეს არის პატივცემულო სახლის სახურავიდან შენება.როგორც ზემოთ ჩამონათვალიდანა სჩანს ქვეყანაში სამ კლუბს თუ ექნება ასე თუ ისე ნორმალური საწვრთნელ სათამაშო პირობები .ჰოდა ბატონო აქედან გამომდინარე ეს სახელმწიფო დახმარების80% უნდა მოხმარდეს დანარჩენი კლუბების მატერიალურ ტექნიკური ბაზების შექმნასა და მწვრთნელ დამრიგებელთა კადრების მომზადებას ხოლო ის დარჩენილი 20%-კი ხელფასებს.თავიდან ბუნებრივია სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი სამი გუნდი იქნებიან ფავორიტები ყოველთვის ,მაგრამ ნელ ნელა სხვა კლუბებიც მომძლავრდებიან ,რადგანაც საპირწონე პირობებში მოამზადებენ თავიანთ ფეხბურთელებს.მიუხედავად ფავორიტ კლუბებთან ხელფასებში სხვავობისა ეს ფეხბურთელები პროგრესის გზით წავლენ .ჩვენდა სამწუხაროდ ეს ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალია,ვინაიდან საქმის უნიათოდ ,თუ არ გვინდა რომ ვთქვათ დანაშაულობრივად წაყვანისა ;საკმაო დრო გვაქვს დაკარგული.

• გელა

კი მაგრამ,შენი ქალაქის ძალიან სიმპატიური გუნდი თავის საბავშვო გუნდებიანად თავის ქალაქში რომ ვერ თამაშობს,ამ თემაზე რატომ არაფერს წერ?თუ ეს თემა შენ არ გეხება?

• tamazino

ზუსტად იმიტომ რომ კრძო კლუბი მაქვს და 1982 წლიდან ვმონაწილეობ ეროვნულ ჩემპიონათსი, უარი მითხრეს დაფინანსებაზე პროგრამის ფარგლებში, ბოლო 2 წელი არ იყავით და თან კერძო კლუბი ხართო, ფული რომ მქონოდა რად მინდა სახელმწიფოს ფული? მაგრამ სხვებს თუ მიეცი მე და ჩვენნაირმა კლუბებმა რა დავაშავეთ?

• lasha

კობიაშვილიი უმაგრესი ადამიანია მე მჯერავს მისიი თავიდანვეეე ლაპარაკობდა ამ სქემებზე და განვითარების ამ გზაზე მაგრამ პირვლივე წელს არ აშენა ყველა ქალაქში სტადიონი და არიქააა ლანძღვა დაუწყოო იქ ჩინოვნიკებმაა ფულს რატო გვიკონტროლებს თუ გვაძლევსო დ აიმათაც გაკიცხეს მოკლედ კობიი ხალხი შენს გვერდში ვართ მადლობააა იმისთვის რო ფეხბურთს გვიცოცხლებ

• dato

უნდა გაუქმდეს ყველა სახელმწიფო კლუბი, რადგან მხოლოდ ხალხის ფულის გადაყრა და ჭამაა სხვა არაფერი, იყოს 6 კერძო კლუბი და კონკურენციის პირობებში. ეს 250 მილიონი რომ წყალში გადაყრილია ყველამ იცის, კარგი იქენბა თუ რაღაც ნაწილს შეწმის მაგივრად ინფრასტრუქტურას მაოხმარენ

• ფაშა ძლიერი

კარგი ინიციატივაა და კიდევ უფრო კარგი და აუცილებელი იქნება თუ ამ 5 წლიანი პროგრამი დამთავრებამდე ფედერაცია გამოაცხადებს რომ რომელი კლუბიც არ იქნება კერძო საკუთრებაში არ დაიშვება ჩემპიონატში.

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა

თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]