ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. D ჯგუფი. VI ტური
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საგარეო შეხვედრაში მოლდოვას დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში ქულები გაუყო. თუმცა ჩვენს გუნდს სხვა მიზანი ჰქონდა - ამ საკვალიფიკაციოში პირველი სამი ქულა უნდა მოგვეპოვებინა...

მატჩამდე

ვლადიმირ ვაისის გუნდს ამ შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე დააკლდა. იმთავითვე ვიცოდით, რომ ვერ ითამაშებდნენ ლევან მჭედლიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია და გიორგი ლორია, თამაშამდე ორიოდ დღით ადრე კი ჯანო ანანიძე და ვაკო გვილიაც დაგვაკლდნენ.

უკეთეს სიტუაციაში იყო მოლდოვის ნაკრები, თუმცა დანაკლისს ვერც იგორ დობროვოლსკის სამწყსო ასცდა - მასპინძლებს გუნდის კაპიტანი და ლიდერი ალეკსანდრუ გაცკანი არ ჰყავდათ.

კიშინიოვში მზიანი დარი იდგა. ჩვენს ნაკრებს საქართველოდან წამოსული ფანებიც ამხნევებდნენ. "ზიმბრუს" სტადიონის მინდვრის საფარს რაც შეეხება, ის მართლაც იდეალურ მდგომარეობაში იყო...

ვაისმა შესაბამისი დასკვნები გააკეთა სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ნათამაშები ამხანაგური მატჩის შემდეგ. შეიცვალა შემადგენლობა და ტაქტიკური სქემა. მთავარი სიურპრიზი კი სასტარტო თერთმეტეულში გიორგი არაბიძის გამწესება იყო...

ერთი რამ ცხადად დავინახეთ: ვაისმა სასტარტოში დააყენა ის ფეხბურთელები, რომლებიც შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ 7 ივნისის თბილისურ სპარინგში. ცოტა მოულოდნელი გვეჩვენა გიორგი მერებაშვილის სათადარიგოთა შორის გამწესება. კითხვები დაბადა ორი ჩამშლელის, ბუბა დაუშვილისა და ჯაბა კანკავას ერთად დაყენებამ. რაც შეეხება სამი ცენტრალური მცველით თამაშს, ეტყობა, ვაისმა რაოდენობის ხარჯზე სცადა ამ სათამაშო რგოლში არსებული ხარვეზების გამოსწორება.

საერთო ჯამში, 5 ნომინალური მცველი გვყავდა, მაგრამ ფლანგელ უკანახაზელებს - უჩა ლობჟანიძესა და გიორგი ნავალოვსკის - შეტევაში აქტიური ჩართვა დაევალათ.

მატჩის დაწყებამდე მოლდოვის ნაკრებიდან გააცილეს ვიქტორ გოლოვატენკო. 33 წლის მცველმა ეროვნული გუნდის მაისურით 63 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. სხვადასხვა დროს თამაშობდა "შერიფში", "ტირასპოლში", "ხიმკიში", "ყუბანსა" და "სიბირში". სადღეისოდ კი ბელცის "ზარიას" ღირსებას იცავს...

მატჩი

თამაში მცირეხნიანი დაზვერვით დაიწყო. პირველი ნახევარმომენტი საქართველოს ნაკრებმა შექმნა. გიორგი არაბიძის საჯარიმოს მეკარე ნამაშკო ადგილზე დაუხვდა. ამას მოლდოველთა არჩათვლილი გოლი მოჰყვა. ბურთი გაუმართლებლად დავკარგეთ. მასპინძლებმა შეტევა განავითარეს, რომელიც რადუ გინსარმა ზუსტი დარტყმით დაასრულა, მაგრამ შვედმა არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა და მასპინძლებს სიხარული არ აცალა...

თუმცა მალე გოლი მაინც გავუშვით - კოციუკის ჩაწოდების შემდეგ გინსარი ქართველ უკანახაზელებს დაუსხლტა და ანგარიში გახსნა. ცენტრალურ მცველებს იმ ეპიზოდში, რბილად რომ ვთქვათ, უკეთ თამაში მართებდათ...

მე-20 წუთზე საქართველოს ნაკრებს ძალიან რეალური მომენტი შეექმნა - ლადო დვალიშვილის თავური ზედ კარის ხაზზე გააქვავა მეკარე ნამაშკომ. იმ ეპიზოდში კარგად ჩააწოდა არაბიძემ...

