უკვე ამბობენ, ფეხბურთის ფედერაცია სლოვაკ მწვრთნელს ახალ კონტრაქტს უმზადებსო და იქვე საწინააღმდეგო მოსაზრებასაც გაიგონებთ...
საქართველოს ნაკრებს ერთი მოგებაც კი არ აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. შედეგი ისეთია, კარგს ვერაფრით უწოდებს კაცი. ასე იყო, არის და იქნება: მას შემდეგ, რაც ეს დალოცვილი ფეხბურთი არსებობს, რა საკადრო რესურსიც უნდა ჰყავდეს, გუნდის შედეგზე პირველი და მთავარი პასუხისმგებელი პირი მაინც მწვრთნელია.

ქართულ საფეხბურთო კულუარებში უკვე ამბობენ, ფეხბურთის ფედერაცია სლოვაკ მწვრთნელს ახალ კონტრაქტს უმზადებსო და იქვე საწინააღმდეგო მოსაზრებასაც გაიგონებთ...

ჩვენ გამოძიებას თავი ვანებოთ და ათვლის წერტილად ავიღოთ დღევანდელი დღე. "პრო და კონტრას" პრინციპით გავარკვიოთ, უნდა დარჩეს თუ არა ვლადიმირ ვაისი ეროვნული გუნდის დამრიგებლის პოსტზე...

რატომ უნდა დარჩეს?

დავიწყოთ იქიდან, რომ ვლადიმირ ვაისმა აუცილებლად უნდა ჩაამთავროს მიმდინარე შესარჩევი ციკლი. სხვანაირად რომ მოხდეს, ახალი მწვრთნელი სანამ სიტუაციაში გაერკვევა, ციკლიც დასრულდება.

ვაისი უნდა დარჩეს თუნდაც შემდეგ ციკლში იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ნაკრები ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებითაც გუნდი ვერ ახტება თავზე მაღლა. მას არ აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. ასე რომ, ტოპ-მწვრთნელის მოყვანა შედეგს ვერ მოგვცემს, საშუალო დონეს კი ვაისიც აკმაყოფილებს.

სლოვაკ მწვრთნელს არ აქვს შედეგი, მაგრამ მან რამდენჯერმე დაამტკიცა თავისი სამწვრთნელო კლასი. რაღა შორს მივდივართ, მოლდოვასთან მატჩი ავიღოთ. თუ არ გადავუხვევთ ოდინდელ საფეხბურთო ჭეშმარიტებას და ჩავთვლით, რომ მეორე ტაიმს იგებს მწვრთნელი, მაშინ თუნდაც კიშინიოვური შეხვედრის მეორე ნახევარში ვაისი შესანიშნავი იყო.

ფაქტები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. მან ორი შეცვლა გააკეთა და ორივე, რომ იტყვიან, "ათიანში" გაარტყა. გიორგი მერებაშვილმა და ვაკო ყაზაიშვილმა გოლები გაიტანეს. საერთოდაც, ვაისის შეცვლებმა თამაში საჩვენოდ შეცვალა. კარგი ტაიმები საქართველოს ნაკრებს თითქმის ყველა შეხვედრაში ჰქონდა...

ერთი შეხედვით, სლოვაკი მწვრთნელი რბილი კაცია, მაგრამ გარეშე თვალისთვის მაინც მას აქვს დისციპლინა საქართველოს ნაკრებში. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს და არ მგონია, შიგნით მკვეთრად სხვა სურათი იყოს.

ვაისმა იცის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა. მაგალითად, ჩემი აზრით, მან ამ ეტაპზე ძალიან რთულ ამოცანას გაართვა თავი და სწორად იყენებს გიორგი არაბიძეს, ეს კი იოლი საქმე სულაც არ არის - ჯერ, ფეხბურთელის ხასიათიდან და მერე მისი თამაშის სპეციფიკურობიდან გამომდინარე.

მას რამდენჯერმე შეუძლია თამაშის გადაწყობა და არ მიეკუთვნება მშიშარა მწვრთნელთა კატეგორიას.

