საქართველოს ჩემპიონატის წინ
თბილისის "აკადემია" საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია. ის მუდმივად საკუთარი აღზრდილი მორაგბეებით საზრდოობდა და, ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ ბევრი ტიტულით ვერ დაიკვეხნის.

"აკადემიას" მუდამ ჰქონდა მორაგბეების გადინების პრობლემა. სწორედ ამიტომაც ბოლო წლებში ეს თვითმყოფადი, ყოველთვის ბოლომდე მებრძოლი გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა. გუნდმა წინა ჩემპიონატში პლეი-ოფში გააღწია, სადაც დაძაბულ, ძალზე საინტერესო ბრძოლაში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან, თბილისის "ლელოსთან" დამარცხდა. ის მატჩი საერთო აღიარებით, სეზონის საუკეთესო თამაშად დასახელდა.

როგორც უკვე ვთქვით, "აკადემიიდან", ძირითადად, ფინანსური სიძნელეების გამო ძალიან ბევრი მოთამაშე მიდიოდა. თავად განსაჯეთ, საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა, "აკადემიის" აღზრდილებმა მერაბ შარიქაძემ და ლაშა ლომიძემ ისე მიაშურეს უცხოეთს, გუნდის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატის ერთ მატჩშიც ვერ მოასწრეს თამაში.

წლეულს "აკადემიის" დანაკარგი მინიმალურია. თბილისის "ლოკომოტივში" გადაბარგდა ივანე დავითაშვილი. იყო საშიშროება, რომ გუნდის ლიდერ სოსო მათიაშვილსაც "რკინიგზელთა" გუნდი გადაიბირებდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფულბეკმა, რომელიც თამამად შეიძლება გასული სეზონის აღმოჩენად ვაღიაროთ, ისევ "აკადემიაში" თამაში ამჯობინა.

სხვა მხრივ, გუნდმა ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა და იმედია, ისევ საინტერესო, აგრესიულ რაგბის შემოგვთავაზებს. "აკადემიას" ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს - ლევან ობოლაძე. ის შვიდკაცა რაგბის 18-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და ამჟამად გუნდს საწვრთნელ შეკრებაზე სამხრეთ აფრიკაში ახლავს. მწვრთნელთა შტაბში გამოცდილ პაატა ნარიმანაშვილთან ერთად, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელია, ახალგაზრდები, გიორგი ქოპილაშვილი და გიორგი ღამბაშიძე არიან.

ერთი სიტყვით, ამ ახალგაზრდულ გუნდს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და წლეულს, სავარაუდოდ, ისევ პლეი-ოფში მოუწევს თამაში.

"აკადემიის" განაცხადი

შერკინება: ბექა გვარამია, გოგო ქადარია, დავით ჩადუნელი, ლევან ლომაური, გელა მახარაშვილი, თორნიკე კალანდარიშვილი, ალექსანდრე მაღლაკელიძე, რამაზ მაზმიშვილი, ნოდარ მექერიშვილი, ლაშა ტიტვინიძე, გიორგი ღამბაშიძე, გიორგი ძაბახიძე, გიგა დავითაძე, ვანო ბერიკაშვილი, გიორგი გოგლიძე, გიორგი ლუარსაბიშვილი, საბა შუბითიძე, სანდრო ხიზანიშვილი, თორნიკე ზოიძე, გიორგი ილურიძე

უკანა ხაზი: ბექა მაზმიშვილი, ჯიმი ღამბაშიძე, გიორგი ჩაბრაძე, ირაკლი ბეგაძე, კოტე ახობაძე, დათო მოძღვრიშვილი, გიორგი ჭუაძე, სანდრო ილურიძე, იოანე ხელაია, ბესო წასიძე, ანზორ სიჭინავა, დავით ლაზარიშვილი, საბა ილურიძე, ბესო ჩინჩალაძე, სოსო მათიაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
დიდი 10. III ტურის წინ: ვინ დარჩება დაუმარცხებელი?
მიხაილ შუმახერი კომიდან 2014 წელს გამოვიდა - 11 სექტემბრის დაიჯესტი
თბილისის "აკადემია": ნუ წაგვართმევთ მორაგბეებს
დიდი 10. IX ტური: "აკადემიამ" "ბაგრატი" დაამარცხა
2 ცვლილება ხაზში - "ბორჯღალოსნების" 23-კაციანი რაზმი უელსთან მატჩისთვის ცნობილია
"ბორჯღალოსნების" ავსტრალიასთან მატჩისწინა პრესკონფერენცია - იოლი თამაში არც ერთისთვის არ იქნება
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
Ultimaterugby-მ სოსო მათიაშვილი კვირის სიმბოლურში შეიყვანა
lerugbynistere: თამაზ მჭედლიძე "რუონში" ითამაშებს; ალბათ, სოსო მათიაშვილიც
დიდი 10. პლეი ოფი: ბრძოლები გორსა და რუსთავში
დიდი 10. XVI ტური: პრემიალური ბოლო წუთებზე
საქართველო XV: ლევან მაისაშვილისა და ლევან ობოლაძის შეფასებები
"რუსეთისა და ყველა ამათნაირი მოძალადის დდ*** ყველგან და ყოველთვის" - სოსო მათიაშვილი [PHOTO]
აკადემია-ლელო 26:31 - დიდი ფინალის დარი რაგბობა