ამას დვალიშვილისა და ნიკა კაჭარავას მცდელობები მოჰყვა, მაგრამ ისევ უშედეგოდ. 34-ე წუთზე დვალიშვილმა კაჭარავას ჩაუწოდა და მანაც ვარდნაში დაარტყა - მოლდოველები მცველის თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა.

36-ე წუთზე, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ ვაისს იძულებითი შეცვლის (უჩა ლობჟანიძე დაშავდა) გაკეთება მოუწია, მოლდოველებმა მეორე გოლიც გაგვიტანეს. ანტონიუკმა ჩვენი დაცვის მარცხენა ფლანგზე გაილაღა. ტრიბუნიდან ისე ჩანდა, რომ მას აშკარად გაექცა ბურთი (ჩვენი ვარაუდი ეპიზოდის გამეორებამ დაადასტურა) მინდვრის ფარგლებს გარეთ, მაგრამ... შვედმა არბიტრმა სხვანაირად შეაფასა ეპიზოდი და გოლი ჩათვალა...

რა თქმა უნდა, ეს იყო მსაჯების უხეში შეცდომა, მაგრამ პირდაპირ უნდა დავწეროთ - დაცვაში ასე თამაში არ შეიძლება!

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, ვაისმა კიდევ ერთი შეცვლა გამოიყენა - დაუშვილის ნაცვლად მინდორზე ვაკო ყაზაიშვილი შეუშვა, გუნდი კი 4-2-3-1-ზე გადააწყო.

ჩვენი გუნდი აშკარად გააქტიურდა. 53-ე წუთზე შეტევაში ჩართული გურამ კაშიას თავური მოლდოველმა მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა. ისე ჩანდა, რომ იქამდე მასპინძელთა საჯარიმოში კაჭარავას ხელით იჭერდნენ...

59-ე წუთზე გიორგი მაკარიძემ ორჯერ არ გაატანინა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გინსარს. იქვე, ნიკა კვეკვესკირს შორეული დარტყმა გაუცუდდა. 62-ე წუთზე კი არაბიძე ერთ მცველს გასცდა და შორეულ კუთხეში ოდნავ არაზუსტად დაარტყა...

ქართველთა მორიგი მომენტი: კარგი კომბინაციის შემდეგ კაჭარავას მშვენიერი მომენტი ჰქონდა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.

66-ე წუთზე ანგარიშში ჩამორჩენა შევამცირეთ. მინდორზე სულ რაღაც ერთი წუთის შესულმა გიორგი მერებაშვილმა ეშმაკური დარტყმით აიღო ნამაშკოს კარი. იმ ეპიზოდში კაჭარავამ მაგრად იბრძოლა, მერებაშვილმა კი, როგორც იტყვიან, "შეასრულა".

70-ე წუთზე ანგარიში უკვე თანაბარია და რჩება საკმარისი დრო გამარჯვებისთვისაც! ყაზაიშვილის შესანიშნავ დარტყმას მოლდოველთა მეკარემ ვერაფერი დაუპირისპირა. მალევე, არაბიძის დარტყმული ზემოდან სცდება მასპინძელთა კარს...

მე-80 წუთზე კი ჩვენც გადავრჩით. კვეკვესკირმა ცარიელი კარიდან თავგანწირული ნახტომით გამოიტანა ბურთი, არადა, გოლი გარდაუვალი ჩანდა.

ზედიზედ ორი მომენტი ჩვენ გვქონდა. ჯერ მეკარესთან პირისპირ გასულმა კაჭარავამ ვერ შეაგდო, მერე კი არაბიძემ გაარტყა ხარიხას. ამ ეპიზოდებში საფეხბურთო ფორტუნამ მოლდოველებსაც უშველა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

დასკვნის მაგიერ...

ვაისის ფორმაციის ნაკრებს ზნედ დასჩემდა ორი ტაიმის სხვადასხვა დონეზე ჩატარება. ამჯერადაც ასე იყო. მეორე ტაიმი, რომელშიც მეტოქე აშკარად დავჩაგრეთ, გაცილებით უკეთესი იყო ჩვენი გუნდისთვის. პირველიც რომ ამ დონეზე ჩაგვეტარებინა, უთუოდ მოვიგებდით.

იმ პირველში იყო აშკარა შეცდომები, რომლებიც სასწრაფოდ გამოსწორებას მოითხოვს. მეორე საკითხია შვედი არბიტრის ძალიან ცუდი მსაჯობა. რა თქმა უნდა, ყველაფერს მას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ, ჩემი აზრით, მან თამაშის შედეგზე გავლენა იქონია.