რატომ უნდა წავიდეს?

ქვეთავის პირველი წინადადება ძალიან მოკლე, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ტევადი გამოვა. ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს არ აქვს შედეგი. ეს კი ნებისმიერი მწვრთნელისთვის განაჩენია.

მეორე ფაქტორი - არასტაბილურობა. პრაქტიკულად, არ ყოფილა ვაისის ფორმაციის ნაკრებისათვის მატჩი, რომლის ტაიმებიც გუნდს თანაბრად ჩაეტარებინოს. ერთხელ და ორჯერ რომ მომხდარიყო ეს, მაშინ კიდევ თვალს დახუჭავდა კაცი ან ტენდენციად არ შერაცხავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გარემოებამ სისტემატური, სწორედაც ტენდენციის ხასიათი მიიღო.

თუნდაც, მოლდოვასთან მატჩი გავიხსენოთ. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები საერთოდ არ იყო მინდორზე. მეორე ნახევარში გამოსწორებულმა თამაშმა კი მოსაგებად არ იკმარა და მოლდოვიდან ის შედეგი ვერ ჩამოვიტანეთ, რომელიც ყველას ძალიან გვსურდა.

სასტარტო შემადგენლობის შერჩევა სლოვაკი მწვრთნელის სუსტ წერტილად მიმაჩნია. სწორედ ასეთ დასკვნას გამოვიტანთ, თუ დავაკვირდებით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოღვაწეობას.

მოლდოვასთან მატჩს კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ. ის ძალიან ბევრი რამის გამო იყო ნიშანდობლივი და, თითქოს, საქართველოში ვაისის მუშაობას სრულად ასახავდა. დარწმუნებული ვარ, სლოვაკ სპეციალისტს სწორად რომ შეერჩია სასტარტო შემადგენლობა, მოლდოვაში აუცილებლად გავიმარჯვებდით.

კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარულია. მისი მიხედვით, ქვეყნის მთავარი გუნდი დღეს ძალიან მოკრძალებული შესაძლებლობების მქონეა და სულაც არ სჭირდება უცხოელი მწვრთნელი, რომელიც ქართველზე მეტ ხელფასს აიღებს.

მორიგი მიზეზი ის არის, რომ ბევრის აზრით, "ქართველს ქართველისა უკეთესად ესმის".

ვნახოთ, როგორ განვითარება მოვლენები. ფაქტია, მწვრთნელი დღეს არ არის საქართველოს ნაკრების ერთადერთი პრობლემა და, შეიძლება, არც პირველია, მაგრამ რას ვიზამთ - ზოგადად, პოსტი და თანამდებობაა ისეთი, გინდა თუ არა, პირველად მას უნდა მიადგე.

ვაისი ვაისად და, რა ვუყოთ იმას, ევროპულ ტოპ-ლიგებში ქართველი ფეხბურთელები საერთოდ რომ აღარ თამაშობენ? ან იმას, საქართველოს ნაკრების არაერთ წევრს ჰაერივით რომ სჭირდება სათამაშო პრაქტიკა თავის კლუბში.

ან იმას რა ვუშველოთ, რომ ჩვენი ფეხბურთელების მოზრდილი წილი პროგრესზე მეტად იმაზე რომ ფიქრობს, როგორ იშოვოს დღეს იმაზე ცოტა მეტი, ვიდრე აქვს და არად დაგიდევთ იმ შედეგს, რომელიც ამ გაქცევას შეიძლება მოჰყვეს. ვგულისხმობთ არასაფეხბურთო ქვეყნებში კარიერის გაგრძელებას...

ამ შემთხვევაში ვაისი უფრო სიტუაციის მძევალი და მსხვერპლია, მაგრამ მწვრთნელი ხელისგულზე ჩანს და მისი მუშაობაც ყველასთვის განსჯის თემაა. არ ვიცი, რას ფიქრობს ვაისი, მაგრამ მე ასე მგონია: თუ ის დარჩა ეროვნულ გუნდში, მაშინ საქართველოს ნაკრებში რაღაცები უნდა შეიცვალოს.

