უგუნდოდნ მყოფი 31 წლის ფეხბურთელის გადაბირება რამდენიმე გუნდს სურს, მაგრამ მათ შორის არ არის ისეთი შეთავაზება, მის ამბიციებს რომ შეესაბამებოდეს
საქართველოს ეროვნული ნაკრების 31 წლის კაპიტანი ჯაბა კანკავა კვლავ უგუნდოდაა. მოგეხსენებათ, მისი ბოლო კლუბი ფრანგული "რეიმსი" იყო, საიდანაც წინა სეზონის დასრულების შემდეგ წამოვიდა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტია...

ამ დროისთვის, ჯაბა კანკავა დუმილს ინარჩუნებს და ეს არცაა გასაკვირი. ჯერ ერთი, ის მაშინაც სიტყვაძვირი იყო, როცა კარიერაში წარმატებული პერიოდი ედგა და ახლა, მით უმეტეს, არ იწვის ლაპარაკის სურვილით. თავიდანვე უნდა დავწეროთ, რომ სიტყვაძვირობა უკმეხობაში არ უნდა აგვერიოს - ის არასოდეს საუბრობს ბევრს, თუმცა, რასაც ამბობს, ამბობს სიმართლეს და გულით.

რა თქმა უნდა, შექმნილი ვითარება გვაიძულებს, ჩვენი წყაროებით მოვიპოვოთ ინფორმაცია საქართველოს ნაკრების კაპიტნის შესახებ.

გუშინ გავიგეთ, ცოტა არ იყოს, არასასიამოვნო ინფორმაცია - საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კარიერა დაასრულოს. ამ დროისთვის ეს არც შემდგარი ფაქტია და არც გადაწყვეტილი, მაგრამ ამის ერთობ სოლიდური შანსი არსებობს.

შევიტყვეთ ისიც, რომ ამ მომენტისთვის კანკავას გადაბირება რამდენიმე გუნდს სურს, მაგრამ მათ შორის არ არის ისეთი შეთავაზება, ფეხბურთელის ამბიციებს რომ შეესაბამებოდეს.

წლების განმავლობაში ჯაბა ერთგულად ემსახურა საქართველოს ნაკრებს და ყველა იმ კლუბს, სადაც კი ოდესმე უთამაშია. ის ყველა გუნდში წამყვანი ფეხბურთელი იყო და, ცხადია, გამორჩეული მოთამაშე გახლდათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც. ბუნებრივია, დიდი ფიზიკური დატვირთვების ფონზე ჩავლილი წლები იოლი გადასატანი არ არის ფეხბურთელის ორგანიზმისთვის და დგება მომენტი, როცა დაღლილობას გრძნობ. ალბათ, სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ჯაბა კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა, თუმცა, როგორ გინდა, გულში არ გაგკრას შეგრძნებამ, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და სარგებლობის მოტანა თუნდაც ჩვენი ნაკრებისთვის.

დრო ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც ძალიან სწრაფად გადის. გუშინდელი დღესავით გვახსოვს, როგორ გამოჩნდა "დინამოში" ნიჭიერი ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი. თბილისის "დინამომ", გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, ევროპალიგის ჯგუფში რომ ითამაშა, ამაში კანკავას წვლილი ძალიან დიდი იყო.

რა თქმა უნდა, უცხოურ კლუბებს თვალთახედვის არეალიდან არ გამოჰპარვიათ ქართველი ფეხბურთელის დიდი პროგრესი. მალე კანკავამ ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადაინაცვლა, იქიდან კი კიევის "არსენალში" აღმოჩნდა. ცხადი იყო, ჯაბასთვის ეს უკრაინული კლუბი ტრამპლინი უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა. ის უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ კლუბში - დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" აღმოჩნდა.

გავრისკავ და ვიტყვი, რომ სწორედ ამ უკრაინულ გუნდში გაატარა ჯაბამ კარიერის საუკეთესო პერიოდი. მან თავდადებული შრომით დაიმკვიდრა ადგილი უკრაინული გუნდის შემადგენლობაში. რად ღირს თუნდაც ის, რომ გუნდთან ერთად ევროპალიგის ფინალურ მატჩში იასპარეზა. არ უნდა გამოგვრჩეს ის პერიოდიც, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ასევე უკრაინულ "კრივბასში" იჯარით გაატარა...

კანკავას ბოლო გუნდი ფრანგული "რეიმსი" გახლდათ. ჯაბა იქ დიდი იმედებით მივიდა, თუმცა ამ გადასახედიდან ისე ჩანს, რომ ფეხბურთელი ბოლომდე ვერ შეეწყო ფრანგულ რეალობას. ჯაბას "რეიმსში" ჰქონდა კარგი მატჩები, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაიხსნა.

საქართველოს ნაკრებში ის 2004 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან ეროვნულ გუნდში 65 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

თავის დროზე ის ნაკრების ახალგაზრდა წევრი იყო, ვინც გამოცდილი მოთამაშეებისგან ბევრს სწავლობდა. მერე კი თვითონ გახდა ხიდი წარსულსა და მომავალს შორის - აქეთ ეხმარებოდა და ეხმარება ახალგაზრდებს, რათა ნაკრებში თავი შინაურად იგრძნონ.

...იმედს ვიტოვებთ, რომ ჯაბა კანკავა კიდევ, თუნდაც გარკვეული ხნით ითამაშებს ფეხბურთს. მით უმეტეს, ამის შანსი არსებობს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზვიადი
სამაგიეროდ შენს ვაჟკაცს აღმოაჩნდა,გაიქცა და 1 ბურთი ვერ გაუტანია აქამდის საქართველოსათვის გადაზრდილს.დაქვეითდა ფასშიც და კლასშიც.სანამ სხვისას განიკითხავ ჯერ საკუთარი მოიკითხე.
სოსო
თუ ეს მართალია,ეს იქნება ჯაბას სიცოცხლეში ყველაზე დიდი სისულელე.ჯაბა ნაკრების კაპიტანია და ნუ ფიქრობს რომ ქვეყნის ვალი უკვე მოიხადა.ჯერ ერთი რომ არსებობს ცნება,მეორე სუნთქვის გახსნა და მეორეც,ამხელა გამოცდილების წყალში გადაყრაც სისულელეა.დალოცვილო,ჩამოდი საქართველოში,შენ გვერდთ ახალგაზრდები ისე იქნებიან როგორც ბეტონის კედელს ამოფარებულები.შენ ხომ ნამდვილი პროფესიონალი ხარ და გუნდში პრაქტიკულად მოთამაშე მწვრთნელი იქნები,ასეთ კაცს ქართულ გუნდში ოქროს ფასი ექნება.შემდეგ თუ აღიდგენ ფორმას ხომ კარგი,წახვალ უცხოურ,ძლიერ კლუბში,თუ არა და ქართულ ფეხბურთს მაინც დიდ სამსახურს გაუწევ.გაიხსენე ალექსანდრე იაშვილის მაგალითი. არ ვიცი რას გადაწყვეტს ჯაბა,მაგრამ კარიერას თუ დაასრულებს,მასზე წარმოდგენა დამეკარგება.
gizog
ჯაბა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ფეხბურთიდან წასასვლელად. მან ორი სამი წელი მაღალ დონზზე უნდა ითამაშოს და შემდეგ ამდენივე მის გამზრდელ, დინამოს გუნდში. ძაან ადრეა დასვენებაზე ფიქრი, ამ გრძელ მარათონზე სულის მოსათქმელად დრო კი ყველას სჭირდება.
batumeli
ეს თუ წავიდა ,გუგავა მოვაა?:)
hiugo
ჯაბას უდიდეს პატივს ვცემ, არასოდეს და დამავიწყდება რიდესაც ჯაბა "მამლების" წინააღმდეგ კაპიპტის რანგში წაღვიძღვა და დასამახსოვრეებელი მატჩი ითამაშა. ჯაბა დიდ პატივს გცემ. შენ აღარ ხარ ის კაპიტანი რომელიც დიდ გამარჯვებეს კვალში ჩაუდგება, ის ჟინი, ის ძალა აღარ გგაქვს. დაუთმე გზა ახალგაზრდებს
ლაშა
არავის არ ვუხდი მადლობას ქართულ ფეხბურთში შეტანილი წვლილისთვის,იმიტომ,რომ ქართული ფეხბურთი არ ასებობს.ვინც ხედავს ქართულ ფეხბურთს და ფიქრობს,რომ არსებობს აი საღოოოოოლ:)
tngh
კარგი იქნება, თუ ჯაბა საქართველოში გააგრძელებს კარიერას...
კახა
იაშვილის მაგალითი რომ გადაიღოს მასავით პასუხიმგებლობის გრძნობა უნდა ქონდეს. სამწუხაროდ ვერ აღმოაჩნდა. რაც საფრანგეთში გადავიდა მას შემდეგ გაათკეცებული შრომა სჭირდებოდა იმისთვის, რომ მაღალ დონეზე ეთამაშა. უკრაინის დონეს ვერ გასცდა საფრანგეთში, რაც რა თქმა უნდა საკმარისი ვერ აღმოჩნდა. გული მწყდება.
ჯაბა
მადლობა, ჯაბა! ბევრი დასაფასებელი გაქვს გაკეთებული ნაკრებისთვის, მაგრამ ახლა ნამდვილად მოვიდა შენი წასვლის დრო. კარგია რომ ამისულაშვილის შეცდომას არ იმეორებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მადლობა, ჯაბა!
Guadua
ჯერ ერთი ეს ჭორებია და მეორეც თუკი ასე მოხდება რომ საზღვარგარეთ საამბიციო კლუბს ვერ მონახავს, მაშინ შეუძლია ახალი სეზონიდან სამტრედიაში (ერთადერთი სწორი არჩევანი) მიბ\ვიდეს თუკი იქ ცეცაძე ისევ იქნება და წელს მეორედ გაჩემპიონებულ კლუბს (რაც აუცილებლად ასე მოხდება) დაეხმაროს გაისად ევროსარბიელზე. ნებისმიერმა ქართველმა ლეგიონერმა თავისი კარიერის ბოლო წელიწადი(თუკი ფორმაშია) უნდა გაატაროს ქართულ კლუბში და ახალგაზრდებს მოტივაცია მისცეს,ისე როგორც ეს ჰქნა იაშვილმა და სხვებმა
ფამაგუსტა
იმიტომ მიდის ქართული ფეხბურთი წინ..
ჯაბა
თბილისის დინამოში არ შეიძლება რომ დაბრუნდეს!!??? წაეხმაროს ცოტა კიდევ ქართულ ფეხბურთს 2-3 წელი რა მოხდება!!?? ფეხბურთზე თავის დანებებას ყოველთვის მოასწრებს და ახალგაზრდა დინამოელებს კი კარგ გაკვეთილებს ჩაუტარებს ამჟამად!! გადადი ჯაბა დინამოში თუ შეიძლება რა ყველაფერი ფულით ხომ არ უნდა გადაწყდეს!
გია-11
მადლობა ჯაბა.
Manchester 1
ეჰ მახსოვს ქეცბაია ამისულაშვილზე ამბობდა და ეუბნებოდა რამ დაგაბერა ეს 32 წლის კაციო. მაშინ უმეტესობა თემურს აკრიტიკებდა სწორედ მისი საფეხბურთო ხედვის გამო. ქართველები სხვანაირი ერი ვართ, გაზარმაცებული (ყველაზე არ ვამბობ) მარა სისხლში გვაქ აი მაგალითად 31 წლის კაცი ამბობს, ნაკრები არა შმნაკრები მე უკვე ყველაფერი გავაკეთე ისტორია დავწერე და აწი მე როგორც ფეხბურთელს ნაკრებში ვალი მოხდილი მაქვსო. აი ჩვენ ხასითშია პრობლემა სწორედ. ჩვენ ზარმაც ხასიათშია პრობლემა. ესაა და ეს
ziz
აი მალხაზ ასათიანი და კანკავა... ესაა ამბიციებს მიყოლებული კარიერა...
ჯუბა
დიდი მადლობა ჯაბას ,რაც მან ქართული ფეხბურთისათვის გააკეთა.როცა თამაშობს სულ ბოლომდე იხარჯება.ასე იყო ბოლო სანაკრებო შხვედრაშიც,მაგრამ ამ შხვედრაში გამოჩნდა რომ არ არის ფორმაში,ბევრი შეცდომა დაუშვა და მისი სათამაშო ხისტი მანერიდან გამომდინარე ჩვენს საჯარიმოსთან რამოდენიმე სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. რათქმაუნდა ეს ყველაფერი მისი გუნდში უთამაშებლობის ბრალია,რაც კარგად უნდა სცოდნოდა მწვრთნელს და ეს არის ვაისის დიდი შეცდომა.ადრეც დავწერე, ვაისს ისე ეშინია უარყოფითი შედეგის, რომ გუნდში უთამაშებელ მაგრამ გამოცდილ ფეხბურთელებს უფრო ენდობა ვიდრე ახალგაზრდა პერსპექტიულებს.შედეგი არაფერია და არ ჯობია მომავალზე ვიფიქროთ?
lashari
მობეზრდა ამას უკვე თამაში და რეჟიმებიი თუნდაც ამ უმოტივაციობით დინამოსთვის ძალიან დიდი ძალაა დაა დაიმატონ თუნდაც დიდი ხელფასის ხარჯზე ეს ოთხი წელი სამი მაინც მაღალ დონეზე ითამაშებს დაა მის გვერდით ახალგაზრდები ბევრს ისწავლიან
ზზზ
როდის დაიწყო :)
gio
იმედს ვიტოვებ რომ ინფორმაცია არ დადასტურდება და ჯაბა კიდევ ითამაშებს ნორმალურ ევროპულ კლუბში, ამასთან ნაკრებსაც დაეხმარება. მას ნამდვილად შეუძლია გააკეთოს ეს რამოდენიმე სეზონის განმავლობაში. P.S. და იაშვილის მაგალითი რომ გადაიღოს რა უჭირს? მგონი არ იქნება ცუდი, თუ გამორჩეული ქართველი ვეტერანები კარიერას ქართულ კლუბებში დაამთავრებენ. ახალგაზრდებისთვის დიდი სტიმული იქნება, ბევრს ისწავლიან, გამოცდილებას მიიღებენ და თავდაჯერებულები იქნებიან.
ხვიჩას და პსჟ-ს მარსელში დაბრუნება მოუწევთ - მატჩის თარიღი ცნობილია
მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება
"კვარას" განსაკუთრებული როლი - პსჟ დიდი პრობლემებით "მარსელთან"
მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება
ოფიციალურად: პსჟ-სა და "მარსელის" მატჩი გადაიდო
crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი
მოურინიო: ვიცი, რომ "პორტუს" ფანები აპლოდისმენტებით არ შემხვდებიან
[VIDEO] თურქი გულშემატკივრები აღაფრთოვანა - ონანამ საგოლე პასი გააკეთა
გოგლიჩიძე სათადარიგოთა სკამზე და "მილანთან" განადგურებული "უდინეზე"
არის პირველი გამარჯვება - ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" როგორც იქნა მოიგო
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] როგორ ველოდით - მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი გოლი გაიტანა!
კიტეიშვილი დაბრუნდა - "შტურმმა" სტუმრად "ზალცბურგს" მოუგო
გუბანოვამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ზიდანის ერთ-ერთი ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
მუდრიკი ძალებს ახალ სპორტში ცდის და უკრაინას ოლიმპიადაზე წარადგენს? - ფეხბურთელს ახალი გეგმა აქვს
დაბრუნდება დღეს კიტეიშვილი? - მწვრთნელი სიფრთხილეზე საუბრობს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
"ეს ორმაგი სტანდარტია, მოკვეთეთ ისრაელის ნაკრები და კლუბები ტურნირებიდან!" - ერიკ კანტონა
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
ჩემთვის მთავარია, ვითამაშო... სანდრო კობახიძეს "დნიპროდან" წასვლა უნდა
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..