"ქამბექი" შედგა, ორბურთიანი დეფიციტი გავაბათილეთ, მაგრამ... მაინც გული დაგვწყდა. მოგება შეგვეძლო, მაგრამ სხვა ფაქტორებთან ერთად სტაბილურობამაც დაგვაღალატა.

ვლადიმირ ვაისი:

- "ლოგიკური შედეგია - ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ ყოფნის"

მუნდიალი 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. VI ტური

11.06. კიშინიოვი. ზიმბრუ

მოლდოვა-საქართველო 2:2

გოლები: 1:0 გინსარი (15), 2:0 დედოვი (36), 2:1 მერებაშვილი (66), 2:2 ყაზაიშვილი (70)

მოლდოვა (4-2-3-1): ნამაშკო - ციგირლაში (78. რაკუ), პოსმაკი, ეპურეანუ, ბორდიანი - ჩებოტარუ, კარპი (73. კოჟოკარი) - ანტონიუკი, კოციუკი (73. ბუგაევი), დედოვი - გინსარი.

სათადარიგოები: კოშელევი, პაშჩენკო, გრაური, პლატიცა, ანტონი, ბოლოჰანი, ანდრონიკი, მიჰაილოვი, პოტიმიჩე

მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი

საქართველო (5-2-2-1): მაკარიძე - ლობჟანიძე (35. კვეკვესკირი), კვირკველია, კაშია, ტაბიძე, ნავალოვსკი - დაუშვილი (46. ყაზაიშვილი), კანკავა - არაბიძე, დვალიშვილი (65. მერებაშვილი) - კაჭარავა.

სათადარიგოები: მიგინეიშვილი, კვასხვაძე, არაბული, ს. ლობჟანიძე, გვილია, შერგელაშვილი, ლობჯანიძე, ჯიღაური, კაკაბაძე

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გაფრთხილება: არაბიძე (79), ბორდიანი (88), კანკავა (89)

არბიტრი: ა. ეკბერგი (შვედეთი).

ჯგუფის სხვა მატჩები

ირლანდია-ავსტრია 1:1

გოლები: 0:1 ჰინტერეგერი (31), 1:1 უოლტერსი (85)

სერბეთი-უელსი 1:1

გოლები: 0:1 რემზი (35-პენ), 1:1 მიტროვიჩი (74)

- მ/ჩ 2018. VI ტური. D ჯგუფი: ერთნაირი სცენარით... [VIDEO]

მომდევნო ტური

2 სექტემბერი

საქართველო-ირლანდია

სერბეთი-მოლდოვა

უელსი-ავსტრია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იხილეთ ვიდეო

• გია

მართალია შემოვტრიალდით-უფრო ღრმა უფსკრულისაკენ

• CHumad

მე ესე მგონია რომ ვაისა არ იძახებს ფეხბურთელებს , დვალიშვილს და ლობჟანიძეს ნაკრებში რომ იძახებენ ხალხს უკვე აგრესია აქვთ და ნიუჯელი ამდენი ხნის მანძილზე მაინც იძახებს ამ ორ მოთამაშეს? სხვა თავები მარხია აქ ჩვენი ფეხბურთი ცინ კი არა უკან უკან მიდის ერთი ოფიციალური მატთს რომ ვერ მოიგებ ადამიანი რაც არ უნდა გენდონ და გიხანგძლივონ კონტრაქტი , სინდისი ნამუსი ხო უნდა გქონდეს რომ ადგე და ცახვიდეე, ესპანეთან მოგებული თამაში კიდევ იყო როგორი მომენტი იცი , ისინი ჩვენ ნაკრებზე ნელა დადიოდნენ კი არ დარბოდნენ უბრალოდ აგორავებდნენ ბურტს და სენსაცია დააფიქსირესს რაა , ვისაც ზღაპრების გჯერავთ რომ ესპანეთს მოუგეთ ბრძოლით დაიჯერეთ , 5 კაცი გვინდა ოქრიაშვილის ნაირი ჯილკიანი ბიჭი რა, გუნდში არ თამაშOბს ისე ჯილკით როგორც ნაკრებში ვენაცვალე მასეთ ფეხბურთელბსსს

• gia

რითი ჯობია დვალიშვილი დოლიძეს, ერთი კომპონენტი მაინც დაასახელოს ვაისმა! მაგ მწვრთნელს მემგონი თვალები მიხატული აქვს

• ბბბ

გოგაწ ვეთანხმები 100% ით, რა სანაკრებო ფეხბურთელები ესენი არიან, დაუმატეთ ამათ კიდევ კანკავა, რომელიც აშკარად რეგრესის გზას ადგას, დაუშვილის ჩაფხუტს ხვრელები უკანა აქვს თუ რაა ვერ გავიგე, სულ უკან პასი გინახავთ სადმე? ამას მხოლოდ დაუშვილი აკეთებს, ლობჟანიძეზე და დვალიშვილზე არც ღირს ლაპარაკი