ქვეყნის მთავარი კრებული ყველასია და ვაისისგან ცოტა მეტ გამჭვირვალობასაც ვისურვებდით. ფაქტია, რუტინული პრესკონფერენციები საქმეს ვერ შველის. კითხვის ნიშანი ბევრია. იქნებ უკეთესი ყოფილიყო, ერთად გვემსჯელა საქართველოს ნაკრების ჭირსა და ლხინზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Duru
სახლი შენდება საუძვლიდან იწყება...ჩვენთან გასახდელი არ აქვს ბავშვებს...და ფორმაზე სხვა რამეზე ზედმეტია ლაპარაკი....
1,2,3,5,8...
ქართველი ფეხბურთელები როდესაც ტემპის მომატებას ახერხებენ მაშინვე სახიფათო მომენტებს ქმნიან. ფედერაციამ გამოაცხადოს ტენდერი მწვრთნელზე, რომელიც ნაკრების წევრებს სისწრაფის მომატებაში დაეხმარება!
ბესიკი
მგონი დადგა უკვე დრო, ის კი არა დაგვიანებულია კიდეც, რომ პასუხისმგებლობა იგრძნონ და დატოვონ თავიანთი თანამდებობი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა.
დათოს რუსთავიდან
ადამიანს რაც არ უნდა ბევრი ფული ქონდეს, კიდევ უფრო მეტი უნდა, ზოგადად ეს ბევრი ადამიანის სენია, აქ ქართველობა არაფერ შუაშია, ამას სიხარბე და უბრალოდ რომ ვთქვათ გაუმაძღრობა ქვია.
vaso
რატო არ დამიბეჭდეთ სტატია?> კი მაგრამ ჟურნალისტები რატომ არ იწვევთ ვაისს და ფედერაციის პასუხისმგებელ პირებს, არ შეიძლება ერთი გადაცემა რომ მოაწყოთ? სადაც დასმული იქნება მრავალი კრიტიკული და ობიექტური კითხვა, უპასუხებენ მაყურებელს? რატო არ აკეთებთ ამას, რატო არ იGებთ ხმას? ხელუხლებლები არიან?
თევდორე
ვაისიც წვიდეს და ფეხბურთელებიც მიყვნენ...
Lou
ვაისი რა შუაშია?! ამათ ზიდანი და მანჩინიც ვერაფერს უშველის! ფეხბურთია შესაჩერებელი საქართველოში და ეგაა
gurami
უნდა სავიდეს და უნდა მოვიდეს ვინმე ნორმალური ტრენერ ვინს გუნდს ატამასებს ორ ტაიმს
tamazi
ფეხბურთის ფედერაციის მმართველები რამდენადაც კარგი ფეხბურთელები იყვნენ, იმდენად ცუდი მენეჯერები არიან, ეყოტ გამბედაობა და უპასუხონ ამდენი გულშემატკივრების კითხვებს, აუარებელი გაუგებრობებია რომლებიც პასუხს მოითხოვენ, ნებისმიერ ქართველ მწვრთნელს უკეთესი შედეგი ექნებოდა ვიდრე დღეს არის, ის ვერ გაუგია კვეკესკირი, მერებაშვილი სკამზე არ უნდა დაესვა და ისე გაეყვანა მოუმზადებელი გუნდი .ირლანდიასტან ქართველი მწვრთნელი უნდა იყოს.
დათოს რუსთავიდან
დათო ქართველებზე უფლება არ გაქვს ილაპარაკო.შენ ილაპარაკე კობიზე,შენზე და იაშკაზე.ისე რომ იცოდე პლატინის და ბლატერს იმაზე მეტი ფული აქვთ ვიდრე ჩვენ ვეტერან და მოქმედ ფეხბურთელებს ერთად,ხომ არ იცი მუშაობენ ისინი თავიანთ პოსტებზე?
dato
უნდა წავიდეს ვაისი და ვინც ეგ მოიყვანა ისინიც თან უნდა მიჰყვნენ. ცხადადზე არ უნდა გაეშვათ.
murtalo
ნაკრები ზოგიერთ მონაკვეთში ისეთ თამაშს აჩვენებს მიკვირს, მგონია რომელიმე ძლიერი გუნდის თამაშს ვუყურებ...სამჭუხაროდ მხოლოდ მომენტებში. ამ კონტიგენტით ვაისი ღმერთი არაა ორი ტაიმი ერთ ტემპში ჩაატაროს ნაკრებმა და თან იფრინოს...იმედია ეს დროც მოვა, რის იმედსაც ახალგაზრდული შემადგენლობაა და სიმართლე უნდა ითქვას,ბოლოს და ბოლოს ცოტა ჟინიც გამოაჩინეს. ვაისი უნდა დარჩეს.
დათო რუსთავიდან
ბესიკის.- რავი კობიაშვილის და იაშვილს თუ ფული აკლიათ ?მაშინ არ ყოფილა ჩვენი ქართველების საშველი, გაუმაძღრები ვყოფილვართ და არც არაფრის იმედი აღარ უნდა გვქონდეს. ბოლოს და ბოლოს ინფრასტრუქტურის შენებით აკეთონ ფული,შექმნან ფირმები და მათ ააშენონ. ჩვენი მთავრობასავით ტენდერებს ნუ ჩაატარებენ, ეგეც დძნელიაა ??? :-)
ბესიკი
სტადიონები რომ ააშენონ და ინფრასტრუქტურა მოაწყონ ფულები უნდა დახარჯონ და ის არ ჯობია ეს ფულები თვითონ რომ დაითრიონ და გაიყონ. ეს ფეხბურთის ფედერაცია რომ მოვიდა რას ამბობდა წინაზე, აუდიტის ჩატარების საფუძველზე, რომ წინა ფედერაციამ სიჭინავას და არველაძის თამადობით დიდი ვალები დაგვიტოვესო, დიდი თანხები აქვთ არა მიზნობრივად გახარჯული. ვინმემ მოთხოვა მათ პასუხი? ელემენტარულად გამოძიება მაინც ჩატარდა? სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ვინმე საუბრობს ამ თემებზე? ისინი იპარავდნენ და გაუვიდათ და ესენი რატომ არ მოიპარავენ? რავა მოთხოვს პასუხს ვინმე თუ?
კახა ქირია
დათო რუსთავიდან-გეთანხმები ძმაო და მეც მაგას ვიძახი რამდენი ხანია.რა გახდა 5-8ათასიანი სტადიონი 10-12ქალაქში.თუ მეტი იქნა ხომ უფრო კარგი.ოღონდ ბუნებრივი საფარით.სირცხვილი არაა ბათუმს და ფოთს სტადიონი არ ჰქონდეთ
პაატა
მეც უფრო წასვლისკენ ვიხრები და ვინმე ქართველი ჩაუდგეს სათავეში..რესურსი რაც გვაქვს კი ვხედავთ და მივხედოთ შიდა ჩემპიონატს.ვერ აყენებს სასტავს სწორად ეს მიმაჩნია მეც მთავარ მინუსად.
დათო რუსთავიდან
ბათუმში,გურიაში,ფოთში,ზუგდიდში,თელავში,ხაშურში,ახალციხეში და რუსთავში სულ 8 ხარისხიანი მოედანი რომ გაკეთდეს თავისი პატარა 3-5 ათასიანი ტრიბუნებით დავიჯერო შეუძლებელია ??? ნელნელა ჩემპიონატის დონეც აიწევს და ნაკრებსაც ეშველება .ამ ყველაფერს დავიჯერო ფედერაცია ვერ ხვდება ??? ფ
ირაკლი
ბიჭოო, პასი რო გააკეთო ფეხბურთელმა, ამას მწვრთნელი ჭირდება ?! ანანიძე ვერ დავინახეო ფეხბურთელი რო იტყვის იმას ფეხბურთელ იქვია და მწვრთნელმა უდნა ასწავლოს მოედნის ხედვა? (ეთქვა მაინც, მინდოდა რომ მე გამეტანა მაგრამ შევცდი და მაპატიეთო (ვერ დავინახეო ბიჭო!!)) აზრზე არ არიან ფეხბურთის ეს ბიჭები. ფეხბურთელებიც არ არიან. სად თამაშობენ ნახეთ. პრობლემა სულ სხვა რამეა. რატომ ხარჯავს (ყრის) სახელმწიფო წლების განმავლობაში უამრავ მილიონს?? რა საჭიროა ეს ძალით დაფინანსებული უბადრუკი კლუბები და ნაკრებები. ???
gela
გყავდეს კვეკვესკირი და სათადარიგოში გეჯდეს უვიცობა კი არა დანაშაულია.
ზაზა
მოლდოვასთან მატჩამდე უფრო მეტად დარჩენის მომხრე ვიყავი,დღეს-???...შოკისმომგვრელი იყო ვაისის რჩეული ძირითადი კიშინიოვში..(((
Vova
ვაისი თუ "იაფიანია" დარჩეს! რაც უფრო ნაკლები გადაიყრება ჩვენი ბიუჯეტიდან უკეთესი იქნება
Beka
ცხადაძეს ვაისი მირჩევნია.
quTaiseli
ცხადაძე კიარა სურკისი გჭირდება ფედერაციაში და მისნაირი გაქანების უეფას ჩინოსანი რა ცხადაძე რის ცხადაძე მერე მაგას დაუწყებენ ლანძღვას როგორც თავისდროზე ქეცბაიას არა და რო მოგყავს და ამხელა მაყუთს აძლევ რაში აძლევ რაში.ან ეს ცოტა უკეთესი შედეგი რაღა ჯანდაბაა რას ნიშნავს საერთოდ ცოტა უკეთესი შედეგი ნეტა ალბათ იმას ერთი ქულით მეტსრო აიღებ ან ერთი ბურთით მეტს გაარტყამ ძელს თორე ვაისს რაც მიღწევააქ სანაკრებო დონეზე ის არცერთ ქართველ წვრთნელს არცკი დაესიზმრება აგერ წავა ვაისი მერე მოვა დაისი და გაბრწყინდება ივერია კაი რა ზღაპრების მარტო პატარებს თუ ჯერათ.
elgvisa
ვაისი ძალიან კარგი და ჭკვიანი მწვრთნელია.... რა შესაძლებლობაც აქვს - მაქსიმალურად იყენებს... რა ქნას, თავს ზემოთ ხომ ვერ ახტება კაცი.... კრიტიკა ადვილია, მაგრამ რეალურად შევაფასოთ სიტუაცია....
Giorgi
ამ ციკლის შემდეგ უნდა წავიდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინიშნება ადამიანი ვინც გაცილებით იაფი დაჯდება. ამ ფეხბურთელების ხელში შეუძლებელია ვინმემ რაიმე შედეგი აჩვენოს, ასე რომ ფულლი მაინც რატომ ვხარჯოთ ამდენი. თუ ის რამდენმე ფეხბურთელი ფორმაშI იქნება მთელი სეხზონი, მაშინ ცხადია უკეთ თამაშის შანსი გვაქვს. პ.ს. მიუხედვად ამისა ეს შედეგი კობიაშვილის სინდისზეა, რადგან მგონია რომ ცხადაძის შემთხვევაში ცოტა უკეთესი შედეგი მაინც იქნებოდა.
quTaiseli
ფედერაციის უგნურ დამოკიდებულებაზე ვინც საუბრობს მას უბრალოდ არუნდა იმის დანახვა რომ ფეხბურთი ზოგადად არარ არის სპორტული სანახაობა და ის გახდა ბიზნესი ნუ მე უფრო ვიტყოდი შავი ფულის გათეთრების კარგი საშუალება.დახარჯე მოიგელიგა დახარჯე მოიგე ევროპა დახარჯე მოიგე ევროლიგა. დასშემდეგ.დღეს კრიმინალები და მექრთამეები მართავენ მსოფლიო ფეხბურთს რა ფედერაცია რის ფედერაცია.კაი რა.სირაქლემას პოზიციაში ყოფნა ქართულ ფეხბურთს არაფელს კარგს არუქადნის. სამწუხაროდ.
ვახტანგი
ჩვენი ფეხბურთის წარუმატებლობა ფედერაციის უგუნური ქმედებებიდან გამომდინარეობს, ვაისა მეორადია.
zura
საქართველოში ფეხბურთი მკვდარია ვაისისგან რა გინდათ ფეხბურთელები არ ვარგენან
Kaxa
Aვტორს. Aსეტი სიმარტLე ჯერ არავის Dაუცერია. ჯიგარი Xარ. "Aვტორს" გაგიმარჯოს გმერტმა
bueno
არაბა რო ტკბილი და მურაბა არაა ფაქტია მაგრამ ეგრე ბევრი არაა და იყენებს მწვრტნელი
ნოდარი
ისადა ბატონო ავტორო, სულ როგორ მწვრთნელის პრობლემაა? რომ ვთქვათ აი ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები გავუშვათ და სხვები მოვიყვანოთო არა? ანდაც საერთოდ ფედერაცია სრული შემადგენლობით, დამლაგებლიანად უნდა შეიცვალონ.
babu
ვაისი კიარა მთელი ვაისების საგვარეულო რომ დაუყენო მრწვთნელად ჩვენს გუნდს ამათი საშველი მაინც არ იქნება.ამათ მოუხდება ტოხი და ბარი
Jarji
ვეთანხმები წინა კომენტარს 100%-ით. მწვრთნელი იმისთვისაა, ფეხბურთელთან საერთო ენა გამონახოს და მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენოს.
d
ვაისი კი არა, საქართველოს ნაკრები უნდა წავიდეს)
vazha
სირცხვილია უკვე ამდენი არაკომპეტენტურობა ,კუპერი ტოპმიოლერი თავის დროზე მსოლპიოს მწვრთნელების ათეულში იყვნენ და რა რით ვერ მიხვდით რო მწვრთნელის ცვლილებაში არაა საქმე ფაქტები არ გაქვთ თუ დასკვნის გამოტანა არ შეგიძლიათ?პირდაპირ მიპასუხე შენ ვის დააყენებდი მწვრთნელად და როგორ გგონია გაგვიყვანდა თუ არა ევროპაზე ან მსოპლიოზე?
sacha
ra azri aakvs vin tava da mova, totalizatoristvis tamashs tavs mainz ar daanebebt)))
ლუკა
უადგილო და უდროო კითხვა არის. აქამდე მწვრთნელების გაშვებით ეშველა რამე ნაკრებს? ფეხბურთის ფედერაციამ დღემდე ვერ მოაბა თავი და ვერ ან არ შეიმუშავა ქართული ფეხბურთის განვითარების გეგმა. ეს გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ყველა კომპონენტს, ბავშვთა, სასკოლო, საუნივერსიტეტო, ეროვნულ ლიგებს, ეროვნულ ნაკრებებს და სხვა. უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთებთ, რა დროის განმავლობაში ვაკეთებთ, ვინ აკეთებს, რა დაჯდება, საიდან დაფინანსდება, რამდენი ეტაპი იქნება, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე და ა.შ. გეგმის გარეშე, ქაოტურმა, უმიზნო და უპასუხისმგებლო მიდგომამ შედეგი ვერ მოიტანა ფეხბურთში. ერთ ადგილს დავტკეპნით და დავტკეპნით კიდევ დიდი ხანი.
avtors
არაბიძის ხასიათზე რომ წერთ,რა იცით რა ხასიათი აქვს?ყიფიანმა და გეგუჩაძემ დააბრალა ამ ბიჭს უხასიათობა.ასე იციან-ვინც ნიჭიერია მოუგონებენ ხოლმე რაღაცას თორემ რა ჭირდა მაგათი დასაწუნი.აგერ ვაისმა გამოიყენა მისი ნიჭი და იმათმა ვერა და მოუგონეს რაღაცეები როგორც ხდება ხოლმე.აი ამიტომ ვართ ასეთ დღეში
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია