"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებენ
დღეს, 13 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მორიგ შეხვედრას არგენტინის თანატოლთა გუნდთან ჩაატარებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ტურნირზე ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებენ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა საბრძოლო რაზმი დაასახელა. გუნდში 12 ისეთი მორაგბეა, რომლებსაც ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან არ უასპარეზიათ. იმ შეხვედრაში, რომელიც მშრალი ანგარიშით დავთმეთ, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ და ამჟამადაც თამაშს იწყებენ გარემარბი აკაკი ტაბუცაძე, შუამარბი ბეჟან გავაშელიშვილი და შერკინების მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია.

ახლანდელი რაზმი ახლოსაა იმ შემადგენლობასთან, რომელმაც არგენტინასთან ტურნირის სტარტზე ითამაშა. 12 მორაგბე, რომლებიც 31 მაისს ძირითადში იყვნენ, ახლაც სასტარტოში არიან. მაშინ ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში დათმო შეხვედრა - 26:37.

"შესაძლო ვარიანტებიდან არგენტინა ყველაზე რთული მეტოქეა. ესაა ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც დიდი ხანია ამ დონეზე თამაშობს. არგენტინელები სწრაფი რაგბის მიმდევრები არიან, რასთანაც შეგუება ჩვენ ძალიან გვიჭირს. მართალია, ეს გუნდი ბოლო მატჩში სამხრეთ აფრიკასთან დიდი სხვაობით დამარცხდა, მაგრამ ამან არ უნდა მოგვატყუოს. რაგბიში ასეთი რამ ხდება და როგორც წესი, მომდევნო თამაშში გუნდი მოედანზე ორმაგი გაშმაგებით გადის.

აღდგენითმა პროცესებმა კარგად ჩაიარა და დასვენებულები ვართ. შემადგენლობაც ნორმალურია, სერიოზული ტრავმები არ გვაქვს. თუმცა, დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება. ველით, რომ არგენტინა თამაშის გაშლას ეცდება და იმ ზონებში შემოგვიტევს, სადაც პირველ მატჩში პრობლემები გვქონდა. ველით, რომ ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ, ვიდრე საფრანგეთთან.

სავსე ტრიბუნები და შეძახილები გვმატებს სტიმულს, მონდომებას, თამაშით მიღებული სიამოვნების გრძნობას, პასუხისმგებლობას, იმედს, რომ შენ უკან, მოედანის მიღმაც შენიანები დგანან და ზურგს გიმაგრებენ. ხშირ შემთხვევაში, მაყურებლის როლი გადამწყვეტია და მათი თანადგომის იმედი გვაქვს", - თქვა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელთა შემადგენლობაში არ იქნება გუნდის ლიდერი და კაპიტანი მარკოს კრემერი და მესამეხაზელი ბაუტისტა სტავილე. ასევე მთლიანად შეცვლილია პირველი ხაზიც.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ირლანდიასა და სამოას შორის გამარჯვებული იქნება. თუ დავმარცხდით, მაშინ მე-11 ადგილისთვის იმავე წყვილში წაგებულს შევხვდებით.

ჩვენი გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მატჩში გამარჯვება. ელიტაში ადგილი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, რათა მომდევნო თაობას ასევე მსოფლიოს საუკეთესოთა შორის შეეძლოს ასპარეზობა, გამოცდილების მიღება და ოსტატობის დახვეწა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლას კი ოთხი გუნდი განაგრძობს. დღესვე, ვაკის სტადიონზე სამხრეთ აფრიკის ნაკრები მოქმედ ჩემპიონ ინგლისს დაუპირისპირდება. ახალი ზელანდია, რომელიც გათამაშების უმთავრესი ფავორიტია, საფრანგეთის გუნდს ეთამაშება. ამ წყვილებში გამარჯვებულები ფინალში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

IX ადგილისთვის

საქართველო (15-9) მოდებაძე, ტაბუცაძე, გავაშელიშვილი, კვესელაძე, მესხი, აბჟანდაძე, აფრასიძე; (1-8) გოგიჩაშვილი, ლ.პაპიძე, ტაბიძე, საღინაძე, ჯიმშელეიშვილი, ჯალაღონია, 7. სპანდერაშვილი, მაჩალაძე.

(16-23) ჭავჭავაძე, ჭეიშვილი, გ.პაპიძე, ჯაიანი, კალმახელიძე, დვალიშვილი, წიკლაური, მამუკაშვილი

არგენტინა (15-9) დელგუი, მალანოსი, ფერარიო, კასტილიონი, გონსალესი, ალბორნოსი, საუსე. (1-8) პულელა, გონსალესი, ვივასი, მოლინა, მილანი, მედრანო, რუსი, მოლინა.

(16-23) ოვიედო, მარტინესი, ლუნა, პაულოსი, ვოლკერი, გარსია, დაირო, კარერასი.

IX ადგილისთვის

სამოა-ირლანდია

V ადგილისთვის

ავსტრალია-იტალია

უელსი-შოტლანდია

I ადგილისთვის

ახ.ზელანდია-საფრანგეთი

სამ.აფრიკა-ინგლისი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fff
მოიგო იმან, ვინც მეტად მოინდომა! ვულოცავ ბიჭებს ამ ისტორიულ გამარჯვებას! ნამდვილად მეტი სხვაობით მოვიგებდით ბოლოს ჯარიმები რომ დაგვერტყა, მაგრამ მთავარი შედეგია!
ქუთაისელი
ჩვენ ჯვარი გვწერია და მე-12 ადგილოსანი ვარდება ხო მხოლოდ, და ალაფაზე ითამაშებს მომდევნო ტურნირზე, ხო?
ქუთაისელი
იგებს ის ვინც დარბის სწრაფად.
soxumeli
ბიჭებს წარმატება!!! ვაზი დაუბრუნეთ ფორმას, ვაზი !!!
UNDA xmamagali natqvamia
სხვა საქმეა რა გვინდა და სხვა საქმეა რა შეგვიძლია ყველას გაგვეხარება არგენტინის დამარცხება ისტორიულად მოსაგებად გავდივართ და მერე ვაგებთ არგენტინასთან ნუ დავგრუზავთ ბიჭებს, დაე ლაღად ითამაშონ, წნეხის გარეშე გამოსულებს უფრო მეტი შეეძლებათ
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEOS] "რეალის" ფანების პროტესტსა და სტვენაზე პერესმა სიცილი ვერ შეიკავა - "ბლანკოსმა" ორმატჩიანი მოუგებელი სერია "ლევანტესთან" დაასრულა
[VIDEO] ქერიკის ბრწყინვალე დებიუტი - "იუნაიტედმა" მანჩესტერულ დერბიში დამაჯერებლად გაიმარჯვა
[VIDEO] ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" ერთ-ერთ ლიდერს თამაში შემოუტრიალა
"თავი ვინ ჰგონიათ?!" - კონტემ ამორიმი გააკრიტიკა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ლუის ენრიკეზე უარი ამის გამო თქვა" - რას წერს ბრიტანული პრესა ესპანელ სპეციალისტზე?
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"ჩვენ ვართ ტიერ1 - საქართველო ტიერ2-ის სარაგბო ქვეყანა არაა" - რა ითქვა ახალზელანდიელებთან ნამატჩევს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
ლადო კილასონია: საფრანგეთთან თამაში ძალიან მაგარი ბიძგი იყო
აკაკი ტაბუცაძე: უკეთ თამაშიც შემიძლია და იმედია, ამას მომავალში დავამტკიცებ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
ლეგიონერები - ჯალაღონიას მესამე ფრანგული ლელო
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
ოთხი ქართული ლელო ჩელენჯ ქაფზე და საუკეთესო ნინიაშვილი
არმია-ლელო 13:15 - დებიუტანტმა მოაგებინა
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
20 წ. | ლადო კილასონია – ფოკუსირება დეტალებზე
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
20 წ. | მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
20 წ. | ლადო კილასონია – იგრძნობა სურვილი, გავხდეთ უკეთესები
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
დიდი 10. IV ტური: პირველად სამი წლის შემდეგ
20 წ. | ლადო კილასონია: ამაყი ვარ ამ გუნდს რომ ვწვრთნიდი
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"