• dave

ყველა გულშემატკივარს გვინდა და გავეხარდებოდა მოლდოვასთან გუშინდელ მატჩში გამარჯვება, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემი აზრით რამოდენიმე გარემოეება რის გამოც ეს შედეგი შეიძლება ჩაითვალოს დადებითად. 1) ასე ვთქვათ ძირითადის მოთამაშეების არყოლა ვინც თავიდანვე გარკვეულ იყო - მჭედლიძე, ქვილითაია, ოქრიაშივილი. 2) თამაშამდე მომხდარი ცვლილება - ანანიძე, გვილია. ეს ბოლო ორი მწყობრში რომ ყოფილიყო, გუნდი თაბიდანვე სხვა ტაქტიკით ითამაშებდა, ხოლო ვაისს ბოლო დღეს მოუწია არსებული რესურსით ტაქტიკის დაყენება, რაც არაა ადვილი საქმე. დაველოდოთ სექტემბრი თამაშებს, მითუმეტეს 2-ში ირლანდიას ვმასპინძლობტ, იმედია ზემოთ ჩამოთვლიილი ფეხბურთელები ფორმაში იქნებაინ, სასურველ შემადგენლობას შეკრებს და სამყურებს სახლში ყურებცამოყრილებს გავუშვებთ. წარმატებები ეროვნულს ნაკრებს !

• ana

კრიტიკულ აზრს ნუ ბლოკავთ..

• xorxe

რამდენი ხართ პროფესორებო, გამოდიტ აბა, დაგთვალოთ ერთი...

• toto

როდის შეეშვება ჩვენი ნაკრები ტაიმბოლის ყომარს :(((((((

• ქუთაისელი

გოგა სწორი ხარ,ფედერაციას არც იგი აინტერესებს, რატომ არ იყიდება ტორპედო.იციან მაგრამ არ ერევიან ამ საქმეში.

• zaza

სანდრო-ს. გაიხარე. მართლაც რეალური შეფასებაა, ვრაფერს იტყვის კაცი.

• parfiumer

ჯერ ჯერობით ტყემალზე ვართ ისევ... მარა რა უნდა მოთხოვო ვინმეს, სასტვენამდე როა თამაში ის ვერ დააზუსტეს ჯერ...

• zmo

რა ცოტა გვყოფნის, საშინელება იყო რაც გუშინ ითამაშა ჩვენმა ნაკრებმა ამ თაობამ ჩაისვარა და თავს ვერ ვანებებთ დვალიშვილებს, ლობჟანიძეებს და ა.შ, ათამაშეთ ახალგაზრდები არაბიძის ნაირები, ჯობია დღეს წავაგოთ თუნდაც მოლდოვასთან სამაგიეროდ ახალგაზრდები ისწავლიან და ხვალ მოიგებენ,

• სანდრო

საქართველოს ამხანაგურმა ნაკრებმა (მე ასე ვეძახი ნაკრბს რომელიც ესპანეთს ესპანეთში უგებს ამხანაგურს და სხვებსაც უგებს ამხანაგურებში,ხოლო ოფიციალურ სეხვედრებში მოლდოვას ვერც სახლში უგებს ვერც გასვლაზე)კიდევ ერძტხელ დაამტკიცა,რომ ი მხოლოდ ამხანაგური ნაკრებია

• otar

ვაისი ზალიან ჯკვიანი,გამოცტილი მცრტელია,ამაზე კარგი დიდი ხანია არ ხავდა....

• ziqenbud-s

უელსთანაც შეიძლებოდა მოგება,ხოლო ირლანდიასთან და ავსტრიასთან ფრის თამაში! 11 ქულა გვექნებოდა!)))

• S.P

he kai adamiano 5 mcvelit rom tamahob da mainc 2 burts gebulob sakutar karhi. ar vici ra. es mcvrtneli unda cavides droze saxhi.

• elgvisa

მე, პირადად, მიმაჩნია, რომ ვაისი ძალიან კარგი და ჭკვიანი მწვრთნელია.... კაცს რა რესურსიც აქვს - მაქსიმალურად იყენებს.... სხვა რა ქნას.... ხოლო მეორე ტაიმს ყოველთვის მწვრთნელი იგებს და ბევრჯერაც გააკეთა თავისი საქმე....

• გგგ

კრიტიკა ყოველთვის ადვილია, მაგრამ არ შეიძლება თავის მოტყუება. 3 ცენტრალური მცველით თამაში გუნდთან, რომელიც ჩვენსავით ერთ ტაიმს თამაშობს, სირცხვილია. 7 დაცვითი მოთამაშით ქეცბაიაც თამაშობდა და ახლაც იგივე მოხდა. თუ ყაზაიშვილი უთამაშებელია, არც სხვები არიან იდეალურ ფორმაში. ვაისი ამბობს, ჩვენ ვიცოდით, რომ მოლდოვა დაიღლებოდაო და ამიტომ 7 დამცველი დააყენა?

• ziqenbud

არადა მოლდოვის ნაკრებისთვის მაინც რო მოგვეგო ორივე შეხვედრა ეხლა შვიდი ქულით მშვენიერ პოზიციაზე ვიქნებოდით :(

• kkkk

გარტყმაში არახართ ჯურნალისტები.რას ერიდებით ვერ ვხვდები დაწერეთ რასაც ფიქრობთ.ამ გუნდს და საერთოდ საქარტველოს ნაკრებს კიდე ერთი 10 წელი შანსი არააქვს.

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

• გოგა

სად შემოვტრიალდით?ეს იყო პირველ რიგში მწვრთნელის არაპროფესიონალიზმის ბრალი და პლუს ფეხბურთელების უნიათობის ბრალი.ყველაზე არ ვამბობ.ზოგიერთმა ფეხბურთელმა არ იცის უბრალოდ თამაში ფეხბურთის.დვალიშვილი,ლობჟანიძე,კაჭარავა,დაუშვილი,არ არიან ნაკრების დონე კიარა საქართველოს ჩემპიონატის დონეც.ამას ხედავს პატარა ბავშვიც კი.პროგრესის მაგივრად გავექანეთ უფსკრულისკენ და წავიდეს ვაისი და მისი რაზმი მთლიანად სახლში.

• რომა

ეს გუნდი სენტ კიტსისა და ანტარქტიდის ნაკრებს თუ მოუგებს,თორემ ვაისისა და პარლამენტარ ფედერაციის პრეზიდენტის ხელში სხვა უკეთეს შედეგს ტყუილად ველით.სულ არ ჰკიდიათ ქართული ფეხბურთი!

• Lasha

ეს არის ის შედეგი, რის იქითაც ამბიცია არ უნდა გვქონდეს. უკვე მერამდენედ ვიღებთ ამის დასტურს.

სად შემოვტრიალდით?იცით სხვა ქვეყნებში სპორტული ჟურნალისტები და საერთოდ მასმედია როგორ გადამწყვეტ როლს ასრულებენ ფეხბურთის საქმეში?ერთიანი კრიტიკა,მწვავე,დანდობა არ უნდა იყოს საფეხბურთო მამების და მწვრთნელების,ისინი გადამხდელების,მოქალაქეების ფულს იღებენ,თუ არ შეუძლიათ მართვა გულშემატკივარმა და მედიამ უნდა აიძულოს რომ წავიდნენ,ასეთი დეგრადაცია როდემდე?თქვენ კიდე განგაშის ზარების მაგივრად,მონოტონურად,მოვალეობის მოხდის მიზნით ორ სიტყვას წერთ და იმასაც კრიტიკის გარეშე,სპორტული მედია კაცს ფედერაციის ფილიალი ეგონება..დროა ყველას მიუჩინოთ თავისი ადგილი,თავმოყვარეობა ასე მისხალ-მისხალ იკარგება და ყველაფერში შეგრძნება ჩნდება რომ არარაობები ვართ...ფედერაცია ამდენს გულშემატკივარს ვერ უნდა უბედავდეს,უნდა წაბრძანდნენ და გაიყოლონ თან ეს ვაი მწვრთნელები...ძალა და მუხტი უნდა იგრძნონ გულშემატკივარის,თავის ნებაზე რომ მივუშვით,როდემდე უნდა ვიტყუებდეთ თავს?

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა

მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?

სტეფან სიკაჩი: ეს თუ გამოსწორდება, საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატი გექნებათ

ჩეხეთმა მოლდოვას სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]

არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა

ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

საქართველო-მოლდოვის შემდეგ: გაორებული გრძნობით... [ნაწილი II]

მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

საქართველო-მოლდოვის შემდეგ: შედეგი პირდაპირ გვეუბნება... [ნაწილი I]

გურამ კაშია: მოლდოვასთან გოლები ვაისის არჩეული სისტემის გამო არ გაგვიშვია

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]

არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში

ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია